ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორები და სიახლეები

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 24 საათზე მეტი რჩება, ტურინის “იუვენტუსს” კი რამდენიმე სვლა ჯერ კიდევ გასახორციელებელი აქვს.უპირველეს ყოვლისა, სებასტიან ჯიოვინკოს გუნდიდან წასვლა უნდა აღინიშნოს, რომელიც დიდი ალბათობით, შორეულ კანადას მიაშურებს.კონტრაქტი MLS – ის ბინადარ “ტორონტოსთან” უკვე გაფორმებულია, თუმცა რამდენიმე კვირის წინ გაფორმებული ხელშეკრულება ძალაში სეზონის ბოლოდან შედის, ახლა დამატებითი მოლაპარაკებები ატომური ჭიანჭველას კანადაში იანვარშივე გადაბარგების შესახებ მიმდინარეობს.მასიმილიანო ალეგრის განცხადებით, 27 წლის ფორვარდი გუნდს დატოვებს, მის შემცვლელს კი ბებერი ქალბატონი აუცილებლად დაიმატებს.სამი ვარიანტია : სიმონე ძაძა, პაბლო დანიელ ოსვალდო და ალესანდრო მატრი, ამათგან მაროტა/პარატიჩის რჩეული ტურინს ხვალ მიაშურებს, თუმცა ძაძას ტრანსფერის შანსი თითქმის ნულს უტოლდება.

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და “სასოულოს” ფორვარდმა ნეროვერდისთან კონტრაქტი რამდენიმე დღის წინ 2019 წლამდე გაიხანგრძლივა და ხელშეკრულებაში ჩაურთო პუნქტი, რომლის თანახმად “იუვენტუსს” სეზონის ბოლოს 15 მილიონის გადახდა მოუწევს, თუ ძაძას გამოსყიდვას შეეცდება.ზაფხულში ამ უფლებით ბიანკონერები სავარაუდოდ ისარგებლებენ, თუმცა ივნისამდე ჯერ დროა და ჯუზეპე მაროტას, 23 წლის წინახაზელის დამატება ეხლავე სურს, ეუსებიო დი ფრანჩესკო უარზეა.აქედან გამომდინარე, ბებერი ქალბატონი ძაძას ვერ დაიმატებს, რჩება ორი ვარიანტი : ოსვალდო და მატრი.

ალესანდრო მატრი მასიმილიანო ალეგრის ყოფილი შეგირდი და კარგი ნაცნობია.ისინი ერთად ჯერ “კალიარიში”, შემდეგ კი “მილანში” მუშაობდნენ.სხვათაშორის, როსონერიში მუშაობისას მატრი ალეგრიმ სწორედ “იუვენტუსიდან” გადაიბირა სოლიდურ თანხად, იქედან კი 30 წლის ფორვარდი “ჯენოაში” გადაბარგდა, არენდის წესით.მიმდინარე სეზონში მიტრა-მატრის ანგარიშზე 16 შეხვედრაში 8 გატანილი გოლია, ურიგო შედეგი ნამდვილად არ არის, თუმცა ამ მომენტისთვის, ფეხბურთელი ლაზარეთში იმყოფება.დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, ალესანდრომ სპეციალურად ბიანკონერების ხელმძღვანელობის დავალებით სამედიცინო შემოწმება გაიარა და დაადგინა, რამდენ ხანში იქნება მწყობრში.მოკლედ, იმუშავებენ თუ არა კვლავ ერთად ალეგრი და მატრი ეს დღეს გვიან ღამით გადაწყდება, ხვალ კი ოფიციალურად დადასტურდება.

მეორე ვარიანტი პაბლო დანიელ ოსვალდოა, რომელიც “ინტერისგან” მიმავალ გზას კარგა ხანია ადგას.ოფიციალური კონტრაქტის თანახმად, იტალო – არგენტინელი ჯერ “საუთჰემპტონში” დაბრუნდება, შემდეგ კი სურვილის შემთხვევაში “იუვენტუსში” გადაბარგდება არენდით.29 წლის ოსვალდომ მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა და თავი ხუთჯერ გამოიჩინა, ბოლოს იგი მოედანზე სწორედ “იუვენტუს სტედიუმზე” გამოჩნდა, მატჩის ბოლოს მაურო იკარდისთან მოუწია შელაპარაკება და მას შემდეგ, ნერიაძურის ვარჯიშებსაც არ დასწრებია.

ჯანლუკა დი მარციოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “იუვეს” ხელმძღვანელობა დღეს გვიან ღამით გადაწყვეტს, რომელ ფორვარდს ამჯობინებს და ხვალ დღის განმავლობაში, ერთ-ერთი მათგანი ტურინს ეწვევა, სება ჯიოვინკო კი კანადაში გაფრინდება.აქვე გეტყვით, რომ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღესვე იტალიის 32 გზის ჩემპიონებთან კონტრაქტს ხელი სტეფანო სტურარომ უნდა მოაწეროს.

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

27 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
9 years ago

svani
წავა ბუფონი და წავა მარკიზიო და მაინც იუვეს ქომაგად დავრჩებიო რატო თქვი? შენთვის თუ არაა ფეხბურთელი რომელიც სხვაზე მაღლა დგას მაშინ გეთქვა წავა პადოინი და წავა რუბინიო და მაინც იუვეს ქომაგად დავრჩებიო :chuvak: ყველას გვყავს მაინც გამორჩეული მოთამაშეები რომლებსაც უფრო მეტად ვქომაგობთ

mishka berianidze
9 years ago

გადაიხადოს ეგ 15 ლიმონი და მოიყვანოს ეს ძაძა და + კიდევ დარმიანი რადგან ევრას იმედად ყოფნა არაფერს გვარგებს.

giorgi kvinikadze
9 years ago

aq yvela იტალიურ fexburts da juves vgulshematkivrobt aba espanetis da juves gulshematkivari me ar minaxavs ;) ubralod dges bunebashi araa italieli porvardi iseti romelic juveshi gadava da ityvi gundi gaadzlierao zaza bazari araa kargi porvardia dzalian minda juveshi magram araa ra ise exla zaza gadmova da uejveli dziritadshi itamashebs sasuloshi tamashi ar nishnavs ro juveshic itamashebs chemi azrit… an am imobiles ro mivtirivart arapris maknisi uvargisi pegburtelia chemi azrit morata bevrad jobia samwuxarod arc morata wyvets varskvlavebs magram mainc…. dgrs realoba asetia tu ginda kargi porvardi romelic gunds realurad gaadzlierebs da ligaze dagvexmareba italiis parglebs garet unda edzebo :( zaza… Read more »

ალეკო კოკაია

კოლუმბიელი ნახევარმცველი უყიდიათ,18 წლის ანდრეს ტელიო.წარმატებები ახალწვეულს. :forza: :forza: :forza:

Di Francesco # 1
9 years ago

svani
ბუფონს და პადოინს ერთ დონეზე ქომაგობ? მე იტალიის ნაკრებსაც ვქომაგობ, იუვენტუსსაც და სხვა დანარჩენ იტალიურ კლუბებსაც, უბრალოდ პირველ ადგილზეა ნაკრები (ბუფონი) მეორე ადგილზეა იუვე (მარკიზიო) და მესამეზე სხვა კლუბები (პადოინები :chuvak: )

svani
9 years ago

მე ბუფონს და პადოინს არ ვქომაგობ ცალ ცალკე. მე ვქომაგობ გუნდს და ნაკრებს. ერთადერთი გამონაკლისი იყო დელ პიერო, რომელმაც ღრმა ბავშობიდან ჩამითრია ფეხბურთში იუვენტუსსა და იტალიაში. თუმცა ფეხბურთელები მიდიან (სამწუხაროდ) და გუნდი რჩება. წავიდა დელ პიერო და მაინც ვრჩები იუვეს გულშემატკივრად. წავა ბუფონი, წავა მარკიზიო და იუვე დარჩება. მე ასე ვფიქრობ და შენ თუ სხვანაირად ფიქრობ მაშინ გამოდის რომ სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ. მარკიზიო რომ წავიდეს იუვედან ან ბუფონი, კი რა თქმა უნდა სადაც იქნებიან იქ ვუგულშემატკივრებ მაგრამ გუნდი იქნება იუვე და ის არ შეიცვლება. ისევე როგორც იტალია

giorgi nefaridz
9 years ago
Reply to  svani

:up: :up: :up: :up:

svani
9 years ago

შენ თუ იტალიას ქომაგობ იტალიის ფანკლუბის საიტზე უნდა დარეგისტრირდე მაშინ. აქ ვქომაგობთ იუვეს თავისი პადოინიანად და ტევეს-ლორენტეიანად. ბრუციანი მაროტათი და ჟმოტი ანიელით. რაღაც მოგვწონს რაღაც არა. ვინც გასაკრიტიკებელია ვაკრიტიკებთ და მეტს ვითხოვთ, შენ კიდე დისკრიმინაციას ეწევი ნაციის კუთხით :) :) შემოევლოს სასუოლოს ჩემი თავი, დღეს თამაშს ვუყურე ინტერთან კიდე 2 პენალი არ დაუდეს უეჭველი. კარგი გუნდია კარგი მწვრთნელით და მისასალმებელია ასეთი გუნდები. მაგრამ მეორე კუთხით რომ შეხედო, პატარა გუნდია რომელსაც საშუალება არ აქვს ლეგიონერები ჩამოიყვანოს და ცდილობს ადგილობრივი კადრებით გავიდეს ფონს. ამ შემთხვევაში კი გაუმართლათ რომ ასეთი შემტევი ტრიო შეკრიბეს. აბა მიეცი ფული და 3 იტალელიც არ ეყოლება გუნდში, უკეთესებს… Read more »

Di Francesco # 1
9 years ago

svani
შენ რო იყო იუვეს ტრეინერი ლორენტეს ზამენად დასვამდი ძაძას? ლორენტე არი იუვეს უსუსტესი წერტილი და ძაძას როგორ არუნდა მიცე შანსი? სკამზე არავის არ დაუჯდება ძაძა იტალიურ კლუბებში

svani
9 years ago

ჯოვინკოზეც ვიტყვი ერთ ორ სიტყვას.

იუვეს სამი მწვრთნელიდან ვერც ერთის ნდობა ვერ დაიმსახურა და მოდი ეხლა შანსი არ მისცეს და ა.შ. ეს ლაპარაკი არ გვინდა :) პირველი წელი იყო სულ ეგ და მატრი იყვნენ ძირითადში და ტიპის ტრიაპკა ჰქონდა კლიჩკა სულ ძირს ეგდო ყველას აღიზიანებდა. ეგ არის კარგი ზამენის კაცი და იჯდა კიდეც ზამენაზე. დაღლილ მცველებს ჯობნის სისწრაფის ხარჯზე. 26 წლის ჯერ კიდევ ამომავალი ვარსკვლავი იყო და იმედია ტორონტოში მაინც ამოვა მისი ვარსკვლავი. კარგი იქნებოდა ზამენაზე მისი ყოლა მაგრამ ვინაიდან ისურვა წასვლა წავიდეს. წარმატებები რა თქმა უნდა და იქნებ ნაკრებს მაინც გამოადგეს.

Di Francesco # 1
9 years ago

მე პირველრიგში იტალიურ ფეხბურთს ვქომაგობ და მერე იტალიურ ფეხბურთში კონკრეტულად იუვეს, სასუოლოს რანაირად არუნდა უქომაგოს იტალიური ფეხბურთის ქომაგმა? 10 იტალიელით თამაშობს კლუბი და ნებისმიერ გრანდს გადაუარეს, იმ გრანდრებს რომლებსაც ორიენტირი უნიჭო ლეგიონერებზე აქვთ აღებული

დღეს ათი იტალიელი იყო 10 ლეგიონერის წინააღმდეგ და რაც გაუკეთეს კი ნახეთ, იტალიურ ფეხბურთს ზუსტად ეს პოლიტიკა კლავს რო კლუბები ადგილობრივებს აღარ ენდბიან, თუარა სასუოლოს ნაირი ლუბები აცოხლებენ, დი ფრანჩესკომ პირადად გაუზარდა იტალიურ ფეხბურთს ძაძა – ბერარდი – სანსონე ხოდა რა ფეხბურთსაც ითამაშებენ ესენი და რა სახელს დატოვებენ ზოგადად ფეხბურთში მაგაც ვნახავთ ყველა ერთად

svani
9 years ago

ჯუვე 1, შენ სიმპათია გაქვს იტალიელი ფეხბურთელების მიმართ და ამის ფონზე ამართლებ ყველა მათ ქმედებას. ყველაფერს აქვს ორი მხარე და ნებისმიერ თემაზე შეიძლება იკამათო. არ მოგწონს ლორენტე არ მოგწონს ტევესი. არც კომანი გეხატება გულზე და არც პერეირა მგონი არც პოგბა. მოკლედ გინდა რომ იტალიელები იყვნენ ძირითადად გუნდში და აწვები მაგ თემას :)) ჩვენც გვინდა იგივე მაგრამ რეალობა არის სხვა. რისი საშუალებაც აქვს გუნდს იმის მიხედვით აქტიურობს სატრანსფერო ბაზარზე. მეც მევასება ძაძა და ბერარდი მაგრამ იუვენტისამდე ჯერ კიდევ ბევრი აქვთ დასამტკიცებელი. ძაძა გადმოვა ივნისში და დაჯდება ზამენაზე, იმიტომ რომ ლორენტეს მასზე 3ჯერ მეტი გამოცდილება აქვს, ისევე როგორც ტევესს. არც მწვრთნელი გარისკავს… Read more »

Di Francesco # 1
9 years ago

ჯოვინკო კი დელ პიეროს მემკვიდრე იყო უბრალოდ ვერ გაამართლა.
ბერარდიზე რას ვიძახი? როდის ვახსენე საერთოდ? ბერარდი უბრალოდ იტალიის მომავალია და როცა საწირო იქნება მაშინ მოვა იუვეში, ათიანს ჩაიცმევს ალბათ
არავის არ ვარმერთებ უბრალოდ ფეხბურთელი თუ მომეწონა ბოლომდე ვქომაგობ, მე მატრისაც ვქომაგობ, კვალისაც სებასაც, იმობილესაც, პელესაც და სხვა კიდე ბევრს, ეს ხალხი საერთოდ არაა იუვეში

svani
9 years ago

შანსს მივცემდი რა თქმა უნდა,მაგრა ჯერ უნდა გაითავისოს სად მოხვდა, ვის გვერდით თამაშობს, ტაქტიკა დატვირთვები ზეწოლა სტრესი ფსიქოლოგიური მომენტები. ეგრე არაა მიდი და ათამაშე. ვერ გაიტანს 3 შეხვედრაში გოლს და აიკიდებს კომპლექსს და დაიგრუზება და ა.შ. მოკლედ ბევრი ნიუანსია. ამიტომ გეუბნები რომ მოვა ზაფხულში სკამზე იჯდება თქო. თავის შანსს თუ გამოიყენებს (ღმერთმა ქნას და ლორენტე სკამზე დასვას) მაგას რა ჯობია, თან ევროპა მოგვადგა კარს და ნაკრებისთვისაც კარგი იქნება. თუმცა დიდ გუნდში თამაში და მითუმეტეს ძირითადში ძნელია, თან როდესაც თავდამსხმელი ხარ და გოლების გატანა გევალება.

Di Francesco # 1
9 years ago

Xoda miscen shansi ro zazam misi sizliere daamtkicos, yvela gayaret da marto zaza atamashettqva AR mitqvia

jjj jjj
9 years ago

ბუფონი და დელ პიერო პარმაში და პადოვაში მაგრები იყვნენ? აქაც მაგრები იყვნენ… სება? დარჩა პარმას დონე! ხოდა მაგ ზაზაა თუ კირილე დასამტკიცებელი აქვს… ლორენტე გასაკრიტიკებელია? ვაკრიტიკებთ, ტევესსაც მათ შორის.

Di Francesco # 1
9 years ago

Tumca AR mgonia tqvenni dakninebit zazas rame daakldes, amito lanzget ramdenic gindat :lool:

Di Francesco # 1
9 years ago

Lorentes arafers AR verchi ubralod zazas ro aknineben da sebas adareben es AR momwons

dito chanturia
9 years ago

ოსვალდო !!!!

Di Francesco # 1
9 years ago

Parmashi sebac magari iyo es kargi argumenti gaqvt, mase del piero padovashi iyo magar, pirlo breshash da bufoni igive parmashi Mara daakldat rame? Lorenteze ro afanatebt romel grandshi brwyinavda? Axla AR tqvat Magan moagebia espanets rac moigeso :lool:

ალეკო კოკაია

ძაძა,სანსონე და ბერარდი მაგრა დაგვხატავდა :forza: :forza: :forza:

Di Francesco # 1
9 years ago

:forza:

jjj jjj
9 years ago

მატრის ისევ ამაური მირჩევნია

dato_juventino
9 years ago

არა მაროტამ რო ამ სატრანფერო ფანჯარაზე იაქტიურა ტყულილია იმენა ტრანსფერი ტრანსფერზე აქეთა :loool: :loool:

| Newsphere by AF themes.
27
0
Would love your thoughts, please comment.x