ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” რუგანის 4 მილიონ ევროდ გამოისყიდის

ლონდონის “არსენალის” დანიელე რუგანისადმი ინტერესის გახმაურებისთანავე ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობამ ფეხბურთელის უფლებათა პაკეტის გამოსყიდვა გადაწყვიტა.ახალგაზრდა მცველი მიმდინარე სეზონში “ემპოლის” შემადგენლოში საკმაოდ დამაჯერებლად გამოდის, შესაბამისად არსენ ვენგერის მისდამი სიმპატიები გასაკვირი ნამდვილად არაა.ტურინელენი ტასკანელებს რუგანის უფლებების მეორე ნახევრის სანაცვლოდ 4 მილიონ ევროს გადაუხდიან, 20 წლის უკანახაზელი კი “ემპოლიში” არენდის წესით სეზონის ბოლომდე დარჩება.სკაი სპორტის მტკიცებით, ჯუზეპე მაროტა დანიელეს თამაშს დიდი ყურადღებით დააკვირდება და დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს მას ტურინში დააბრუნებს.საბოლოო ჯამში, ახლა რუგანი მთლიანად “იუვენტუსის” განკარგულებაშია და ნებისმიერ კლუბს, რომელიც ფეხბურთელით დაინტერესდება, ბებერ ქალბატონთან მოუწევს მოლაპარაკებების წამოწყება.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x