ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “პირველ ტაიმში გოლის გაშვებას გადავურჩით”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ “უდინეზესთან” მოპოვებული ქულის შემდეგ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა : “პირველი ტაიმი მასპინძლებმა შესანიშნავად ჩაატარეს, გოლის გაშვებას გადავურჩით, ბურთს ვაკონტროლებდით, თუმცა სტრამაჩონის შეგირდები კონტრ-შეტევებზე აქტიურობდნენ.დღევანდელ მატჩში ჩვენი თამაშის ხარისხი არც ისე მაღალი იყო, შეცდომები დავუშვით, მაგრამ ამაში მეტოქე გუნდის ფეხბურთელების დამსახურებაც დიდია, ისინი ძალიან მობილიზებულნი იყვნენ.პირველ ტაიმში ხარვეზები ვფიქრობ, სამმცველიანმა ტაქტიკამ გამოიწვია, პირლო თავს გაცილებით კომფორტულად გრძნობს მაშინ, როცა ორი ცენტრალური მცველის წინ თამაშობს, დღეს სიტუაცია სხვაგვარი იყო.კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ნახევარი სეზონი წინაა და შვიდი ქულა არაფერს ნიშნავს, მთავარია ფორმა შევინარჩუნოთ და მომდევნო კვირას უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის მოვემზადოთ.რაც შეეხება ჯიოვინკოს, სება გუნდს ტოვებს, ოთხი ფორვარდი კი ჩემთვის საკმარისი არ არის.ოსვალდო თუ მატრი ? – შევაფასებთ, რომელია უკეთეს ფორმაში და ტურინშიც ის გადმობარგდება.”

წყარო : football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
9 years ago

ზამენა რატო არ გააკეთე შე უნამოსო? შეგეშინდა პეპეს რო არ შეეგდო? ტევესი და მორატა რაის გამტანია, კარისკენ არ გაახედეს უდინეზეც მცველებმა

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x