ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორები და სიახლეები

“უდინეზესთან” მატჩში განაცხადს მიღმა დარჩენის შემდეგ სებასტიან ჯიოვინკოს ზამთარშივე “ტორონტოში” ტრანსფერმა უფრო რეალური სახე მიიღო.მოლაპარაკებებს ტურინული და კანადური მხარეები აწარმოებენ და შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ატომური ჭიანჭველა MLS – ში გადაბარგდება.რაც შეეხება მის შემცვლელს, უპირველესი კანდიდატი პაბლო დანიელ ოსვალდოა.29 წლის ფორვარდი ნერიაძურისთან ყველანაირ კავშირს წყვეტს და “საუთჰემპტონში” ბრუნდება, ჯუზეპე მაროტა კი მის არენდით აყვანას სწორედ “წმინდანებიდან” აპირებს, გამოსყიდვის შესაძლო პერსპექტივით.თავად ოსვალდოსა და ბიანკონერებს შორის პირადი კონტრაქტის დეტალები შეთანხმებულია, იტალო – არგენტინელს ბებერ ქალბატონში თამაში სურს, ჯერი ჯერ “ინტერზე”, შემდეგ “საუთჰემპტონის” ხელმძღვანელობაზეა.ოსვალდოს ალტერნატივად ჯანლუკა დი მარციო “იუვენტუსის” კიდევ ერთ ყოფილ, ამჟამად კი “ჯენოას” წინახაზელს, ალესანდრო მატრის ასახელებს.აქვე გეტყვით, რომ გენუელების ცენტრალური ნახევარმცველი, სტეფანო სტურარო ტურინს ხვალ დილით ეწვევა.

წყარო : tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x