მარონემ “სამპდორიას” “კორდობა” ამჯობინა
ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალური ნახევარმცველი, ლუკა მარონე კარიერას ესპანურ “კორდობაში” განაგრძობს.დღეს მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიანკონერებს 24 წლის ფეხბურთელის თაობაზე “სამპდორიასთან” მოლაპარაკებები თითქმის დასრულებული ჰქონდათ, თუმცა საქმეში ესპანური მხარის ჩართვის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და მოთამაშის სურვილიდან გამომდინარე, ტრანსფერიც “კორდობას” სასარგებლოდ გადაწყდა.სკაი სპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “სასოულოს” ყოფილი შუახაზელი პირენეის ხვალ ეწვევა და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კონტრაქტს მოაწერს ხელს.