ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ციებ ცხელება

იანვარის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მაროტა და კომპანია აქტიურად ეძებდნენ საკუთარი გუნდისთვის გამთამაშებელს, რადგან ალეგრის სქემაში ეს პოზიცია ყველაზე პრობლემატურად გამოიყურებოდა. გაჩნდა ჭორი სნეიდერის თაობაზე და თავად ბიანკონერის მწვრთნელსაც, როგორც ჩანს ზუსტად მისი ხილვა სურდა, მაგრამ ალეგრის სამწუხაროდ თურქულმა კლუბმა სერიოზული წინაღობა შეუქმნა ამ ტრანსფერს. ამასობაში კი იუვეს მთელი რიგი მატჩების გამართვა მოუწია და ყველას და გასაოცრად საკმაოდ ნაყოფიერად წარმოაჩინეს თავი ვიდალმაც და პერეირამაც. შესაბამისად ტრეკუარტისტას მოყვანა უკვე მეორე პლანზეა გადაწეული და თან რაც არ უნდა იყოს ვერც სნეიდერის გაფორმება და ვერც მხითარიანის ჯერჯერობით ვერ ხერხდება…

შედეგად გალილეო ფერარის ბინადრებმა ფიქრი ფორვარდზე დაიწყეს და ბევრი ძიება არ დასჭირვებიათ. სიმონე ძაძა, რომლის შეძენაც 15 მილიონ ევროდ არის შესაძლებელი 2015 წლის ზაფხულში დაუყონებლივ სურთ ამოქმედება. სასუოლო მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუშალოს ამ ფაქტს და როგორც ჩანს არც თავდამსხმელი იკლავს დიდად თავს, რადგან შესაძლოა ნაკრებისკენ მიმავალი გზა სწორედ იუვეში გადასვლამ დაუკარგოს. ძაძა რეგულარულად ასპარეზობს კონტესთან, ხოლო რა პრესპექტივას შესთავაზებს ბიანკონერი ეს არავინ იცის, რადგან კონკურენცია იქ უფრო დიდი დახვდება ვიდრე ეხლა აქვს…

შექმნილი სიტუაციიდან არის ალტერნატივები. ჯამპაოლო პაცინი მილანიდან და პაბლო ოსვალდო ინტერიდან, რომელიც უკვე ასპარეზობდა ჩვენს კლუბში. მაგრამ მანამდე სებასტიან ჯიოვინკოს საკითხია გადასაწყვეტი. მაროტას როგორც უკვე აქამდე ითქვა დაუყონებლივ სურს მისი გასხვისება, რადგან სხვა ყველაფერთან ერთად განთავისუფლდეს სახელფასო ფონდი. რამდენად დათანხმდება სება 6 თვით ადრე მანამ სანამ ტორონტოში გადაბარგდება მოქმედი კონტრაქტის გაწყვეტას და ანაზღაურებაზე უარის თქმას რთული სათქმელია.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

11 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
9 years ago

აუ რა რთული სიტუაციაა ჯიოვინკოს ნაცვლად ნამდვილად საჭიროა ვინმეს მოყვანა.ჯიოვინკო ან ითამაშებს და ან არა წესივრად შანსი რო მისცეს ალეგრიმ! ჯერ იმიტო რო გადაწყვეტლია მაგის გაშვება ზაფხულში კიდევ იმიტო რო ალეგრის მაგარი ფეხებზე კიდია ეგ ფეხბურთელი და თვითონაც იცის ხოდა რა მუღამით უნდა გამოვიდეს ეს მოედანზე? თუ მოხდა ისე რო ზამთარშივე ვერ გაუშვეს ჩემი აზრით არცერთ დარჩენილ მატში არ ათამაშებს ალეგრი.ვინმე თავდასხმელი თუ ვერ მოიყვანეს დაგვერხა ლიგაზე.ბერადი,ზაზა ერთ ერთი კაი იქნებოდა მე ბერარდი უფრო მომწონს.

lasha naxucrishvili
9 years ago

პაცინი და ოსვალდო ეს ორი სახელი რო წავიკითხე გამოვშტერდი :blin:

გიორგი ბეროშვილი

ბიჭებს გაუმარჯოს დღეში მილიონჯერ შემოვდიოდი ამ საიტზე და აქამდე დარეგისტრირებული არ ვიყავიი ეხლა რაღაც სტატია წავიკითხე იუვეს ქართველ გულშემატკივრებზე და მათ ქველოქმედებებზე რომელიღაც საიტზე და და უბრალოდ მინდოდა დამეწერა რომ ხო ძაან მაგარი გუნდი გვყავს მაგრამ ორმაგად მაგარიი გულშემატკივრები ყავს ჩვენ იუვეს :forza: :forza: :forza: ნუ მეც მათ შორიის :D :D

Gio Darja
9 years ago

პაცინის და ოსვალდოს მოყვანას ბევრად ჯობია ჯიოვინკო დატოვონ და სათამაშო დრო მისცენ, რატო იქცევიან ეგრე უაზროდ არ მესმის უბრალოდ

daviti0
9 years ago

პაცინის და ოსვალდოს ისევ ჯიოვენკო ჯობია და ჯობია იანვრამდე ისევ ატომური ჭიანჭველა დატოვონ ვიდრე ისინი მოიყვანონ. რაც შეეხება ზაზას რთული სათქმელია გადმოვა თუ არა. ზაზას სატრანსფერო ღირებულება ოფიციალურად 11 მილიონი ევროა. 15-18_ად კი უნდა გამოუშვან მაგრამ ზამენის პერსპექტივით არა მგონია წამოვიდეს.

Tornike Iosava
9 years ago

მოდრიჩს უნდაოო რეალიდან წასვლააოო და გაახილოს ტვალიი ბრუციანმაა ძალიან მაგარიაა და სიამოვნებით ვიხილავდი იუვეში თქვენ რა აზრის ხართ ბიჭებო???

arseni
9 years ago

პაცინი როგორც ასეთი იტალიის ბოლო ათწლეულის საუკეთესო ფორვარდია, მაგრამ რად გინდა .. სულ ტრამვები და ტრამვები … ჯენოაში ანტონელია თუ ანტონინი ეგ პაცინი რომ დაჩეხა განზრახ ბარხსელონასთან თამაშის წინ ..??? მაგას უნდა აუკრძალონ ფეხბურთის თამაში

arseni
9 years ago

ჯოვინკოს საკითხი გუნდში ამღვრევს წყალს … ამ ჩერჩეტ მაროტას უნდა იმ კანადელებს კაპიკები გამოართვას და ჯოვინკო 6 თვით ადრე გაისტუმროს …. არადა მას რაელურად შეუძლია გარკვეულ სიტუაციაში გუნდს დაეხმაროს – მაგრამ ასეთი მიდგომა ნებისმიერს განაწყობს გუნდის საწინააღმდეგოდ

Samtrediel90
9 years ago

სად წარმოაჩIნეს თავი ნაყოფიერად მერე? ვერონასთან? :blin:
ლიგაზე ?
ვიდალის გამთამაშებლობა არ გაიშვა არსად და პერეირას კიდე ვაბშე ფეხბურთელობა :lool:

jek17
9 years ago

რა პაცინი და ოსვალდო,რა ეშველება ამათ ხელში იუვენტუსს :loool: :blin:

giorgi nefaridz
9 years ago

:blin: :blin: :blin: :blin:

| Newsphere by AF themes.
11
0
Would love your thoughts, please comment.x