ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორები და სიახლეები

იანვრის სატრანსფერო ფანჯარა დასასრულს უახლოვდება, ტურინის “იუვენტუსი” კი ცდილობს, საჭირო სვლები განახორციელოს.უპირველესი სიახლე ისაა, რომ სიმონე ძაძა “სასოულოში” სეზონის ბოლომდე დარჩება, გუნდებმა გადაწყვეტილება რამდენიმე დღიანი მოლაპარაკებების შემდეგ მიიღეს და დიდი ალბათობით, 23 წლის ფორვარდი ბიანკონერებს ზაფხულში შეუერთდება.სებასტიან ჯიოვინკომ კი, შესაძლოა იტალია იანვარშივე დატოვოს, კანადური “ტორონტო” 27 წლის შემტევის დამატების წინააღმდეგი სულაც არაა, MLS ატომურ ჭიანჭველას მოუთმენლად ელის, გადასაწყვეტია მხოლოდ ერთი საკითხი, კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში რამდენს მიიღებს თავად ფეხბურთელი, თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, “იუვენტუსს” მეხუთე ფორვარდი დატოვებს და მის სანაცვლოდ ტურინელები ოსვალდო/პაცინიდან ერთ-ერთს დაიმატებენ.უფრო რეალური კანდიდატი, ბუნებრივია, ოსვალდოა, იტალო-არგენტინელ ფეხბურთელს ნერიაძურის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი აქვს და შემოთავაზების შემთხვევაში, დაუფიქრებლად მიაშურებს ბებერ ქალბატონს.

ლუკა მარონეს გენუური კლუბები ეპატიჟებიან.”სამპდორიას” ინტერესის შესახებ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით უკვე შეიტყობდით, თითქოს პრეზიდენტ ფერეროსა და ჯუზეპე მაროტას შორის შეთანხმება უკვე მიღწეულ იყო, თუმცა დღეს საქმეში “ჯენოაც” ჩაერთო და არაა გასაკვირი, დაჯაბნოს კიდეც თანაქალაქელი.რუსობლუ ბიანკონერებს სტეფანო სტურაროს უბრუნებს და მისი დანაკლისის შევსებას ენრიკო პრეციოზი სწორედ მარონეთი აპირებს.აქვე გეტყვით, რომ 23 წლის ნახევარმცველი მიმდინარე სეზონში მოედანზე საერთოდ არ გამოჩენილა და გუნდიდან წასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

იტალიის ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი წევრით, დანიელე რუგანით ლონდონის “არსენალი” დაინტერესდა, თუმცა ბიანკონერები მის ხელიდან გაშვებას არ აპირებენ.საქმე იმაშია, რომ ჯუზეპე მაროტამ “ემპოლის” ხელმძღვანელობას 4 მილიონი ევრო შესთავაზა რუგანის უფლებათა პაკეტის მეორე 50 პროცენტის სანაცვლოდ, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, 20 წლის მცველი მთლიანად ტურინელთა საკუთრება გახდება, სეზონის ბოლომდე აძურებში არენდის წესით დარჩება და მხოლოდ ამის შემდეგ მიაშურებს ბებერ ქალბატონს.

და ბოლოს, გაზეტა დელო სპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტურინის “იუვენტუსი” “ფლუმინენსეს” ნახევარმცველს, გერსონს შეუთანხმდა პირადი კონტრაქტის დეტალებზე.1997 წელს დაბადებული ტალანტის უფლებათა პაკეტის 60 პროცენტს კლუბი ფლობს, 40 პროცენტს კი ინვესტორები, ბიანკონერები მზად არიან, ფეხბურთელის სანაცვლოდ 11 მილიონი ევრო გადაიხადონ და მოთამაშე იტალიაში სეზონის ბოლოს გადმოიბირონ.ჯანლუკა დი მარციოს მტკიცებით, გერსონის მამა ამ კვირაში აპენინებს ეწვევა და ბებერი ქალბატონის ხელმძღვანელებს შეხვდება, ტრანსფერის მოსაგვარებლად.ფეხბურთელის მიმართ ინტერესს მანჩესტერ “სიტი” და მილანის “ინტერიც” იწვევენ.

წყარო : Tuttojuve

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
9 years ago

რა ოსვალდო და პაცინი ტო განსაკუთრებით კიდე ოსვალდო ხო არ გამოისყიდეს ესეიგი ჩათვალეს რო იუვეს არ შეეფერება ეხლა კიდე ერთ ერთ კანდიდატი ოსვალდოა :blin: ლიჟბი ვინმე მოიყვანონ და არ აქ მნიშვნელობა ვინ იქნება თუ როგორაა საქმე ჯობია არავინ იყიდონ.
დღეს პარმას კარგად გამოვტენით ავტობუსი თუ დააყენეს კარში მხოლოდ ეგ უშველით.უკვე რამდენი ხანია იტალიის თასის მოგებაზე ვოცნებობ იუვე ნაპოლი ფინალი რო დავთმეთ ეგ ჯერ კიდევ მახსოვს ეგ როგორ იკადრეს.

9 years ago

ჯიჯის ვულოცავ სულით და გულით, მაგრამ “რა” პაცინი “რი” ოსვალდო? მაროტაააა…. “ვერ გევიგე”…????

vakhtang karchava
9 years ago
Reply to 

სათნოების სახლი აქვს მაგას აქ გახსნილი პარალელურად))

vakhtang karchava
9 years ago

ჯიჯის ვულოცავ 37-ის გახდა დღეს :love: :forza: :forza: :forza:

gela kulikovi
9 years ago

fuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuu

ცოტნე სამსონაშვილი

არაა საჭირო არც ოსვალდო, არც პაცინი, ნუ ამ ორის არჩევანის შემთხვევაში 6 თვიანი იჯარით აუცილებლად პაცინის ავიყვანდი, მაგრამ მოიყვანონ ეს კასანო და ცოტა ფული დაამატონ საზაფხულოდ ძაძას ტრასნფერს. მოსაყვანი სტურარო მალე მოვა და იგივეს ვამბობ ძაძაზეც, ეგ ორი ბიჭი გვჭირდება, ბერარდი წინა სეზონის მიუხედავად სასუოლოში უნდა იყოს ჯერ. მარონეს თუ იჯარით გაუშვებენ კარგია, მაგრამ არ უნდა გაიყიდოს, კარგი ბიჭია. იიჯარით უნდა გაუშვან მატიელოც კიევოში. დე ჩელიე დააბრუნონ, პარმაში კარგად თამაშობდა, თან საკმაოდ კარგად თამაშობდა პარმაშიც და ჯენოაშიც, თან პეპეც გამოკეთდა და საბოლოოდ გაუშვეებენ ამ პადოინს, ისლაც დაბრუნებას იმსახურებს, მსოფლიო მაგრად ჩაატარა დად როცა უნდა ეთამაშა მაშინ გაუშვეს უნამუსოდ. ზაფხულში ლეალი,… Read more »

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x