ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“პარმა” – “იუვენტუსი” ( წინასამატჩო )

დღეს, თბილისის დროით 23:45 სთ – ზე იტალიის თასის 1/4 ფინალში ტურინის “იუვენტუსი” გასვლაზე “პარმას” დაუპირისპირდება.ბიანკონერები მაქსიმალური ძალების დაზოგვით შემდეგ ეტაპზე გასვლას აპირებენ, ჯალობლუს კი ისღა დარჩენია, სენსაცია გამოაცხოს და ფავორიტი დაამარცხოს.ორივე გუნდი გათამაშებაში 1/8 ფინალიდან ჩაერთნენ, ტურინელებმა “ვერონა” გაანადგურეს 6-1, რობერტო დონადონის შეგირდებმა 2-1 აჯობეს “კალიარის”, თავი გაბრიელ პალეტამ და ანდრეა რისპოლიმ გამოიჩინეს.ყურადღების გამახვილება იტალიის ჩემპიონატზე არც ღირს, მაქს ალეგრის გუნდი ლიდერია, “პარმა” აუთსაიდერი, თუმცა იტალიის თასი სხვა ტურნირია, აქ განწყობაც სხვაა, მომზადებაც და ძირითად შემთხვევაში, შემადგენლობაც.

ბოლო ოთხი თამაშია, კალჩოს მოქმედი ჩემპიონები დამაჯერებლად იგებენ, ბურთების შეფარდება 15:2, ყოველ მატჩში გააქვს პოლ პოგბას, ფრანგის გარეშე ახლა ბებერი ქალბატონის წარმოდგენა რთულია.დღევანდელ მასპინძლებს უჭირთ, ანტონიო კასანომ გუნდთან კონტრაქტი გაწყვიტა, ბოლო ტურში ისინი “ჩეზენასთან” დამარცხდნენ, საკუთარ მოედანზე.ამ გუნდებმა ბოლოს იტალიის თასზე ერთმანეთში 2007 წელს ითამაშეს, მაშინ ძლიერები შავ-თეთრები აღმოჩნდნენ და მეტოქეს 3-1 აჯობეს.აღსანიშნავია, რომ ისედაც ძლიერ “იუვეს” გაციების შემდეგ ანდრეა პირლო დაუბრუნდა, კარლოს ტევესი მატჩს მცირე ტრავმის გამო დააკლდება.და ბოლოს, დღეს 37 წელი ტურინელთა გუნდის ლიდერს, ჯიჯი ბუფონს შეუსრულდა, ყოფილ გუნდთან გამარჯვება მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კიპერისთვის ალბათ საუკეთესო საჩუქარი იქნება.

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x