ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პოგბა : “ტურინში თავს იდეალურად ვგრძნობ”

ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალური ნახევარმცველი, პოლ პოგბა ბიანკონერებში თავს ბედნიერად გრძნობს და ჭორებს მის აბარგებასთან დაკავშირებით უადგილოდ თვლის : “ტურინი მშვიდი ქალაქია, აქ გაქვს საშუალება იმისა, რომ მხოლოდ ფეხბურთზე იფიქრო.ტელევიზორთან დროის გატარება ძალიან მიყვარს, ან ფილმების ყურება პატრის ევრასთან ერთად, იგი ხომ ბიძად მეკუთვნის, ფრანგული დიასპორა ტურინშიც ძალიან მეხმარება, ისევე როგორც მანჩესტერში.კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელთანაც ახლოს ვარ, ფერნანდო ლიორენტეა.იგი ესპანურს მასწავლის, მასთან ხშირად ვატარებ დროს.გუნდი ერთიანი მექანიზმია, ყველაზე მეტად ეს მომწონს, ფეხბურთელი მხოლოდ ფეხბურთზე უნდა ფიქრობდეს, ტურინში ეს შესაძლებელია.მილანი ზედმეტად ხმაურიანია, რესტორნები, ბარები და ა.შ, აქ მირჩევნია.”

“უამრავი მიზანი მაქვს, უპირველესი რა თქმა უნდა, სკუდეტოს მოგებაა, ამის შემდეგ სხვა მიზნებს დავისახავ.”იუვენტუსის” ფეხბურთელები მეხმარებიან, უკეთესი რომ გავხდე, ატმოსფერო ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტ როლს თამაშობს.რა გვაკლია ? – ვფიქრობ, გამართლება.მატჩებს იდეალურად ვატარებთ, ვიგებთ, მაგრამ უცებ რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმას იღებს და გარკვეული ხნით გვაკლდება.ფეხბურთში განსაკუთრებული სწორედ ისაა, რომ წინასწარ რთულია რამე იწინასწარმეტყველო, თუმცა გამართლება მაინც საჭიროა.”

“არ ვფიქრობ, რომ “რომასთან” ომი მიმდინარეობს, ეს უბრალო კონკურენციაა, რომელიც ნებისმიერ მეტოქესთან გვაკავშირებს.ყველას სურს, ცხრილის სათავეში იმყოფებოდეს, ახლა ჩვენ ვართ ლიდერები და ვეცდებით, სეზონის ბოლოსაც ასე იყოს.თუ ჩემპიონობა გვსურს, არ უნდა მოვდუნდეთ, იდეალური გუნდის საიდუმლო ისაა, რომ არასდროს ეთიშება ბრძოლიდან, სკუდეტო “იუვენტუსის” მიზანია.”კიევოსთან” მატჩი ? – ადვილი არ იქნება, ვერონელებს კარგი დაცვა ჰყავთ.ზედიზედ სამი შეხვედრაა ვიგებთ და ახლა ყველას სურს, ჩვენი გამარჯვების სერია შეწყდეს, მოედანზე სამი ქულისთვის გავალთ.”

“საფრანგეთში თამაში უფრო ტექნიკურია, იგი სულაც არ ჰგავს ინგლისს.ბრიტანეთში ძლიერი რომ იყო, ფიზიკურად უნდა იყო მზად.იტალიაში ინტენსიურობა უმთავრესია, ეს ძალიან მომწონს და მიზიდავს.სერია A – ს მთავარი პლიუსი ? – ტაქტიკა, მის გარეშე თამაშს აზრი ეკარგება.სამ სხვადასხვა ჩემპიონატში მითამაშია და ვგრძნობ, რომ ტაქტიკა ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ აპენინებზეა.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ალეკო კოკაია

ლორენტე რო ესპანურს ასწავლის რაღაც არ მომწონს ეგ :down: :down:

giorgi nefaridz
9 years ago

პოგბიტოოოოოოოოოოოოოოოო :up: :up: :up: :up: :up:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x