ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Forza Juve !!! Fino Alla Fine !!!

საკმაოდ კარგი სტატია გამოაქვეყნა დღეს ტურინულმა გამომცემლობა ტუტოსპორტმა. ჟურნალისტმა ისაუბრა იმ საიდუმლოზე, რომლის დახმარებითაც იუვე უკვე ზედიზედ ოთხი წელია ლიდერობას არ თმობს იტალიაში.

მისი სიტყვებით ბიანკონერის მთავარი იარაღი არის “ერთიანობა”. გუნდი ერთ მუშტად არის შეკრული და ამას ფუნდამენტი კონტემ ჩაუყარა რის გამოც ბუნებრივია დამსახურებულ აპლოდისმენტებს იმსახურებს. თუმცა, ალეგრიმ კიდევ უფრო სიღრმისეული სამუშაო გასწია და ეს ერთიანობა მეტად განამტკიცა.

გუშინდელ შეხვედრაში როდესაც ვიდალი განაწყენებული გადიოდა ცვლილებაზე მას ოგბონა ამშვიდებდა და ესაუბრებოდა მთელი მატჩის განმავლობაში. ის ოგბონა, რომელიც არ არის ძირითადის ფეხბურთელი, რომელიც არ არის ვეტერანი თუმცა ასეთ შთაბეჭდილებას იგი გუშინ ნამდვილად ტოვებდა ვიდალის გვერდით.

კარგი ჟესტი იყო სათასო შეხვედრაში სიმონე პეპეს მხრიდან, რომელმაც პენალტის დარტყმა მორატას დაუთმო. საკუთარი საქციელი ახსნა როგორც “უფროსი ძმის” სტატუსით და მზრუნველობით უმცროსსზე :” მას ეს ეხლა უფრო მეტად ესაჭიროებოდა “.

მატჩის წინ ლორენტე არიგებდა იგივე მორატას, რომელიც კიევოსთან შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა. იუვეში თითოეული გრძნობს რომ მნიშვნელოვანია და როდესაც ეს მართლაც ასეა, მაშინ გამარჯვება უფრო იოლი და სასიამოვნოა!

 

Fino Alla Fine !!!

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
juventino3969
9 years ago

ე.ი. კონტემ ჯერ ცალობით დაანტვრევინა ბიჭებს ისრები და მერე კონებადო?
:lool: :lool: :lool: :lool: :lool:

vakhtang karchava
9 years ago

სრული ჭეშმარიტებაა! ძალა ერთობაშია! ეს არის და იყო იუვეს მთავარი იარაღი და იქნება ყოველთვის! დიდი მადლობა მთავარ იდეოლოგს ჯოვანი ანეიელის ამისთვის! forza juve!!! :forza: :forza: :forza:

giorgi nefaridz
9 years ago

მაგიტომაც არ მინდა ბალოტელი იუვეში

vakhtang karchava
9 years ago

ბალუ რომას შეეფერება :lool: :lool:

Giampiero Boniperti
9 years ago

:forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x