ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსში” ჯიოვინკოს ოსვალდო ჩაანაცვლებს

პაოლო დე ჩელიეს დაბრუნების შემდეგ შესაძლოა ტურინში პაბლო დანიელ ოსვალდოც დაბრუნდეს.ჯანლუკა დი მარციოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები სებასტიან ჯიოვინკოს იანვარშივე “ტორონტოში” გადაბარგების თაობაზე მიმდინარეობს და შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ატომურ ჭიანჭველას ბებერ ქალბატონში სწორედ ოსვალდო ჩაანაცვლებს.29 წლის ფორვარდს ბოლო პერიოდში ნერიაძურის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა უკიდურესად დაეძაბა, პირადი კონტრაქტის დეტალები ჯუზეპე მაროტასთან შეთანხმებულია, საჭიროების შემთხვევაში დარჩენილი იქნება მხოლოდ მოლაპარაკებები “ინტერის” სპორტულ დირექტორთან.”საუთჰემპტონის” ყოფილ ფორვარდთან ხელშეკრულების გაგრძელებას არც თავად მილანელები აპირებენ და მის შემცვლელად “პარმას” ექს-შემტევს, ანტონიო კასანოს მოიაზრებენ.აქვე გეტყვით, რომ ტუტომერკატოს ცნობით დღეს ოსვალდო ტურინში შენიშნეს, შესაძლოა ბიანკონერებთან მოლაპარაკებების გასამართად.

წყარო : Tuttojuve

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ალეკო კოკაია

https://www.youtube.com/watch?x-yt-ts=1422579428&v=mdjgXTiTACE&x-yt-cl=85114404#t=61
ადმინ ძმურად არ წაშალო. :forza: :forza: :forza:

snuff-juve
9 years ago

სკუდეტო მოიგო წავიდა ეხლა კიდე მოიგებს წავა :lool: :lool:

giorgi nefaridz
9 years ago

ზაზაზე დაიწერა იტალიურ პრესაში რაღაც იმედია დაითრევ იუვე :forza: :forza:

arseni
9 years ago

ჯეკი ბეღურაღა აკლდა იუვეს

jek17
9 years ago

და ჯოვინკო არ ჯობია ოსვალდოს?თუ მე ვერ გავიგე რაღაც..

dato_juventino
9 years ago

აბა ვის ელოდებით მაროტასგან მშვენიერია ოსვალდო სებას ჩანცვლებს

lasha naxucrishvili
9 years ago

:down:

Tornike Iosava
9 years ago

წინა წელს ჰო აგვაყვავა და ეხლა ხო ვაფშე რა

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x