ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რაიოლა :”მილანისთვის კონტე იდეალური იყო”

Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში მინო რაიოლამ იმ პერიოდზე ისაუბრა, როდესაც კონტე ტურინს ტოვებდა. პოპულარული აგენტის სიტყვებს თუ დავუჯერებთ იუვეს ექს თავკაცი ახლოს იყო როსონერიში გადაბარგებასთან :“ვფიქრობ, მილანის პროექტისთვის ანტონიო იყო იდეალური კანდიდატურა და მაქსიმალურად ვცდილობდი მის დაყოლიებას. მაგრამ ნათელი იყო ასეთი დიდი ნაბიჯის გადასადგმელად კონტე არ იყო მზად. რაც უფრო დიდი დრო გადიოდა ამაში უფრო და უფრო მეტად ვრწმუნდებოდი. მისი კავშირი ტურინელებთან იმდენად მტკიცეა, რომ ამის უგუველყოფა ანტონიოს მხრიდან წარმოუდგენელი იყო. ისიც გასათვალისწინებელია თუ რა წნეხის და აგრესიის ქვეშ იქნებოდა. მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო როდესაც აძური ჩაიბარა, ასე მან ფაქტობრივად ნეიტრალური მხარე დაიჭირა”.

თავად კონტემ კი აღიარა, რომ უფრო ადრეც შეეძლო წასვლა რადგან არა ერთი მიმზიდველი წინადადება გააჩნდა:

“უამრავი შემოთავაზება მქონდა და მათ შორის ერთი დიდი ინგლისური კლუბისგან. თუმცა, პატივისცემის ნიშნად ამაზე არავისთან მისაუბრია. გადავწყვიტე რომ ტურინში დავრჩებოდი, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა … მეორეს მხრივ ეს უკვე სხვა ისტორიაა”.

 

წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x