ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩი :”წინ მძიმე მატჩები გველის”

მილანთან მატჩისას ტურინელთა რიგებიდან თავი ლეონარდო ბონუჩიმაც გამოიჩინა, რომელიც გოლის აღნიშვნისას სარეკლამო ბანერს უხერხულად დაეჯახა და საკმაოდ სასაცილოდ წაიქცა. მატჩის შემდეგ მან ირონიულად განაცხადა, რომ ეს ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი და დამუშავებული: “ბუნებრივია, რადგან წვრთნებისას ხომ ვახტებით სარეკლამო ბანერებს“…

“ტრადიციისამებრ ჩვენ როგორც მძიმე ჯავშან მანქანა ისე ვთამაშობთ და არ ვუშვებთ ბურთებს. სამწუხაროდ დღეს ამ კუთხით არ გაგვიმართლა. არაფრით არ გაგვირისკავს და თავისუფლად შეგვეძლო ეს არა სასიამოვნო ეპიზოდი თავიდან აგვეცილებინა. ეს არის იუვე: აქ იბრძვიან და დებენ მაქსიმუმს როდესაც კლუბს ეს ჭირდება. წინ კვლავინდებურად დიდი და გრძელი გზა გველის, შედეგად მოგვიწევს სრული კონცენტრაციის მოკრება სერია ა-ს, ჩემპიონთა ლიგის და იტალიის თასის თითოეული დაპირისპირებისთვის”.

“პაცინის მეურვეობა იოლი საქმე არ არის, რადგან მას მუდმივ წნეხში ჰყავს მცველები და სწრაფად გადაადგილდება თავისუფალ ზონებში. მენეზს კი მეტი თავისუფლება და სივრცე ესაჭიროება, რომ მაქსიმალურად შეძლოს საკუთარი მახასიათებლების წარმოჩენა. ამიტომაც იყო, რომ მძიმე პრესინგის ქვეშ ის ნაკლებ ეფექტურად გამოიყურებოდა”.

წყარო: Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
d a v i d
9 years ago

:love: :love: :love:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x