ჯიოვინკოს ტრანსფერის მიმოხილვა
ამერიკის შეერთებული შტატების ლიგაში იტალიელი ფორვარდი გადაბარგდა, რომელიც “იუვენტუსში” გამოდიოდა. სებასტიან ჯიოვინკო 28 წლისაა და უკვე “ტორონტოს” მოთამაშე. მოთამაშემ ტურინულ გრანდთან კონტრაქტი ორ მხრიანი შეთანხმების თანახმად გაწყვიტა და კანადურ კლუბს შეუერთდა. სებასტიანი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანაზღაურებით გამოირჩევა, მან 4 წელიწადში 44 მილიონი აშშ დოლარი უნდა მიიღოს და ეს წლიურად 11 მილიონ დოლარს უდრის. მასიმილიანო ალეგრიმ იტალიელის გაშვება შემდეგი სიტყვებით ახსნა, :“მე სხვა გეგმები მქონდა!” დიდი ვარაუდით ეს სიტყვები ალესანდრო მატრის უკავშირდებოდა, რომელიც ალეგრის ერთ-ერთი ფავორიტია “კალიარიში” თამაშის შემდეგ.
მას შეეძლო ევროპაში დარჩენა და მაღალ დონეზე თამაში, მაგრამ მან კანადა არჩია. ამის მთავარ მიზეზად ხელფასი სახელდება, მაგრამ რეალური მიზეზის ამოხსნა რთულია. ოკეანის იქით, მას უკვე დახვდნენ.
მოთამაშემ კანადაში საყვარელი ნომერი აირჩია, საუბარი ათიანზეა, რომელიც ტურინში დელ პიეროს შემდეგ ტევესმა მოირგო. მოთამაშისგან საკმაოდ კარგ თამაშს უნდა ველოდოთ მოცემულ სიტუაციაში, რადგან იტალიელის დონე მეტად აღემატება კანადის დონეს.
მოთამაშე ტურინის “იუვენტუსის” აკადემიაში ჩამოყალიბდა პროფესიონალ ფეხბურთელად და მას შემდეგ 130 მატჩი ჩაატარა, სადაც მხოლოდ 20 გოლი გაიტანა. “სერია B”-ში თამაშისას ჯიოვინკო “ემპოლის” ფეხბურთელი გახდა 1 სეზონით, მან 37 მატჩი 6 გოლი შეაგდო, შემდეგ კი “პარმაში” 2 სეზონის განმავლობაში საკმაოდ კარგი იყო, შემდეგ იტალიელი 11 მილიონ ევროდ “იუვეში” დაბრუნდა.
“მსურდა მეპოვა ქალაქი და კლუბი სადაც მე კარგად დამხვდებოდნენ და კარიერულად ზრდას განვაგრძობდი. კლუბი მხოლოდ ამ კრიტერიუმებით ავირჩიე, სულ ეს არის.”-აცხადებს სებასტიან ჯიოვინკო უკვე კანადიდან.
ახლა ჯიოვინკოს ადგილი კლუბში დაბრუნებულმა ალესანდრო მატრიმ დაიკავა, ხოლო ჯიოვინკოს ტურინის “იუვენტუსმა” წარმატება უსურვა!
მატრი არის ტიპიური ცენტრფორვარდი … ჯოვინკო კი “მეორე თავდამსხმელი” ან ზოგ შემთხვევბში გარემარბიც … სად მატრი და სად ჯოვინკო ..? წელს თუ ზაფხულში 11 მილიონი დაჯდა ჯოვინკო და ეხლა უკაპიკოდ გაუშვეს .. მაშინ აფერულ ამათ სატრანსფერო პოლიტიკას … ეს მიუთითებს ანიელი-მაროტას დუეტის დაბალ კვალიფიკაციაზე … მით უფრო რა გახდა ის 6 თვე დაეტოვებინათ
მატრი და ჯოვინკოს შედარებაზე არაა საუბარი, ჩვენ ეხლა ჯოვინკოს ტიპის თამაშის გამამწვავებელი უფრო გვჭირდება ზამენაზე, ვიდრე მატრი, რომელისნაირი 2 ისედაც გვყავს
კი მართალია … მაგ ფუნქციას აწი კომანი შეასრულებს] მაგრამ ჯოვინკოც არ იმსახურებდა მსგავს მოქცევას … მით უფრო თუ ამ ბედლოვლათებმა 11 გადაიხადეს მისი ტრანსფერის გამოსყიდვაში გასულ ზაფხულს
სება აბა შენ იცი,ნაკრებში გელოდები.
მატრის ისევ ეს ყოფილიყო ჯობდა, სკამიდან მაგრა აძლიერებდახოლმე… ტანაც ტავის პოზიციაზე არ ტამაშობდა