ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მატრი და დე ჩელიე დაბრუნებით მოხარულნი არიან

ტურინის “იუვენტუსში” დაბრუნებით ალესანდრო მატრი და პაოლო დე ჩელიე ძალიან ბედნიერები არიან.კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში ფეხბურთელებმა ბებერი ქალბატონის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ მზად არიან თანაგუნდელებს დაეხმარონ : “დაბრუნება შესანიშნავი გრძნობაა, მით უმეტეს იქ, სადაც ბევრი მეგობარი გყავს და თავს ძალიან კომფორტულად გრძნობ.როცა გუნდიდან წავედი, იუვენტუსში ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი დარჩა, ასეა ახლაც, იმედი მაქვს, შავ-თეთრი მაისურით წარმატებით ვიასპარეზებ.მასიმილიანო ალეგრისთან ერთად კარიერის უმეტესი ნაწილი მაქვს გატარებული, ჯერ კალიარიში, შემდეგ მილანში და ახლა აქ, ტურინში.მასთან საუცხოო ურთიერთობა მაქვს და მინდა, შეძლებისდაგვარად დავეხმარო.”იუვენტუსს” რამდენიმე გამორჩეული მახასიათებელი აქვს : იგი ძლიერი და საუკეთესო ხდება წლებთან ერთად, არა მხოლოდ როგორც კლუბი, არამედ როგორც კოლექტივი.თამაშის მიმდინარეობისას გუნდის 22 ფეხბურთელი ჩართულია, მუშაობს და მოქმედებს, მინდორს მიღმა – კარგი მეგობრები ვართ” – განაცხადა ალე მატრიმ.

“თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში, ეს ხომ “იუვენტუსია”, გუნდი, რომელშიც კარიერის უდიდესი პერიოდი გავატარე.მიხარია, რომ ისევ ამ კლუბში ვთამაშობ, მინდა თანაგუნდელებს დავეხმარო და მწვრთნელისთვის საჭირო ფეხბურთელი გავხდე.როცა მოედანზე გავალ, ასი პროცენტით დავიხარჯები და ვეცდები, ზუსტად შევასრულო ჩემი ამოცანა.სხვა კლუბებში თამაშისას გამოცდილება დავაგროვე, რომელიც ახლა გამომადგება.ფორმაში ვარ და თამაში შემიძლია, იმედი მაქვს, ამის საშუალება ტურინში მომეცემა.”პარმას” შემადგენლობაში წაგებული 7-0 ? – ის “იუვენტუსი” ნებისმიერს ჩამოიტოვებდა გზიდან, საოცარი მატჩი ჩაატარეს, წარმოიდგინეთ რა ბედნიერებაა, როცა ამ გუნდში გადმოდიხარ.ბიანკონერი – უნიკალური გუნდია, ამიტომ არასდროს მოგბეზრდება აქ ასპარეზობა.უბედნიერესი ვარ, რომ დავბრუნდი.” – დაასრულა ინტერვიუ დე ჩელიემ.

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
irakli28
9 years ago

ათამაშდეს იქნებ რომელიმე…. დე ჩელიეს თავისუფლად შეუძლია მარცხენა ფლამგი დაიკავის თუ ათამაშდება, ასამოა-ევრა უნდა გადააბა ერთმანეტს და ჩააბარო მონათა ბაზარში :lool: :lool:

9 years ago

თუ ასე გაგრძელდება და ამის მეტი ამბიცია იუვენტუსს არ აქვს მაშინ ჯობია პოგბა წავიდეს

lasha naxucrishvili
9 years ago

ტოტი მობილური დატენე ტოტიიიი

jek17
9 years ago

გომესთან ერთად გადაიღო ამჯერად სურათი :lool:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x