ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტევესი : “მზად ვარ იუვესთვის ყველაფერი გავიღო”

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი, კარლოს ტევესი 2016 წლამდე ბიანკონერებიდან აბარგებას არ აპირებს და პირობას დებს, რომ შავ-თეთრი მაისურით ყველა შეხვედრაში ბოლომდე დაიხარჯება : “ათი ნომერი ყოველთვის ალესანდრო დელ პიეროს სახელთან ასოცირდება, მე მზად ვარ, სიკვდილის ფასადაც დავიცვა ამ მაისურის ღირსება.უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ, დელ პიერო ბებერი ქალბატონის უდიდესი ლეგენდაა.როცა “იუვეს” ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის დეტალები შევათანხმე, გადავწყვიტე, რომ ეს ყოფილიყო ჩემი ბოლო კონტრაქტი ბოკაში დაბრუნებამდე, თუმცა, მომავალი წლის ზაფხულამდე დიდი დროა და მსურს აქ ყველაფერი მოვიგო.ჩემპიონთა ლიგა ნებისმიერი მოთამაშის ოცნებაა, ევროპაში ხუთ გრანდში შევდივართ და გვჯერა, წინ წასვლა შეგვიძლია.რაც შეეხება პოლ პოგბას, საოცარი თვისებები აქვს და ნამდვილი ვარსკვლავი შეუძლია გახდეს.სკუდეტოსთვის ბრძოლა უკანასკნელ ტურამდე გაგრძელდება, დათმობას არც ჩვენ ვაპირებთ და არც ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე, რომაელებს ვგულისხმობ”.

ანტონიო კონტეს მოულოდნელად გუნდიდან წასვლის შემდეგ მასიმილიანო ალეგრიმ გუნდს ალღო შესანიშნავად აუღო : “კონტეს წასვლამ ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, ფეხბურთელები ამას ნამდვილად არ ელოდნენ, თუმცა, როგორც ნამდვილ ჩემპიონებს შეესაბამება, ძალები მოვიკრიბეთ და სრული ყურადღება ყოველდღიურ ვარჯიშებზე გადავიტანეთ.ალეგრიმ ტაქტიკა შეცვალა, მაგრამ გუნდის სული იგივეა, ამ სქემაში მოედანზე უფრო მეტ სითავისუფლეს ვგრძნობ.ოსვალდოს შესაძლო დაბრუნება ? – დიახ, პრესას გავეცანი და ამ ამბავმა ძალიან გამახარა, პაბლო ჩემი მეგობარია.მოედანზე საოცრად მონდომებულია და ხშირ შემთხვევაში ნერვებს ვერ თოკავს, საკუთარი თავის კონტროლი უნდა ისწავლოს.”

წყარო : football italia

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
arseni
9 years ago

ჩელსიმ კუადრადო ცცც გაიფორმაა

giorgi nefaridz
9 years ago

:forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x