ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“პოგბა, არ დატოვო ტურინი!”

“იუვენტუსის” ყოფილი ბრაზილიელი ნახევარმცველი პოლ პოგბას რჩევას აძლევს, რომ ტურინი არ დატოვოს, მისი თქმით თავისი წასვლაც ნაადრევი იყო. ბრაზილიელმა 2006 წელ ტურინის “იუვენტუსი” კალჩოპოლის სკანდალის გამო დატოვა და მადრიდის “რეალს” შეუერთდა.

“როცა ფაბიო კაპელოს მადრიდში გავყევი “იუვენტუსი” უფრო რთულ სიტუაციაში იყო ვიდრე “რეალი”. კალჩოპოლიმ “იუვენტუსს” უდიდესი დარტყმა მიაყენა, კლუბი იძულებული გახდა ფეხბურთელები სხვადასხვა კლუბებში გეასხვისებინა. მე “რეალის” კონტრაქტს დავთანხმდი და ვიცოდი, რომ არანაკლებ ძლიერ კლუბს ვუერთდებოდი. შემდეგ ყველაფერი გართულდა, “იუვეში” თავს კარგად ვგრძნობდი, რასაც “რეალზე” ვერ ვიტყვი, ვწუხვარ, რომ კლუბი დავტოვე… პოგბა? ვფიქრობ, მისთვის ფული არაფერს ნიშნავს. ისიც ჩემნაირ სიტუაციაშია და გაუწონასწორებელ გადაწყვეტილებას უნდა ერიდოს. ტურინი 2006 წელთან შედარებით ახლა ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია. “რეალი” მისით ინტერესდება? მადრიდელები ყოველთვის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბს წარმოადგენდნენ, მაგრამ “იუვეც” არანაკლებია, მათ ისტორიული სახელი დაიბრუნეს, დომინანტი იტალიაში და ერთ-ერთი საუკეთესო ევროპაში! თუ პოგბა დარჩება მას კიდევ ბევრის სწავლა შეუძლია იტალიაში. მიუხედავად, იმისა, რომ პოგბა ფანებს უყვართ მას ვერავინ შეედავება, თუ მას წასვლა სურს, წავა, მაგრამ მან უნდა გაითვალისწინოს, რომ ახალ კლუბში აბსოლიტურად ყველაფერს ახლიდან იწყებ. თუ პოგბა დარჩება მას ფენომენალური მასწავლებელი, სახელად ანდრეა პირლო ეყოლება და ის ტურინში თავს იდეალურად იგრძნობს. პოგბას შედარება თავის ასაკის სხვა ფეხბურთელებთან სისულელედ მიმაჩნია, რადგან მას იდეალური თვისებები აქვს. ბრაზილიური ტექნიკა და ევროპული სიძლიერე, ერთ ფეხბურთელში ყოველივე ეს იშვიათად იყრის თავს. მის ადგილზე მე კლუბიდან წავიდოდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ვინანებდი! “ბარსელონაში”, ან “რეალში” მას ძალიან ცოტა დრო ექნება თავის წარმოსაჩენად, ისინი იმდენ შანსს არ მისცემენ, რამდენიც მას იტალიელებმა მისცეს დასაწყისში. წავა, თუ არა? ფეხბურთში ყველაფერი ხდება, მაგრამ არსებობენ ფეხბურთელები, როცა თვალს დახუჭავ და მათ მხოლოდ ერთ მაისურში ხედავ. პოგბა ზიდანს ძალიან გავს, მაგრამ მან ჩემი აზრით, არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. მე პოგბას წარმოდგენა სხვა ფორმაში მიჭირს. რუდი გარსია? “სერია A” განსაკუთრებულია, ყველაფერს ველოდოთ. მისი ინტერვიუები გამაოგნებებლია, ჩემ დროს ასეთი ლაპარაკი მხოლოდ გასახდელში იყო… ჯამში, პოგბა, არ დატოვო ტურინი!“-აცხადებს ემერსონი.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
mamuka tsagareishvili
9 years ago

პოგბა დღეს დღეობით ყველაზე ნათელი მომავალია და მისი გაშვება არ შეიძლება.მაგრად დამწყდება გული :juvee: :juvee:

mamuka tsagareishvili
9 years ago

:forza: :forza: :forza: :forza:

juventino3969
9 years ago

ნუ შვრები ბიჭო! ნუ შვრები! :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool:

9 years ago

პოგბა არ დატოვო იუვე და ვალიკო აღარ მინდა ბინოკლიიიი……

9 years ago

თუ პოგბა წაგიდა იუვე ბევრს დაკარგავს!!!!

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x