ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რომულო “ვერონაში” დაბრუნებას არ აპირებს

ტურინის “იუვენტუსის” განაპირა ნახევარმცველი, რომულო სოუზა ორესტეს კალდეირა “ელას ვერონაში” დაბრუნებას არ აპირებს.ჯანლუკა დი მარციოს ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ვერონულ კლუბს 27 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სურდა, თუმცა თავად მოთამაშისგან მტკიცე უარი მიიღო.რომულოს ამჟამად ტრავმა აქვს და მიმდინარე სეზონში მოედანზე მხოლოდ ორჯერ გამოჩნდა, თუმცა “იუვენტუსი” მისი გამოსყიდვის უფლებას სეზონის ბოლოს 6 მილიონ ევროდ იტოვებს, ასე რომ ბრაზილიელს სურს, ჯერ კიდევ სარგებელი მოუტანოს ბებერ ქალბატონს და ხელმძღვანელობას დაუმტკიცოს, რომ გრანდში თამაშის ღირსია.

წყარო : Football Italia

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
9 years ago

ვერ გაქაჩავს, ფულის გულისთვის დარჩა აბა როდის ეს ტრავმას მოიშუშებ და ადაპტაციას გაივლის :lool: ტყუილად დარჩა გუნდში

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x