ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სტორარი : “იტალიის თასის მოგება გვსურს”

ტურინის “იუვენტუსის” მეკარემ, მარკო სტორარიმ რაი სპორტთან საუბარში “პარმას” ფეხბურთელებისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა და აქვე დასძინა, რომ ბიანკონერები კოპა იტალიას მოსაგებად ყველაფერს გააკეთებენ : “ფიზიკურად ჩვენი გუნდი კარგ ფორმაშია, თუმცა მოწინააღმდეგის მხრიდან გარკვეულ სირთულეებს მაინც გადავაწყდით.მატჩი ნელ ტემპში მიმდინარეობდა, მთავარი პრობლემა სწორედ ეს იყო, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში შანსი გამოვიყენეთ და შემდეგ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოვიპოვეთ.ვაფასებ “პარმას მონდომებას, მთელი 90 წუთის მანძილზე ერთი წამითაც არ მოდუნებულან, მონდომება ფეხბურთში ძალიან ბევრს ნიშნავს.როტაცია ? – სათადარიგოთა სკამზე ის ფეხბურთელები სხედან, რომლებსაც საჭირო მომენტში გუნდისთვის დახმარების გაწევა შეუძლიათ, ვარჯიშებზე მთელი კოლექტივი იკრიბება და თითოეულმა მოთამაშემ იცის, რა არის მწვრთნელის დავალება.იტალიის თასი ბოლოს “იუვენტუსმა” დიდი ხნის წინ მოიგო, ჩვენ გვსურს, კოპა მეათედ მოვიპოვოთ.”

არო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x