ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი :”დამსახურებული გამარჯვება იყო”

ალეგრი აღფრთოვანებულია პოგბას ასპარეზობით, რომლის დახმარებითაც ბიანკონერიმ შინ კიევო დაამარცხა 2-0. აქვე მან დასძინა, რომ :”ყველაფერს აქვს საკუთარი ფასი”. 21 წლის ტალანტმა თავად გაიტანა პირველი, ხოლო მეორე პრაქტიკულად მისი მოქმედების შედეგად დაიბადა, რომელიც ბოლოს სტეფან ლიხტშტაინერმა აქცია გოლად.

“ვფიქრობ მან მორიგი ექსტრა არაორდინალური ბურთი გაიტანა და მეორე ეპიზოდისას ექსტრა არაორდინალური გადაცემა გააკეთა. იმისათვის, რომ გამარჯვება მოიპოვო სწორედ ასეთი კალიბრის ფეხბურთელები გესაჭიროება შემადგენლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში კი არ იქნებოდნენ კლუბები, რომლებიც გადაიხდიდნენ მათში 100 მილიონ ევროს. ისევე როგორც ნებისმიერ პროფესიაში ფეხბურთშიც არსებობს ხარისხი და დონე. პოლი არის მოწესრიგებული, ყურადღებიანი და ჭკვიანი ბიჭი. მას სურს იყოს საუკეთესო და ამის დემონსტრირებას ყოველ ვარჯიშზე ახდენს”.

ალეგრის ასევე ჰკითხეს არსებობს თუ არა ეგრეთ წოდებული “შეუფასებელი ფეხბურთელი, რომელიც არაფრის დიდებით არ დატოვებს ან გაყიდის კლუბი?

“სამწუხაროდ ცხოვრებაში ყველაფერს აქვს თავისი ფასი. ნაკლებად ვფიქრობ, რომ ამ პრობლემის გადაჭრა დაუყონებლივ უნდა მოვახდინოთ. რთულია მსოფლიო დონის ფეხბურთელების შეცვლა, მაგრამ წარმოუდგენელი ნამდვილად არ არის. ისევე როგორც ცხოვრება ასევე ფეხბურთიც გრძელდება და პროგრესირებს. პოგბა ჯერ მხოლოდ 21 წლისაა, რომელსაც თავისუფლად შეუძლია კიდევ 10-15 სეზონის მაღალ დონეზე ჩატარება. უფრო მეტიც ის მიღწეულზე არასოდეს ჩერდება და მუდმივად პროგრესირებს”.

“ვიდალის ცვლილება? გამომდინარე იქიდან, რომ უკვე ჰქონდა მიღებული ყვითელი ბარათი და მუდმივ ინტენსიურობაში იმყოფებოდა, თავიდან ავიცილე გაძევების საშიშროება. პირველი ტაიმი? არ იყო მაღალ ტემპში, რადგან მეტოქეს მუდმივ პრესინგში ვყავდით. თუმცა, მეორე ნახევარში პოლის გოლმა ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა. ვერონელებმა მხოლოდ მატჩის მიწურულს შეგვიტიეს და ისიც იმიტომ რომ ჩაგვეძინა. თუმცა, ეს დამსახურებული გამარჯვება იყო”.

წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giorgi nefaridz
9 years ago

ტიტიმ იუვემ რომ მოიგო მსაჯის ბრალიაო, მარცხენა ფეხით გატანილი გოლი არ უნდა ჩათვალოსო :lool: :lool: :lool: :lool: თან უდრებს არა ვართო :lool: :lool: :lool: :lool:

giorgi nefaridz
9 years ago

ტოტიმ

jek17
9 years ago

აბა პოგბა არ გყავდეთო ეგეც უთქვია ტოტის :lool:

jek17
9 years ago

ეხლა ვნახე ფიორენტინა-რომას მომენტები,1-1 იყო ანგარიში და ბოლო წუთები იყო რომ ფიორენტინას ფეხბურთელის დარტყმული რომას ფეხბურთელმა ნამდვილი მეკარესავით აიღო,ეხლა რატო არ ყვირიან რომას ეხმარებიან მსაჯებიო,ტოტი სად გდია და რატო ხმას არ იღებს

giorgi nefaridz
9 years ago
Reply to  jek17

ფიორეს ჰანდიკაპით უნდამოეგო გუშინ იმდენი მომენტი გამაზეს

9 years ago

არ გაუშვა ხელიდან ალეე, ჩვენი კაცია, ლიგა გვინდა ხალხოოოო :forza:

jek17
9 years ago

მიმოხილვა რატო აღარ იდება???

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x