ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “ყველა მატჩს სამბურთიანი სხვაობით ვერ მოვიგებთ”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ “პარმასთან” მოგებული შეხვედრა რაი სპორტის ჟურნალისტებთან ინტერვიუში შეაფასა : “შეუძლებელია, ყველა მატჩი სამბურთიანი უპირატესობით მოიგო, მით უმეტეს მაშინ, როცა მეტოქე განსაკუთრებით მოტივირებულია და დაცვაში ყურადღებით თამაშობს.ვიცოდით, რომ საკუთარ მოედანზე “პარმა” არაფერს დაგვითმობდა, თუმცა მორატამ ლორენტეს ასისტის შემდეგ შანსი გამოიყენა და მატჩი მოიგო.ფერნანდოს გვერდით მოძრავი ფორვარდი სჭირდება, ალვაროს კი ეს თვისებები ნამდვილად აქვს.იყო წინააღმდეგობები, არც მინდორი იყო იდეალურ მდგომარეობაში, მეორესმხრივ, დონადონის გუნდი საკმაოდ აგრესიულად გამოიყურებოდა, თუმცა არის მატჩები, რომლებშიც შედეგი თამაშის ხარისხზე მნიშვნელოვანია.მოხარული ვარ, რომ შემდეგი ეტაპის საგზური მოვიპოვეთ.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x