ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სტურარო : “მილანთან მატჩისთვის აქტიურად ვემზადებით”

ტურინის “იუვენტუსის” ახალწვეულმა, სტეფანო სტურარომ სკაი სპორტის ჟურნალისტებს საკმაოდ ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ მისცა : “გატუზო ? – დიახ, წავიკითხე რომ მას მადარებენ, ჯენარო იტალიური ფეხბურთისა და მილანის ლეგენდაა, მოხარული ვიქნები, იმის ნახევარს მაინც თუ მივაღწევ, რასაც მან მიაღწია.წინასწარ დასახულ მიზნებზე საუბარი არ მიყვარს, ჩემთვის უპირველესი ამოცანა ახლა პროგრესი და თანაგუნდელებისგან სწავლაა.ბოლო დღეები მართლაც ემოციურია, არ მჯერა, რომ აქ ვარ, ჯენოაში შესანიშნავი პერიოდი გავატარე, თუმცა “იუვენტუსში” მოხვედრა – ოცნების ახდენაა.გენუელებს ახალგაზრდა და მებრძოლი გუნდი ჰყავთ, თანაგუნდელებთან დაშორება გამიჭირდა, განსაკუთრებით მატია პერინს გამოვყოფდი, იგი ჩემი მეგობარია, სასტუმროში მუდამ ერთ ნომერში ვცხოვრობდით.მასზე ისე ვზრუნავდი, როგორც საკუთარ შვილზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე უფროსია.ყოფილი კოლექტივის წევრებთან მუდმივი კონტაქტი მექნება, ეს პრობლემას არ წარმოადგენს.”

სკუდეტოსთვის ბრძოლა და მოახლოვებული მატჩი “მილანთან” : “რომასთან შვიდ ქულიანი ჰანდიკაპი გვაქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა მოვდუნდეთ, ორ მატჩში შეცდომის დაშვებაც და ეს უპირატესობა წამიერად გაქრება.გუნდი მოტივირებულია და წარმატების მიღწევა ერთად გვსურს.როსონერისთან მატჩს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ორივე გუნდი უმაღლესი დონის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული.ჩვენ აქტიურად ვემზადებით, დღეს ვინოვოზე ვარჯიშს ვერც თოვლმა შეუშალა ხელი, კონცენტრირებულნი მხოლოდ აშაბათის მატჩზე ვართ.ტევესი ? – დაბადების დღე მივულოცეთ და წარმატებები ვუსურვეთ, თუმცა თოვლის გუნდებს თავი მაინც ვერ დააღწია.იცინოდა, თუმცა, სანაძლეოს დავდებ, ძალიან შეცივდა.”

წყარო : football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
DeL_PieRoOo
9 years ago

:forza: :forza: :forza: კარგია :* მგელი ხარ :*

ის გამარკვიეთ მატრიი თუ ტრავმირებულია რატოო გადმოიყვანეს ::::: :forza: :blin: :blin: :blin: :blin: :blin: :blin: :blin: :blin: :blin: :blin: :blin:

Nodari gogaladze
9 years ago
Reply to  DeL_PieRoOo

1-2 კვირაში მოიშუშებს

dato_juventino
9 years ago

სტურარო რუგანთან ბერარდისთან ასევე იტალიას დიდი მომავლია პატარა ასკის მიუხედავთ დიდი ნაკრებშიც იყო გამოძახებული და 21 წმამდელების ერთ ერთი ლიდერია, მე პირადათ მგონია რო დიდი ფეხბურთს ითამაშებს და არ დავმალავ და პირადი ბალეშიკიც ვარ წარმატებები. მთავარია პროგრესი გაგძელოს როგორც ჯენოაში

Di Francesco # 1
9 years ago

რომასთან შვიდ ქულიანი ჰანდიკაპი გვაქვს

Di Francesco # 1
9 years ago

ასეთი ხალხის მოსვლა მინდა იუვეში, რომელიც ჯერ არ მოსულა და უკვე იუვენტინოდ რო თვლის თავს
რატო თვლის თუ იცით უკვე იუვენტინოდ თავს? იმიტორო სანამ აქ მოვიდოდა დიდი ხანი ალბათ ოცნებობდა იუვეში მოსვლაზე, ვინც იუვეზე არ ოცნებობს და ისე ხვდება იუვეში, ასეთი ფეხბურთელები იუვეში მოსვლის მერე იწყებენ ოცნებას, ოღოდ რეალებზე ბარსელობენზე და მანჩესტერებზე

9 years ago

ისლას კომენტარი გახსოვს? ახალი გადმოსული იყო იუვეში და რეალში თამაშზე ვოცნებობო :დ :დ :დ

Di Francesco # 1
9 years ago
Reply to 

კი, პირველივე ინტერვიუში მაგი თქვა :chuvak:

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x