ნეტომ კარიერის “იუვენტუსში” გაგრძელება გადაწყვიტა
ფლორენციის “ფიორენტინას” მეკარე, ნორბერტო მურარა ნეტო კარიერას ტურინის “იუვენტუსში” გააგრძელებს.25 წლის ბრაზილიელმა იებს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა და სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება, შეუერთდება იმ კლუბს, რომელიც საუკეთესო პირობებს შესთავაზებს.ნეტოს მიმართ სერიოზულ ინტერესს ინგლისის “ლივერპული” იჩენდა, თუმცა როგორც სჩანს, თავად ფეხბურთელმა აპენინებზე დარჩენა და ბიანკონერებში თამაში ამჯობინა.ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, მასიმილიანო ალეგრის გუნდს ნეტო ზაფხულში შეუერთდება და კლუბთან ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.ბებერ ქალბატონსა და “ფიორენტინას” შორის არსებული დაძაბული ვითარების გათვალისწინებით, ფეხბურთელის ტურინში ტრანსფერი იების ფანებისთვის მიუღებელი უნდა იყოს, თუმცა, იების ხელმძღვანელები ამ შემთხვევაში ვერაფერს წყვეტენ.
თუ თავისუფალი აგენტია გადმოვიდეს,რა მოგივიდათ,ლეალს თუ ვერ აჯობა გაყიდიან და ფულია
ბუფონი ისეთ დონეზე თამაშობს 2-3 წელი კიდევ ითამაშებს ძირითადში და ლეალის და პერინის 2 წელი სკამზე დასმა არასწორია, კაია მოვიდეს ნეტო ბუფონი როცა დაისვენებს ჩაანაცვლებს ხოლმე…მაგრამ სტორაროც კარგ ხოდზეა და მენანება გაუშვებენ მაგას მაშინ უეჭველი
To2nik3
აზრი ის რო სტორარის წასვლის შემთხვევაში სათადარიგოთა სკამზე ისეთი მეკარე გვეყოლება ვისაც ნამდვილად ენდობი, არ დაგაღალატებს )) პერინი სკამზე არ დაგიჯდება, ტიპს რამდენი გრანდი ეპატიჟება და ბუფონს რო ვარჯიშებზე უყუროს იმიტო გადმოვა, შანსი ნულია, თან მაგაში სერიოზულ ფულს მოითხოვს ჯენოა, ლეალი ძირითადში ვერ დადგება სანამ ბუფონია და მაგის სკამზე დაჯდომა ძალიან დიდი შეცდომა იქნება, სეზონში ოთხი თამაშისთვის 21 წლის მეკარე ცოდვაა, ახალგაზრდულშიც შეიძლება არ დაუძახონ მერე ისედაც ბარდი ჰყავს სერიოზული კონკურენტი..
ყველაფერს უარყოფითი მხრიდან რატომ უყურებთ, 21 წლის ლეალის სკამზე დასმა ეხლა იქნება ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება რაც შეიძლება იუვეს ბოსებმა მიიღონ, მაგას ჯერ თამაში და გამოცდილების მიღება სჭირდება, ნუ გჯერათ ამ ბავშვური “ვარჯიშებზე ბუფონისგან ისწავლის”, მეკარისთვის ყველაზე მთავარი სათამაშო პრაქტიკა და გამოცდილების დაგროვებაა, ნიჭიერი არის მაგრამ ერთი თამაში გექნებათ ლეალის ალბათ ნანახი ამ სეზონში კი ასე ჰაერზე მომავალი ბუფონია თქმაც არ იქნება სწორი )) რაც შეეხება პერინს, მისთვის ძალიან ბევრი გრანდი იბრძვის და დიდი ფულის გადახდა მოუწევს იუვეს თუ მაგის დამატებას მოინდომებს..მშვენიერი დონის მეკარეა ნეტო, მით უმეტეს სათადარიგოთა სკამზე, არსად არ წერია ბუფონის შემცვლელად მოიაზრებენო, რაღაცა დადებითად შეაფასეთ
მაშინ რა უნდა იუვეში თუ სკამი უნდა ხეხოს?? აზრი მითხარიი… არ ჯობია სხვა გუნდში წავიდეს?? და მე პირადად პერინი მაგრად მომწონს და ბუფონის შემცვლელადაც მოვიაზრებ ძალიან მაგარი მეკარეა და სიამოვნებით გადმოვიყვანდი იუვეში და ნელ-ნელა ჯიჯისაც ჩავანაცვლებდი მაგით და დაწმუნებული ვარ საოცარი მეკარე გახდება
ნეტო ხო დონეა ეხლა პერინიზე და ლეალიზე მაგარია ვაი ამათ პატრონს უბედურს
ქინძი უფროსობა რო გეყოლება რა უნდა ელაპარაკო ამათ
ამის მოყვანას არ ჯობია რომ პერინი ან ლეალი დააბრუნონ და მეორე მეკარედ დასვან სხვა თუ არაფერი გამოცდილებას მაინც დააგროვებენ და ჯიჯისგან ძალიან ბევრს ისწავლიან.