ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსში” ჯიოვინკოს ოსვალდო ჩაანაცვლებს

პაოლო დე ჩელიეს დაბრუნების შემდეგ შესაძლოა ტურინში პაბლო დანიელ ოსვალდოც დაბრუნდეს.ჯანლუკა დი მარციოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები სებასტიან ჯიოვინკოს იანვარშივე “ტორონტოში” გადაბარგების თაობაზე მიმდინარეობს და შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ატომურ ჭიანჭველას ბებერ ქალბატონში სწორედ ოსვალდო ჩაანაცვლებს.29 წლის ფორვარდს ბოლო პერიოდში ნერიაძურის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა უკიდურესად დაეძაბა, პირადი კონტრაქტის დეტალები ჯუზეპე მაროტასთან შეთანხმებულია, საჭიროების შემთხვევაში დარჩენილი იქნება მხოლოდ მოლაპარაკებები “ინტერის” სპორტულ დირექტორთან.”საუთჰემპტონის” ყოფილ ფორვარდთან ხელშეკრულების გაგრძელებას არც თავად მილანელები აპირებენ და მის შემცვლელად “პარმას” ექს-შემტევს, ანტონიო კასანოს მოიაზრებენ.აქვე გეტყვით, რომ ტუტომერკატოს ცნობით დღეს ოსვალდო ტურინში შენიშნეს, შესაძლოა ბიანკონერებთან მოლაპარაკებების გასამართად.

წყარო : Tuttojuve

 

9 thoughts on ““იუვენტუსში” ჯიოვინკოს ოსვალდო ჩაანაცვლებს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.