ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ძამპარინი :”ეყოფა კი ტურინს დიბალასთვის ფული?”

მაურისიო ძამპარინი გეგმავს გაყიდოს პალერმო და საკუთარ საქციელს ხსნის იმ გარემოებით, რომ ბოლო პერიოდში სპორტის ნომერ პირველი სახეობა ფულის გასათეთრებელ მანქანად იქცა. მასში მომრავლდნენ “ზვიგენები”, რომლებიც ანადგურებენ სანახაობას. ეს ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო რაც არ განხორციელდა კონტრაქტის გახანგრძლივება დიბალასთან…

“ეხლა უკვე გარანტიას ვიძლევი, რომ აუცილებლად გავყიდი. თავდაპირველად ჩვენ შევთანხმდით კონტრაქტის გახანგრძლივებაზე და დავპირდი ფეხბურთელს მაქსიმალურ ანაზღაურებას რაც კლუბს შეუძლია ამ ეტაპისთვის. ეს თანხა შეადგენდა 1 მილიონ ევროს წელიწადში. ზუსტად ერთი თვის შემდეგ მან მიღალატა და თავი დაკარგა. ამაში დანაშაული მიუძღვით იმ “ზვიგენებს”, რომლებიც არსებობენ თანამედროვე ფეხბურთში. მათ ყველაზე მთავარი რამ გააფუჭეს და დააკარგვინეს 21 წლის ბიჭს რეალობის შეგრძნება. თავის დროზე მასსზე 12 მილიონი ევრო დავკარგე. მის სწორ განვითარებაში მწვრთნელ იაკინისაც დიდი წვილი აქვს შეტანილი. პირადად ჩემთვის კი იგი როგორც შვილი ისე იყო, მაგრამ ვითარებამ იმ დონემდე მიგვიყვანა, რომ ერთმანეთს აღარ ველაპარაკებით. გული მერევა იმ სიბინძურეზე და ადამიანებზე, რომლებიც ანადგურებენ ფეხბურთს”.

“უშუალოდ დიბალას რაც შეეხება ჩვენ არ გვაქვს კონტაქტი ნეაპოლიტანელებთან. თუმცა, მე დამიკავშირდა მაროტა და შემდეგი რამ მითხრა: “თუ არ აპირებთ დიბალასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას, მაშინ იუვე მზად არის შეიძინოს იგი. ჩვენ სერიოზულად ვართ მისით დაინტერესებულნი”. ჩემი პასუხი იყო ასეთი :”ბეპე, ბედნიერი ვიქნები თუ კონკრეტულად თქვენ მოგყიდით, რადგან არ მსურს მისი იტალიიდან წასვლა. მაგრამ პირდაპირ გეტყვით, არანაირი ფასდაკლება! გაიხსენეთ პასტორე”. კარგად ვიცი, რომ იუვე ეკონომიურად ახორციელებს ინვესტიციებს, თუმცა ჩვენ გვაქვს შემოთავაზებები საზღვარგარეთიდან: პსჟ, ჩელსი… მაროტა, მოდი დავილაპარაკოთ ტრანსფერზე, მაგრამ ნუ დაგავიწყდება, რომ იუვე არ ფლობს არც ნავთობს და არც გაზს. შესაბამისად შეიძლება უბრალოდ არ გეყოთ თანხა მის შესაძენად”-განაცხადა პალერმოს პრეზიდენტმა.

 

წყარო: Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

33 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ირაკლი მარუქაშვილი

https://m.youtube.com/watch?v=GcV_KNlekAc
ეს ნახეთ აბა. :) მაგარი კაცია… აი ეს გაასწორებდა… 19 წლისაა თან.

| Newsphere by AF themes.
33
0
Would love your thoughts, please comment.x