ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მორატა : “რთული მატჩი გამოდგა”

ალვარო მორატას მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით ტურინის “იუვენტუსი” იტალიის თასის 1/2 ფინალში გავიდა.მატჩის შემდეგ რაი სპორტთან თავად ესპანელმა ფეხბურთელმა ისაუბრა და “პარმა” შეაქო : “რთული მატჩი გამოდგა, მასპინძლები დაცვაში დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ, თუმცა ვთვლი, რომ გამარჯვება დავიმსახურეთ.რობერტო დონადონის გუნდზე სუსტი ნამდვილად არ ითქმის, თუ ისინი სეზონის დარჩენილ ნაწილს ასეთ დონეზე ჩაატარებენ, მათთვის უკეთესი იქნება.ფლანგზე თამაში ? – ტაქტიკური როტაციები მისაღებია, ჩვენ დიდი გუნდი ვართ და საჭიროების შემთხვევაში, სხვა პოზიციის ათვისებაც უნდა შეგეძლოს.100 პროცენტით ვიხარჯებით და გვსურს, ყველა მატჩში გამარჯვებას მივაღწიოთ, ეს ხომ ჩვენი ტიფოზების სურვილია.რომა თუ ფიორენტინა 1/2 ფინალში ? – ჩვენ ყველაფრის მოგება გვსურს, არ აქვს მნიშვნელობა ერთ კონკრეტულ მატჩში ვინ იქნება მოწინააღმდეგე.”

წყარო : Football Italia

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.