ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ნედვედი : “სტურარო და ბერარდი იუვენტუსის მომავალი არიან”

ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდამ და ამჟამად დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, პაველ ნედვედმა ტუტოსპორტთან ინტერვიუში ძალიან საინტერესო შეკითხვებს უპასუხა და ვიდეო-გამეორებების თემასაც შეეხო : “უკვე ყველაფერს მივეჩვიეთ, მოედანზე თუ მის ფარგლებს მიღმა, “იუვენტუსს” უტევენ.ჩვენ იტალიის საუკეთესო კლუბი გვყავს, ამას ყოველ დღე ვამტკიცებთ და არაა საჭირო, ფეხბურთელებმა პრესასთან საუბარში აგრესია გამოხატონ ჩვენს მიმართ.არ ვაპირებ, ვინმესთან პოლემიკა გავმართო, ფაქტი ფაქტად რჩება, ჩვენ ბევრად წინ ვართ.საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, მაგრამ სიძლიერე ფეხბურთში არასდროს დაიმალება, უძლიერესს კი ბევრი მტერი ჰყავს.”

ახლა ნედვედი ჩეხეთში იმყოფება, სადაც ზაფხულში ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონატი ტარდება.პაველმა შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა და ტალანტებზე ისაუბრა : “ჩემი აზრით, იტალიის ნაკრების მომავალ ლიდერებად სტურარო და ბერარდი ჩამოყალიბდებიან, სტეფანო არენდიდან იანვარშივე დავაბრუნეთ, რადგან თავის გამოჩენის შანსი მისცემოდა.დომენიკო კი კალჩოს ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდაა, იგი სასოულოში თამაშობს, მაგრამ მის უფლებათა პაკეტს ჩვენც ვფლობთ.ეს ფეხბურთელები – ბიანკონერების მომავალი არიან.ჩემპიონთა ლიგა ? – ფავორიტები ნამდვილად არ ვართ, უძლიერესებად რეალი, ბარსელონა და ბავარია რჩებიან, მაგრამ შეგვიძლია, ჩვენი სიტყვა ვთქვათ.მთავარი საფიქრალი ახლა ბორუსიასთან უმძიმესი მატჩებია, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ როგორ მდგომარეობაშია, ლიგაზე აუტსაიდერი არ არსებობს, შანსებს 50-50 – ზე შევაფასებდი.რომასთან ჰანდიკაპი გვაქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა მოვდუნდეთ, ჩემპიონთა ლიგა დიდ ენერგიას წაგვართმევს, თუმცა გვჯერა, ბარიერს გადავლახავთ.შეუძლებელია, გუნდმა ყველა მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატაროს, ამიტომ ზოგჯერ რაღაც სირთულეებს ვაწყდებით, მაგრამ ფეხბურთელები თითოეულ შეხვედრაში ასი პროცენტით იხარჯებიან და ფიქრობენ, რომ ყოველ მოგებას შეუძლია სკუდეტოს ბედი გადაწყვიტოს.შვიდი ქულა ? – ეს ხომ ორი მარცხია.ჩემი თანამდებობა ? – ძალიან მომწონს, მუდამ დაკავებული ვარ, თუმცა ბევრს ვსწავლობ, რადგან გამოცდილება შევიძინო.პრეზიდენტობა ? – ამჟამინდელი მდგომარეობით კმაყოფილი ვარ, არ ვიჩქაროთ.”

წყარო : Football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

10 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Tornike Iosava
9 years ago

პაველა პრეზიდენტიი ვაა რა მაგარია + ბებერი ორი მგელი ეყოლება გვერძე დელპო და ტრეზეგე და პიზდეც ტრიო იქნება თან დელპო და ტრეზეგე რო მივლენ ან დელპო და პაველა ფეხბურთელთან საბაზროთ მარტო ამ ორი ლეგენდის ხათრით დავთამხდებიან : )))) ეჰჰ წავედი მე ოცნებებში

vakhtang karchava
9 years ago
Reply to  Gio Darja

100% ხარ! ამასთან პოგბა უნდა შეინარჩუნონ (რამდენიმე წლით მაინც) და მერე შეიძლება პრეტენზია გვქონდეს ლიგის მოგებაზე…

Di Francesco # 1
9 years ago

ამას ხო ვერ ვასწავლე ფეხბურთი, რა შუაშია სტურარო და ბერარდი იუვეს მომავალი არი დიაბალა, შემოდი ბიჯო კვირაში ერთხელ მაინც ამ საიტზე და მასტერკლასებს ჩაგიტარებენ :lool:

d a v i d
9 years ago

დიბალას რას ერჩი? :chuvak: ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელია… :kenwvla:

Di Francesco # 1
9 years ago
Reply to  d a v i d

არაფერს უბრალოდ იუვესთან არანაირი კავშირი არააქ და ალბათ არც ექნება :chuvak:

arseni
9 years ago

ჯერ რა დროისია … ჩეხეთში მგონი ივნისში ტარდება ევრო-2015

arseni
9 years ago
Reply to  arseni

აი მანდ უნდა დაამტკიცონ ამ ეტაპზე თავისი შესაძლებლობები ბერარდიმ, სანსონემ, რუგანიმ და სხვებმა .. ჩემი აზრით ვერატიც უნდა იყოს იმ ტურნირზე და ეს გამოტაყვანების გაზაზე მდგარი ნარცისი დე შილიო ….ცც

arseni
9 years ago
Reply to  arseni

აი მანდ უნდა დაამტკიცონ ამ ეტაპზე თავისი შესაძლებლობები ბერარდიმ, სანსონემ, რუგანიმ და სხვებმა .. ჩემი აზრით ვერატიც უნდა იყოს იმ ტურნირზე და ეს გამოტაყვანების გაზაზე მდგარი ნარცისი დე შილიო ….ცც ვფ + ძAძA

ცოტნე სამსონაშვილი

პაველი მაგარი პრეზიდენტი იქნება სული არენანება იუვესთვის :love: :love: :love: :love:

| Newsphere by AF themes.
10
0
Would love your thoughts, please comment.x