ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “ვიდალთან არანაირი კონფლიქტი არ გვაქვს”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი “რომასთან” შვიდქულიან ჰანდიკაპს უმნიშვნელოდ მიიჩნევს საკუთარ შეგირდებს “უდინეზეს” წინააღმდეგ ყურადღებისკენ მოუწოდებს : “უდინეში სამი ქულის მოპოვება ყოველთვის ძალიან რთულია, ემპოლის წინააღმდეგ სტრამაჩონის შეგირდებმა შესანიშნავად ითამაშეს, ანტონიო დი ნატალე კი ნებისმიერი გუნდისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.ფეხბურთი განსაკუთრებით საინტერესო სპორტია და ზოგჯერ, სუსტებიც ახერხებენ ძლიერების ძლევას.”რომასთან” ჰანდიკაპი არაფერს ნიშნავს, ჩვენ საუკეთესო ფორმაში უნდა შევიდეთ გამარჯვებები გავაგრძელოთ, სხვა არ გვაინტერესებს.ორი მატჩი ფრედაც რომ ვითამაშოთ, სხვაობა ოთხ ქულამდე დაიწევს, შეცდომების დაშვების უფლება კი არ გვაქვს, მოწინააღმდეგე ამას არ გვაპატიებს.თამაშის ხარისხი ? – ზოგჯერ ეს მეორე პლანზე გადადის, გუნდს შეიძლება თამაში არ წაუვიდეს, ცოტა მომენტი შექმნას, მაგრამ მაინც გაიმარჯვოს.უმთავრეს ამოცანად სკუდეტოს მოგებას ვისახავთ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ უმაღლესი დონის ფეხბურთს ვერ ვაჩვენებთ.”

მაქს ალეგრის ჟურნალისტებმა 4-3-3 ტაქტიკასა და არტურო ვიდალთან კონფლიქტზეც დაუსვეს შეკითხვა : “ტუტოსპორტის პირველ გვერდს რომ გადავხედე, ძალიან გამიკვირდა, თუ ფეხბურთელს მოედნიდან გასვლა არ სიამოვნებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მწვრთნელთან კონფლიქტი აქვს.ეს ფეხბურთის ნაწილია და ცრუ ინფორმაციის გავრცელება ნამდვილად უადგილოა.არტუროს რთული სეზონი აქვს, უმძიმესი ტრავმა, ოპერაცია, შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატი, 100 პროცენტით მზად ჯერ არაა, თუმცა კონდიციებს აღიდგენს და სულ მალე იმ ვიდალს იხილავთ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შუახაზელია.”პარმასთან” მას მცირე ტრავმა აღმოვუჩინეთ, ხვალ დაისვენებს და “მილანთან” მზად იქნება, გუნდს დაუბრუნდა პაოლო დე ჩელიე, კვადვო ასამოას არყოფნაში მისი ტრანსფერი საჭირო გახლდათ.ჯიოვინკო ? – თუ სება დაგვტოვებს, ახალ ფორვარდს დავიმატებთ.”

წყარო : football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
9 years ago

ხო ვიდალს ეგ მინუსი მართლაც აქვს და კიდევ ყვითელს რო მიიღებს მაგარი ნერვებზე იშლება ხანდახან ისე რო გეგონება თამაშის მუღამი დაეკარგაო არ ვიცი სხვანაირად როგორ ვთქვა.ისე ძაან მაგარი ფეხბურთელია.

Di Francesco # 1
9 years ago

მოედნიდან გასვლა არცერთ ფეხბურთელს არ სიამოვნებს მარა არ შეიძლება ამის ასე გამომჟღავნები, პარმასთანაც და კიევოსთანაც ვიდალს სახეზე ეწერა რო არ ეთანხმებოდა ალეგრის გადაწყვეტილებას, პირლოც შეუცვლია ალეგრის მარა მასე არ გამოსულა მოედნიდან
ვიდალს მე კარგ ფეხბურთელად ვთვლი მარა ზოგადად იმ სტილის ფეხბურელები არ მოწონს რომლებიც მის თავს კლუბზე მაღლა აყენებენ, სტორარის უყურონ და ისწავლონ, კაცი წელიწადში ერთხელ თამაშობს და ყველაზე მეტად მაგას უხარია მემგონი იუვეს წარმატება

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x