ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტრაპატონი :”ესეთი იუვე კიდევ დიდხანს არ დათმობს ლიდერობას”

“80%-ით სკუდეტოს გარანტირება არ ნიშნავს მის დაუყონებლივ მოპოვებას, მაგრამ საქმე სხვა რამეში მდგომარეობს. დღევანდელი იუვენტუსი სტრუქტურულად და შენების მანერით აშკარად ჩემს პერიოდს წააგავს. ალეგრის დღეისათვის მოუწევს ეშინოდეს არა იმდენად კონკურენტების რამდენადაც გაუთვალისწინებელი მომენტების. ერთ-ერთი ასეთი არის სწრაფვა ჩემპიონთა ლიგისკენ, მაგრამ დამეთანხმებით ეს სასიამოვნო და მაცდუნებელი სწრაფვაა. ყველაზე რთული რა თქმა უნდა ტრავმებია, მაგრამ იუვეს დიდი გამოცდილება და შემუშავებული მექანიზმი აქვს ამ ყოველივესთან საბრძოველად. თავის მხრივ გარსიამაც კარგი სამუშაო ჩაატარა რომაში, მაგრამ ვერ გაუძლო ცდუნებას ხმამაღლა ეთქვა რომ ისინი შეძლებენ სკუდეტოს მოპოვებას. წარმოდგენა არ მაქვს რა სტიმული უნდა მიეცა ამას დღევანდელი რომასთვის”– საუბრობს ჯოვანი ტრაპატონი.

“დომინირება უშუალოდ თითოეულ ასპექტში. ხელმძღვანელობა ერთიანია, ისევე როგორც გუნდი მინდორზე. კონტეს ციკლი გასაგებია და სწორედ მისგან დაიწყო აღმავლობა, მაგრამ ის რასაც ეხლა ვუყურებთ ფუნდამეტია სამომავლო წარმატების. ტურინში მეოთხე კი არა უკვე თამამად დებენ მომავალს ზედიზედ ხუთი და მეტი ტიტულის მოსაპოვებლად, როგორც ეს შორეულ 30-იანებში იყო. ეს ყოველივე უკვე გეგმაშია, როგორც სამომავლო ტრანსფერები გათვლილი ორი წლით ადრე. შეხედეთ მათ, იტალიის საუკეთესო ტალანტები უკვე მათ ჰყავთ დაბრონილი”.

“ბუნებრივია ყურადღებას რუგანიზე, ძაძაზე და ბერარდიზე ვამახვილებ და არა მარტო მათზე. ფაქტია, რომ მაროტა და კომპანია მაქსიმალურად ცდილობენ ისეთი შემადგენლობის შეგროვებას, რომლებიც ორიოდე წელიწადში უმტკივნეულოდ გადაიტანენ გახაალგაზრდავების პროცეს. ეს არის ის სტრატეგია, რომელიც გუნდმა ჯერ კიდევ 70-იან წლებში დანერგა. დღეისათვის მილანურ კლუბებს უბრალოდ არ ძალუძთ კონკურირება თანაბარ პირობებში, ხოლო რომაელებმა აჩვენეს საკუთარი მაქსიმუმი. მათი პოზიცია რეალურად ასახავს დედაქალაქელების ძალას. ნეაპოლიტანელები კი საოცრად არა სტაბილურნი არიან. ჩემს დროს შემცვლელებს ორი წლით ადრე ვარჩევდი და ვაჩვევდი ძირითად გუნდს. დღევანდელი ანიელები იდენტური მექანიზმით მუშაობენ, როგორც დიდი ავოკატო. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა მათ თან აქვთ ოჯახის უდიდესი გამოცდილება და კარგად ესმით თუ რა ნაბიჯებით უნდა იქნას მიღწეული წარმატება. ანიელის სათამაშო დღეს უკვე სერიოზულ იარაღად იქცა პროფესიონალი ადამიანების დახმარებით. მაროტა, პარატიჩი, ნედვედი… მერწმუნეთ სწორედ აქ არის წარმატების გარანტი!”.

“მაროტას უკვე წლებია ვიცნობ. მან დიდი გამოცდილება დააგროვა და როგორც ჩანს სწორი კურსი მისცა გუნდის განვითარებას. იგი ჯერ კიდევ საკმაოდ ახლაგაზრდაა და შეუძლია დიდი ხნით გაუძღვეს იუვეს გამარჯვებებისკენ. ისტორია მას წარმატებულ სამუშაოს აიძულებს და იგი სროლფასოვნად უმკლავდება ყოველივეს”.

“პოგბა? ავოკატოს სიტყვებით თუ რომელიმე კლუბი დიდ ფულს იხდის მოთამაშეში, მაშინ იგი აუცილებლად უნდა გაასხვისო. თავად დიდმა ანიელიმ კი მხოლოდ ერთხელ დახარჯა გიჟური თანხა, როდესაც პლატინი იყიდა და ვფიქრობ ეს 100%-ით გამართლებული ნაბიჯი იყო. ამას თავადაც ხშირად მიმეორებდა. სხვებთან მიმართებაში კი მიდგომა სხვაგვარი იყო: ბალანსი გასახდელში როგორც სპორტული ასევე ფინანსური კუთხით”. გავყიდი თუ არა? ბრწყინვალე მოთამაშეა, მაგრამ იგი არ არის მესი, რომელთან განშორებაც შესაძლოა ტრაგედიად მოვნათლოთ. 100 მილიონ ევროდ ან ოდნავ ცოტათი მისი გაყიდვით გუნდი წინ გადადგამს ნაბიჯს. გაჩნდება 2-3 ევროპის დონეზე საშუალოზე მაღალი დონის ფეხბურთელების შეძენის საშუალება. იცით, გაყიდო პოგბა და იგივე თანხათ ეძებო იგივე მაშტაბის უდრის დიდ რისკს და კრახს. ამიტომაც ჯობია ბოძებული ინვესტიციის ჯეროვნად სხვა პოზიციებზე და ხარისხზე გადანაწილება. იუვეს კი ამის დიდი გამოცდილება აქვს”.

“დღეისათვის გუნდი უფრო თავდაჯერებულია და როგორც ჩანს ცვლილებებმა საჭირო შედეგი გამოიღო. ჩემპიონთა ლიგაზე კი ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იუვეზე, რადგან დღევანდელი დღით მათ არ უნდა გაუჭირდეთ გერმანული ბარიერის გადალახვა. თუმცა, არ უნდა მოტყუვდეს ვინმე იმ ფაქტით, რომ ბორუსია ბოლო პოზიციაზეა. გერმანელებს შეუძლიათ მკვდრეთით აღდგომა და იტალიელებს ფხიზლად მოუწევთ ყოფნა. ჩვენ იტალიელები გაცილებით კარგად ვართ ტაქტიკურად მომზადებულნი და ამის ხარჯზე ხშირად ვამარცხებდი გერმანელებს. ალეგრის სწორედ ასე შეუძლია დაჭრილი ლომის ბოლომდე დამარცხება”.

წყარო: Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
vakhtang karchava
9 years ago

სულზე მოუსწრო პესიმისტებს))) :forza: :forza:

Giampiero Boniperti
9 years ago

ნიჭიერი მოთამაშეების ყიდვაზე სწორი ითქვა, ხელმძღვანელობამ რომ ახალგაზრდა ტალანტები დაიბევა სწორი პოლიტიკა გაატარა.ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში შეძენილ ფეხბურთელებს სამომავლოდ იუვე გუნდის გასაძლიერებლად და ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლადაც გამოიყებს, პოგბას მაგალითი სახეზეა, თუმცა შეიძლება ყველა პოგბამდე ვერ მივიდეს, მაგრამ იმედია მასზე დიდად ნაკლები ფეხბურთელებად არ დადგებიან :forza: :forza: :italy:

Di Francesco # 1
9 years ago

ამდენი და თან ასე მართალი კაი ხანია არავის არ უთქვია იტალიაში :chuvak:

Di Francesco # 1
9 years ago

მიყვარს ჭკვიანი ხალხი :forza:

vakhtang karchava
9 years ago

:up: :up: :up: :forza: :forza: :forza:

dito chanturia
9 years ago

ეჰ ჩვენ ვიძახით აქ და ვლანძღავთ ამათ რადგან ახლავე გივნდა ყველაფერი და ვინც იცის და ესმის აქვს გმაოცდილება აი როგორ ხედავს ამ ყველაფერს მე მჯერა რო ამოვა ჩვენი ვარსკვლავი და როგორც ბარსა იყო აი ისე ვიქნებით კარგა ხანს დომინანტები მერე კი რავიცი ალბათ ცოტა ჩავარდნაც იქნება და ეს ასეც უნდა იქნეს ზოგადად დააკვირდით ნებისმიერ დიდ გუნდს წარმატებებს დაღმასვლა მოსდევს მერე

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x