ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვიტსელი ტურინულ რადარზეა…

გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო პერიოდში სულ უფრო და უფრო მეტი იწერება პოლ პოგბას ტურინიდან აბარგების შესახებ, ჟურნალისტები უკვე მის სავარაუდო მემკვიდრეზე წერენ. ერთ-ერთი ასეთი სანკტ პეტერბურგის ზენიტის ბელგიელი ნახევარმცველი ვიტსელია. მას რუსებთან კონტრაქტი 2017 წელს იწურება და ევროპული პრესის ინფორმაციით არ აპირებს მის გახანგრძლივებას, გამომდინარე იქიდან, რომ ძალების მოსინჯვა გაცილებით ძლიერ ლიგაში სურს. ჟურნალისტების მტკიცებით პირველი მოლაპარაკებები უკვე შედგა, რომელიც მიმდინარეობდა ბელგიელის წარმომადგენლებს, პარატიჩის და ანდრეა ანიელის შორის. დიდია იმის შანსი, რომ ვიტსელი უკვე მომავალ სეზონშივე მოირგებს შავ თეთრ მაისურს.

წყარო: tuttosport

50 thoughts on “ვიტსელი ტურინულ რადარზეა…

  1. jek17 ვერ დაგეთანხმები,მუდმივი სწორედ ტიტულია,რომელსაც მოიპოვებ. გრანდობა კი მდგომარეობაა და შენარჩუნა უნდა,მილანი ახლა ისეთივე გრანდია როგორც სასუოლო)) ჩელსი არ იყო გრანდი,მაგრამ მოიპოვა,ტორინო კი ერთ დროს გრანდი იყო…ღირსება სწორედ მის შენარჩუნებაშია… :forza: :forza: :forza:

    1. იმაში გეთანხმები რო გრანდობას და ჩესტს შენარჩუნება და ღირსეული ტარება უნდა,უბრალოდ ის ვთქვი რო ხანდახან ჩავარდნებიც ახასიეთებს გრანდებს და ეგ ყველა გრანდს ემართება,მე შემიძლია ნებისმიერი გრანდის ჩავარდნა გაგახსენო

  2. რო გახდება დარმიანი მაღალი დონის ფეხბურთელი მაშინ ვილაპარაკოთ მაგაზე მანამდე ერთი რიგითი ფლანგის მცველია და ეგეთების ვარსკლავი ჩასვენებულა რამდენიც გინდა… კოენტრაო ავიღოთ ტიპი ბდღვინდა და მაგრამ დღეს სკამს ხეხავს… რაც შეეხება პოგბას გაყიდვას როგორც ვახტანგმა თქვა შენ კი არ უნდა გაყიდო ვარსკლავები არამედ უნდა იყიდო და იტალიაში ვარსკლავი დღეს თითო ოროლაა თუა და იმის გაშვებასაც ფიქრობთ.. და მაროტა ვერავის მოიყვანს მართლაც სანჩესი როგორ გაუშვა ხელიდან თქვენი “იუვენტინო” იმობილე გაბიადინი ვერატი და ა.შ და პოგბას მე პირადად არ გავყიდი თუ მინდა რო რამეს მიაღწიოს გუნდმა და თუ ფულზე ფიქრობენ ეგ სხვა საკითხია… და ზიდანზე რო ბაზრობთ გაუშვაო მაშინ სხვა დრო იყო იტალიაში ვარსკლავები პანტაპუნტით ეყარნენ და მაშინ ისეთები მოიყვანეს მართლაც რო აზანზარებდნენ ევროპას და + იტალიური ფეხბურთი ფეხზე იდგა

    1. ყველაფერი სიმართლეა და გეთანხმები 100 პროცენტით და დავამატებ იმასაც რო ზიდანი რო გაყიდეს 29 წლის იყო და მაშინდელ სარეკორდო თანხათ გაყიდეს

  3. იცით ტრაგედია კი არ იქნება მისი გაყიდვა,იუვე უკვე შემდგარი გუნდია,კარგად შეკრული და მისი სიძლიერე გუნდური თამაშია,2-3 კარგი ფეხბურთელის დამატებით მათ შეუძლიათ ნებისმიერს შეერკინონ,მაგრამ გრანდობას კლასი განაპირობებს! გრანდობა თუ გინდა ასეთი ღვთისგან ბოძებული ფეხბურთელი(და არა “ღვთისგან ბოძებული ინვესტიცია” როგორც ტრაპატონიმ ბრძანა))) )უნდა გყავდეს გუნდში! მე მინდა გრანდი ვიყოთ,ჩვენი ეშინოდეთ და ჩვენ არ გვეშინოდეს დორტმუნს(ბენფიკას,გალას…) გავალთ თუ არა)).ჩვენ უნდა ვყიდულობდეთ და არა ვყიდდეთ,როგორც ეს დიდი იუვეს დროს ხდებოდა! :forza: :forza: :forza:

    1. გრანდი ყოველთვის არის იუვენტუსი მაგრამ ესეთი პერიოდი ყველა გუნდს აქვს,მილანს შეხედე რა დღეშია,რომელი იტყვის რო მილანი გრანდი არ არის,ის დრო თუ გახსოვთ რეალს ხან ლევერკუზენი უგებდა 3-0 და ხან ლიონი მარა გრანდობა მაგისთვის არავის ჩამოურთმევია,იუვე ყოველთვის გრანდი იქნება ხან აღმავლობით და ხან ჩავარდნით,გრანდობა ჩესტია და არა ტიტული :forza: :juvee:

  4. პოგბას რომ არ გაემართლებინა რას იზამდნენ? ხელს აიღებდნენ განვითარებაზე? მითუმეტეს კლუბი ტოპ10ეულშია და მოგების მხრივაც მგონი მე-6ეა.2-3 ფეხბურთელის ყიდვის საშუალება ხომ უნდა ჰქონდეთ?!

  5. გერმანული გამოცემა “ბილდის” ინფორმაციით, “დორტმუნდი” გუნდის იტალიელი თავდამსხმელის ჩირო იმობილეს ზაფხულში გასხვისებას არ გამორიცხავს.

    გერმანული გუნდის ხელმძღვანელები ფეხბურთელის თამაშით უკმაყოფილონი არიან, რადგან 24 წლის იტალიელმა ფორვარდმა მასზე გაცემული ავანსების გამართლება ჯერჯერობით ბოლომდე ვერ მოახერხა. მიმდინარე სეზონში იმობილემ ბუნდესლიგაში ჩატარებულ 15 შეხვედრაში მხოლოდ 3 გოლის გატანა მოახერხა.

    იმობილეთი დაინტერესებას იტალიური “მილანი” და ინგლისური “ლივერპული” იჩენენ.

    1. პოგბას სახელი 100 კაციდან არ იცოდა 99 ეგ თუ იცი შენ? რომელი ტრანსფერი გააკეთეს სხვა გუნდს რომ უნდოდა და ააცალეს ცხვირწინ??? სანჩესში ეძვირა 25

  6. საკის დედაც და ტარპატონისიც ვისი მომყვანია მაროტა გამაგებინეთ??? იტურბე და სნეიდერი ვერ იყიდა როჟამ, მოათრევს 10 პადოინს და ვუყუროთ ისევ სვარკას, 21 წლის ვარსკვლავი რატო უნდა გაყიდოს გუნდმა გამაგებინეთ ვინმემ?????????

  7. რეალს და სხვებს რომ სურდეთ რა გასაკვირია,მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ პოლს დაუყოვნებლივ წასვლა სურს,ეს ფულის ხამებია რომ ოცნებობენ მილიონებზე! ამ ბიჭმა გარკვევით თქვა რომ შესანიშნავად გრძნობს იუვეში თავს და მასთან ერთად ტიტულების მოპოვება უნდა!

    1. საკი კი არა ტრაპატონი იყო)) და რაც მაგან თქვა ბევრ რამეში ვეთანხმები,რაც იუვეს და ფეხბურთს ეხება,მაგრამ გაყიდვა ბიზნესია და აქ კამათი შეიძლება,ფეხბურთის ცოდნაში არ ვეკამათები))

    1. მომავალ წელს რომ გაყიდონ რა დაშავდება?ფასი დაიკლებს თუ პირიქით? ტიპს ყოველ თამაშში 10 მილიონი ემატება)) და ცოტა ხანი დატოვე,შენც გამოგადგება და მეტსაც იხეირებ! ეგრე უფრო ლოგიკური არ არის?რა ვიცი ვერ გავიგა მაგათი ლოგიკა.

      1. რატო უნდა გაყიდონ რატოო გამაგებინეთ ??? არ მესმის თქვენი ესეტი ვარსკლავი გყავთ და გუნდიდან უშვებ და ჩემპ ლიგა გინდათ როგორ ვითი უნდა მოიგოთ ??? დარმიანებით და პელუზოებით და პადოინებით???

  8. Visac ggoniat ro pogba iuventinoa da iuveshi darchena unda, tqveni azrit raiolas movaleoba raari? Raiola izaxis imas rac realuria, pogba kide imas izaxis rac konkretul momentshi awyobs, raiolas sityvebis mere saertod AR gamikvirdeba anielim imaze adre ro gayidos pogba, vidre tviton pogba moindomebs wasvlas

    1. რაიოლა ჩალთლახია, რაც უფრო ძვირად გაყიდის ფეხბურთელს მით უფრო მეტ მილიონს მიიღებს. აგერ შურლეს აგენტმა 2 მილიონი მიიღო ვოლფსბურგისგან :დ

  9. პოგბა თუ წავა აუცილებლად ვერატი უნდა მოვიდეს…იყო საუბარი პოგბა ვერატი კავანიზე გაცვლა კარგიი ვარიანტია თუ კიდე თანხას დამატებენ….პოგბა 120-150…..ვერატი და კავანი 80-90 და რამოდენი მილიონი კიდეე … მაროტა რისი გამკეთებელია ვნახავტ ზაფხულში:D ისე მაროტა მაროტა უზახე ტქვენ და კაცი შევა ისტორიაში საუკეთესო ტრნსფერით 300 000 ევროიანი ფეხბურტელი თუ 120 მილიონად გაყიდა:D

  10. 2გუნდია ჩემი აზრით ვისთანაც შეიზლება გადაიდეს პოგბა ისევდა ისევ პსჟ იქედან გამომდინარე რო მაინც ფული ბატონობს დგეს ფეხბურთში და ასევე მეორე ფაქტორი პარიზი და საფრანგეთი.ასე რეალი რომელიც სულ პიარდებოდა და პიარდება იმით რო ყველა ვარსკვლავი მადრიდში მიდის:)))…ერთია ახლა შესწევს ზალა 150მილიონი გადაიხადოს რეალს კიდევ ამხელა მეგა ტრანსფერი განახორციელოს,არვიცი არვიცი..უკვე იმხელა თანხაზეა საუბარი რო გააფრენს კაცი დგეს თუ 94 მილიონია ფასი ზაფხულში სავარაუდოთ 120-150ითამაშებს..ჩემთვის და ყველა თქვენთაგანისთვის რათქმაუნდა იმ ფეხბურთელის ყურება მთავარი რომელიც სიამოვნებას განიჩებს..დელ პიეროს მერე ესე თუ ვინმე მომეწონებოდა და ესე კვირიდან კვირამდე დაველოდებოდი იუვეს თამაშ პოგბიტოს საყურებლად არ მეგონა :forza: :forza: :forza:

  11. მამენტ, პოგბას ერთი ფეხბურთელი ვერ შეცვლის, მაგრამ ვიტსელს თუ მოუყვანენ ვერატისაც, მემგონი ურიგო არ იქნება. ამ ზაფხულს დიდი ალბათობით გაყიდიან პოგბას, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს რეალობაა. მთავარია სწორად დაიხარჯოს აღებული ფული, თორემ შეუვლელი ფეხბურთელი არ არსებობს

  12. რამდენი ხანია ჩვენს საიტზე კომენტარი არ დამიწერია, პაროლი აღარ მახსოვდა და ახლა სპეციალურად აღვადგინე, რომ მეთქვა: ანიელი, შენ ხარ უტვინო იხვი. რა ვიცელი, მე მართლა შენი ვიცელი, ეს შეცვლის პოგბას? ფუი ამათი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.