ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლორენტე :”მთავარი არის შედეგი”

“ხუთი ქულა საერთოდ არაფერს არ ნიშნავს, რადგან დედაქალაქელებს ასევე ძლიერ სურთ სკუდეტოს მოპოვება. ჩვენის მხრივ არ უნდა დავაგდოთ აკრეფილი ტემპი და მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ კონცენტრაცია. ნებისმიერ ფეხის დაცდენას მეტოქე არ გვაპატიებს და დიდ პრობლემებს შეგვიქმნის”– საუბრობს ჟურნალისტებთან ბიანკონერის ესპანელი ფორვარდი ფერნანდო ლორენტე :“ჩვენი გუნდისთვის თითოეული ფეხბურთელი მნიშვნელოვანია. მორატა? ის ბრწყინვალე ფეხბურთელია, რომელმაც უნდა გააგრძელოს იმავე სტილში მუშაობა როგორც აქამდე. პირადად ჩემთვის ეს დასვენება ისეთივე ეფექტურია როგორც გაზის პედლიდან ფეხის აღება. დასვენებულზე სხეული უკეთესად რეაგირებს და მნიშვნელოვან მატჩში ეს გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს”.

სხვათაშორის ნანდომ გასულ სეზონში 18-დან 11 გოლი სწორედ მეორე ნახევარში გაიტანა…

” იმედს გამოვთქვამ, რომ გავიმეორებ მიღწეულს. მიზნად სწორედ ეს მაქვს დასახული, რომ გავიმეორე შედეგი. შესაძლოა ბევრი ბურთი არ გამიტანია, მაგრამ უამრავ საგოლე კომბინაციაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. გოლები ბუნებრივია ფორვარდისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ გადამწყვეტი მაინც გუნდური შედეგია”.

წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
9 years ago

შარშან როგორც რეალთან იყო მონდომებული ისე იქნება წელსაც რომელიმე რთულ მეოქესთან, რავიცი ჩემი აზრით ერთერთ მეტოქეს ლორენტეს გოლებით გავაგდებთ

Samtrediel90
9 years ago

ეგრე იყოს,ჩემი რა მიდის :chuvak:
:forza: :forza:

Di Francesco # 1
9 years ago

რომელ კომბინაციაში გაქ მონაწილეობა მიღებული? თავში რო მოგხვდა ბურთი და გოლი რო გავიდა ოლიმპიაკოსთან, იმას უძახი კომბინაციას? :lool: ყველაზე მეტად მაინც ამის იმედი მაქ ჩემპიონთა ლიგაზე, შეიზლება ბევრი რამე არ გამოსდიოდეს მარა იცის მაინც რა ევალება, ერთი ორი სერიოზული ბურტი გაუვარდება ამას და ლიგაზე წაგვადგება

Samtrediel90
9 years ago

შენც არ გჯერა ხო ეხლა რაც დაწერე მაგისი :lool:

Di Francesco # 1
9 years ago
Reply to  Samtrediel90

მეორე ნაწილის? ვიღაცის ხო უნდა მჯეროდეს? პირლოს და ვიდალის იმედიც მაქ რო გოლს გაიტანენ მარა თავდამსხმლებში მაინც ლორენტესი მჯერა ყველაზე მეტად, ერთი კონკრეტული თამაშის ჩატარება ამას ყველაზე კარგად შეუძლია

Samtrediel90
9 years ago

ხო სმაილის მერე რაც გიწერია იმის :D

შარშანდელი სეზონი რო იყოს კიდე ხო მაგრამ წელს ვაბშე არაა ფორმაში,მართლა სტოლბაა წელს და მართლა კიდე თავში თუ მოხვდება და ისე გაიტანს თორე რავიცი

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x