ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტევესი : “მილანთან მატჩი იტალიური კლასიკოა”

ტურინის “იუვენტუსის” საუკეთესო ბომბარდირმა, კარლოს ტევესმა იტალიურ პრესას საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც რამდენიმე საინტერესო საკითხსაც შეეხო : “ჩემი მიზანია რაც შეიძლება მეტჯერ გავხდე იტალიის ჩემპიონი “იუვენტუსის” რიგებში, ყველა ტიტულის მოგება რა თქმა უნდა, ჩვენი ოცნებაა, თუმცა ზედიზედ ოთხი სკუდეტო – ფანტაზიის სფეროდანაა, გვჯერა, ამას შევძლებთ.ბებერი ქალბატონის ეს კოლექტივი ყველანაირად ცდილობს, ეს პერიოდი ოქროს ასოებით ჩაწეროს “იუვენტუსის” ისედაც მდიდაარ ისტორიაში.ალეგრის ახალი ტაქტიკა ? – 4-3-1-2 სქემა განსაკუთრებით საიმედო დაცვაშია, ნებისმიერი შეტევის შეჩერება შეუძლია, თავდასხმაში კი უპირველეს კოზირი ბურთის ფლობაა, სწორედ ამის ხარჯზე უნდა გავიდეთ ფონს.კონტეს სამმცველიანი ტაქტიკა ? – ანტონიოს ის წყობა ძალიან მოსწონდა, მან ხომ შესანიშნავი შედეგი მოგვიტანა.დღევანდელ ფორმაციაში მოედანზე საოცარ სითავისუფლეს ვგრძნობ, 3 მცველიან ტაქტიკაში ორი შემტევი ერთმანეთთან ძალიან ახლოს მოქმედებდა.”

ყველაზე ემოციური გოლი , ეროვნული ნაკრები, ახალწვეულები : “ყველაზე მეტად “მილანთან” სან სიროზე გატანილი გოლი დამამახსოვრდა, საჯარიმოს გარედან, ძლიერი დარტყმით.ყველაზე ლამაზი ? – რა თქმა უნდა, “პარმას” კარის დალაშქვრა, მშვენიერი გარღვევა გამოვიდა.რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, როცა არგენტინის მაისურს ვიცვამ, განსაკუთრებული გრძნობა მეუფლება.ვამაყობ, რომ იქ დაბრუნების შანსი მომეცა, ეს უპირველეს ყოვლისა, “იუვენტუსთან” ერთად მიღწეული წარმატებისა და თანაგუნდელების დამსახურებაა, ჩემი კლუბის მადლიერი ვარ.არ ვიცი, რამდენ კილომეტრს დავრბივარ თამაშის დროს, არც მაინტერესებს, ჩემთვის მთავარი ბრძოლაა და თუ ნებისმიერი ბურთისთვის 100 პროცენტით არ დაიხარჯე, შედეგი არ იქნება.ახალწვეულები ? – კარგი შევსება მივიღეთ, მატრისა და დე ჩელიეს აქამდე ვიცნობდით, სტეფანო სტურარო კი ძალიან საინტერესო ნახევარმცველია, ვფიქრობ, გაგვაძლიერებს.ინგლისში თამაშის დიდი გამოცდილება მაქვს, იქ ფიზიკურ მომზადებას უმთავრესი ყურადღება ექცევა, იტალიაში უფრო მეტი უნდა ირბინო, ვიდრე კუნძულზე.კალჩოში მთავარი იარაღი ტაქტიკაა, თუ ტაქტიკურად ძლიერი ხარ, მეტოქეს დაამარცხებ.მსაჯები ? – ნებისმიერი აგრესიული კონტაქტი ჯარიმაა, პრემიერლიგაში მსაჯები უფრო ხისტი თამაშის უფლებას იძლევიან.”

“მილანთან” მატჩზე, ათნომრიან მაისურზე, ოქროს ბურთზე : “გასაგებია, რომ როსონერი ამ მატჩს არც ისე საუკეთესო ფორმაში ხვდება, თუმცა ეს იტალიური კლასიკოა და შეუძლებელია, დაძაბულობა თან არ სდევდეს.ჩვენთვის მილანელებთან დაპირისპირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პირველ წრეში გოლის გატანა მოვახერხე, ვიმედოვნებ, შაბათს იგივეს გავაკეთებ.წელს ჩემპიონატი ძალიან რთული და კონკურენტუნარიანია, ნებისმიერი მატჩში გამარჯვება დიდი ბრძოლის ფასად მიიღწევა, თუმცა, ამისთვის მზად ვართ.ათნომრიანი მაისური ? – იგი მე არ მომითხოვია, “იუვეს” ხელმძღვანელობამ თავად გადმომცა.ვფიქრობ, მათ ეს დამატებითი მოტივაციისთვის გააკეთეს, მეც მეტი პასუხისმგებლობით ვეკიდები თითოეულ შეხვედრას, რადგან ათი ნომერი მნიშვნელოვანია როგორც კლუბისთვის, ისე გულშემატკივრებისთვის.როცა ბებერი ქალბატონის ემბლემას ვხედავ, დადებითი ემოციით ვივსები, საბრძოლველად ვარ განწყობილი და გუნდისთვის ბოლომდე ვიხარჯები.ოქროს ბურთი ? – მისი მოპოვება ნებისმიერი ფეხბურთელისთვის რთულია, რადგან კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი არსებობენ, ყოველ უიკენდზე მათ ორი ან სამი გოლი მაინც გააქვთ, იტალიაში გოლის გატანა უფრო პრობლემატურია.ემოციები ? – იტალიელები ფეხბურთს თავისებურად უყურებენ, ისინი ამ სპორტით ცხოვრობენ, სამხრეთ ამერიკელები ბევრად გიჟურად გამოხატავენ წარმატებასაც და წარუმატებლობასაც.”

წყარო : football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

10 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
9 years ago

დორტმუნდის თამაშს მეც ვუყურე და მაგრადაც დასცინა კომენტატორმა იმობილეს და საერთოდ დორტმუნდი არის ნოლი! შეტევებს საერთოდ ვერ ქმნიდნენ რაღაც საოცრად არეული ტაქტიკა და რავი 10 კაცით რო დარჩნენ ისინი მაშინაც ვერაფერს აკეთებდნენ ბოლოს რო გამაზა იმობილემ აი მაგ დროს იყო ადგილზე დასამარხი ეგ.

maxo gvazava
9 years ago

არა რა ინტერმა აქაც ვერაფერს ვერ მიაღწია :lool:

dito chanturia
9 years ago

არ მიყურებია მაგრამ რასაც ვკითხულობ ვხვდები რო მართალი ვიყავი როცა იმობილე არ მინდოდა მომკალით და მასში ვერ ვხედავ ვერც ლდიერს ვერც ძLიერს და ვერც ვერაფერს რავიცი ძაძა მირჩევნია მაგას უფრო იბრდზვის და რაგაცნაირია.. რაც შეეხება კარლიტოს სულ მინდოდა ის ჯუვეში რამოდენიმე კაციან სიაში შედიოდა ჩემში და მაგრა გმაისწროდა ათიანიც მისი…

dito chanturia
9 years ago

არ მიყურებია მაგრამ რასაც ვკითხულობ ვხვდები რო მართალი ვიყავი როცა იმობილე არ მინდოდა მომკალით და მასში ვერ ვხედავ ვერც ლდიერს ვერც ძLიერს და ვერც ვერაფერს რავიცი ძაძა მირჩევნია მაგას უფრო იბრდზვის და რაგაცნაირია.. რაც შეეხება კარლიტოს სულ მინდოდა ის ჯუვეში რამოდენიმე კაციან სიაში შედიოდა ჩემში და მაგრა გმაისწროდა ათიანიც მისი…

arseni
9 years ago

იმობილემ მოუსპო ბოლო შანსი დორტმუნდს .. იმენა მოუსპო … 3 მეტრიდან ვერ იმოქმედა კარისკენ

arseni
9 years ago

კონკურენციის დონე აშკარად ჩავარდა იტალიაში

maxo gvazava
9 years ago

ნაპოლი ინტერის კარგი საყურებელი ლინკი ვინმეს არ გაქვთ წინასწარ მადლობა :forza:

lasha naxucrishvili
9 years ago

მაგარია ტევესი.ამ 2 წლის მანძილზე რაც ამან გააკეთა ამაური იაკინტა ჯიოვინკოებს არ გაუკეთებიათ.ბოლოს როდის იყო იუვეს ფეხბურთელი ბომბარდირებში დაჟე მეორე მესამე ადგილზეც კი არ იყვნენ.ოქრო ფასში ნაყიდი ტევესი კიდე მთელ სულსა და გულს დებს მოედანზე ხანდახან რო გოლი ვერ გააქ ეგ იმას არ ნიშნავს რო მოუკლო.ლიგის წინ რო დაასვენოს ხოლმე ალეგრიმ ალბათ უფრო მეტად გამოიჩენს თავს იქაც.

giorgi nefaridz
9 years ago

კარგი კაცი ხარ კარლიტო, შენი მოქმედებით მოედანზე და მის გარეთ დაიმსახურე გულშემატკივრის პატივისცემა :forza:

| Newsphere by AF themes.
10
0
Would love your thoughts, please comment.x