ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “სტურარო უახლოეს დღეებში შემოგვიერთდება”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი იტალიის თასს მნიშვნელოვან ტურნირად მიიმჩნევს და “პარმასთან” შეხვედრაში გუნდს მოტივაციისკენ მოუწოდებს : “ხვალ უკვე 1/4 ფინალის მატჩს ვთამაშობთ, ანუ გვაქვს შანსი, 1/2 ფინალში გავიდეთ.ოც წელზე მეტია ეს ტურნირი “იუვენტუსს” არ მოუგია და პირადად ჩემთვის, თასი ერთ-ერთი მთავარი მიზანია სკუდეტოსთან და ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებასთან ერთად.ადვილ მატჩს არ ველი, “პარმა” ყველაფერს იზამს იმისთვის, რომ პრობლემები შეგვიქმნას, შემდეგ ეტაპზე თამაში მათი მთავარი ამოცანაცაა.რთული იქნება, თუმცა არა შეუძლებელი, მეტოქე უნდა დავაფასოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ.ცუდი შედეგების მიუხედავად, ჯალობლუ ცუდ თამაშს ნამდვილად არ აჩვენებს, არ დაგვავიწყდეს, რომ მათ უკვე “ინტერი” და “ფიორენტინა” დაამარცხეს.”

არ არის გამორიცხული, “პარმას” წინააღმდეგ ალეგრიმ 4-3-3 ტაქტიკით იასპარეზოს : “უპირველეს ყოვლისა, ჩემი ფეხბურთელების მდგომარეობა უნდა შევაფასო, ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას.განაცხადში ყველა ფეხბურთელი მოხვდება, ვინც ჯანმრთელია, კითხვის ნიშნის ქვეშაა ტევესის თამაში, რომელიც ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს.როტაციაზე საუბარი არ მიყვარს, მოედანზე ის 11 მოთამაშე მოხვდება, ვისაც მთავარი ამოცანის შესრულება შეეძლება, ეს ამოცანა კი – გამარჯვებაა.მინდა ვთქვა, რომ ამ მომენტისთვის გუნდი კარგ ფორმაშია.ცვლილებები ? – ეს მატჩის მნიშვნელოვანი ელემენტია, შეცვლიდან შემოსულმა ფეხბურთელმა თამაშის ხარისხი უნდა გააუმჯობესოს, თანაგუნდელებს უნდა ულიდეროს, რადგან იგი შედარებით ენერგიულია.კარს ხვალ მარკო სტორარი დაიცავს, ანდრეა პირლო გამოჯანმრთელდე და იგი ჩემს განკარგულებაშია, პოგბამ ძალიან ბევრი მატჩი სრულად ჩაატარა და ხვალ გადავწყვეტ, ითამაშებს თუ არა სასტარტოში.კომანი ? – ძალიან ახალგაზრდაა, პროგრესს განიცდის და დარწმუნებული ვარ, მალე შედეგიც არ დააყოვნებს.ამ სტილისა და ასაკის ფეხბურთელებს დიდ პატივს ვცემ, სეზონის პირველ ნახევარში მან შანსი მიიღო, ასე იქნება მეორეშიც.მოკლედ, ძირითადი შემადგენლობის საბოლოო ვარიანტს ხვალ იხილავთ.”

რამდენიმე სიტყვით მაქს ალეგრი სებასტიან ჯიოვინკოს “ტორონტოში” ტრანსფერსაც შეეხო : “სება ნამდვილი პროფესიონალია და იგი გუნდთან ერთად ვარჯიშობს, სეზონის ბოლოს იგი დაგვტოვებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლა სათამაშოდ მზად არაა.ჩემპიონთა ლიგა ? – თებერვლამდე ჯერ კიდევ არის დრო და რამდენიმე მნიშვნელოვანი თამაში, თუმცა რა თქმა უნდა, ლიგის 1/8 ფინალისთვის სერიოზულად ვემზადებით, ადვილ გასეირნებას არ ველით.სადღაც მოვისმინე, თითქოს “იუვენტუსს” ყველაზე ადვილი ოპონენტი შეხვდა და ცალი ფეხით შემდეგ ეტაპზეა, არ დაგავიწყდეთ, რომ ბორუსიამ ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა და საუცხოო ფეხბურთიც აჩვენა.მართალია, ბუნდესლიგაში კრიზისში იმყოფებიან, თუმცა ევროპაში დორტმუნდი ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბია.ჩემპიონთა ლიგა ყველაზე რთული ტურნირია, რაც კი არსებობს, აქ ერთ მომენტსაც შეუძლია ყველაფერი თავდაყირა დააყენოს, სერიოზული მომზადება გვმართებს.”

ანტონიო კასანომ “პარმასთან” კონტრაქტი გაწყვიტა და ახლა თავისუფალი აგენტია, ჟურნალისტებმა ალეგრის ამაზეც ჰკითხეს : “კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ სხვა გუნდის მოთამაშეებზე საუბარი ჩემი საქმე არ არის, თუმცა, ანტონიო ახლა უგუნდოდაა.მილანში მუშაობისას მოვიხიბლე მისი ტექნიკური არსენალით, საჩემპიონო ბრძოლაში იგი ნებისმიერ გუნდს დაამშვენებდა, თუმცა, ჩემს განკარგულებაში ხუთი ფორვარდია.რაც შეეხება სტეფანო სტურაროს, იგი უახლოეს პერიოდში შემოგვიერთდება.სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა და “იუვენტუსი” საჭირო სვლებს კიდევ გააკეთებს.ბარძალი ნელ-ნელა აღიდგენს ფორმას, ანდრეა გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.მიმდინარე სეზონში იგი მოედანზე საერთოდ არ გამოსულა, ახლა განაცხადში ხვდება, ფაქტობრივად, ჩვენ ახალი ფეხბურთელი დავიმატეთ.”

წყარო : Football Italia

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
9 years ago

სტურაროს დამატების ლოგიკას ვერ მივხვდი მაინც და მაინც :blin:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x