ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი :”თამაშის სცენარიდან გამომდინარე შედეგი მისაღებია”

“რეალობის შეგრძნება ნამდვილად არ დაგვიკარგავს, უბრალოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ მეტოქე იმყოფება კარგ ფიზიკურ კონდიციებში, ხოლო ხელოვნური საფარი დამატებით თავისტკივილს სძენს მეტოქეს, რომელიც სამწუხაროდ არ იყო ჯეროვნად მობილიზებული. პირველივე წუთებში მეტოქეს ოთხი ხელსაყრელი ეპიზოდი ვაჩუქეთ, ხოლო თავად არაფერი გაგვიკეთებია პასუხისთვის. თითქმის ყველა ორთაბრძოლას მეტოქე იგებდა და ამიტომ რაიმე ზედმეტი კომენტარისგან თავს შევიკავებ. შემდგომ ჩეზენა მოეშვა და ჩვენ გამოვიყენეთ შანსები, რომლებიც გვქონდა. სამწუხაროა რომ ვერ მოვახერხეთ მესამე ბურთის გატანა და საერთოდ პენალტის გამოყენება. ეხლა ორიენტირებულნი ვართ ბერგამოელებთან დაპირისპირებისთვის რის შემდეგაც დავიწყებთ ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრს. ეტაპობრივად ასეთი მატჩები კარგია, რადგან მიწაზე ვბრუნდებით და მაღლა ცაში აღარ დავფრინავთ”– საუბრობს მატჩის შემდგომ პრესსკონფერენციაზე მასიმილიანო ალეგრი.

“ვიდალი? ბევრს საუბრობენ მის ფორმაზე და რატომღაც მიიჩნევენ, რომ ჩილელი არ იმყოფება იდეალურ კონდიციებში, თუმცა თუ გამოწვეულია პენალტის ვერ გამოყენებით, ამაზე კომენტარიც კი არ ღირს. სამხრეთ ამერიკელი ერთ-ერთი საუკეთესო იყო პირველ ნახევარში. რატომ ვუბრუნდები ხშირად 3-5-2-ს? ეს არ არის გამოწვეული რაიმე პრობლემებით, უბრალოდ კვირაში ერთხელ წვრთნებისას ვამუშავებთ ამ სათამაშო მოდულს. ჩეზენასთან კი ყველაფერი გამოწვეული იყო არა სახარბიელო სათამაშო სურათიდან. შეგვეძლო ბუნებრივია სხვაობის გაზრდა რომაელებთან, მაგრამ თამაშის სცენარიდან გამომდინარე ის შედეგი რაც დაფიქსირდა იყო ალბათ საუკეთესო. მეტოქეს შევაქებ და ვიტყვი, რომ მათთან იოლი გასეირნება არავის ელის”.

“ითიშება თუ არა პოგბა პერიოდულად გუნდური თამაშიდან? ბოლო პერიოდში ფრანგი არ ჩამოსულა საგამომცემლო ნომრების პირველი გვერდებიდან. არ მაღიზიანებს ეს ფაქტი, მაგრამ ფეხბურთელზე იგი აუცილებლად იქონიებს ზეგავლენას. იგი გადაღლილი მეჩვენება და თუ კი ასეთ ინფორმაციას გადადებს გვერდზე ვფიქრობ იგი იპოვნის ბალანს. მარკიზიოს ხშირად აქებენ ამ კომპონენტში და ვეთანხმები, მაგრამ პერიოდული ჩავარდნა ყველას შეიძლება ჰქონდეს”.

წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ გვერდი

32 thoughts on “ალეგრი :”თამაშის სცენარიდან გამომდინარე შედეგი მისაღებია”

  1. დღევანდელ დღეს აპენინელი ფორვარდებიდან ბებრადის დავიმატებდი და თუ იქნებოდა საშუალება დიბალასაც მოვკიდებდი ხელს, მაგრამ არ მიგვაკარებენ მაგას სამწუხაროდ გრანდები ფასიდან გამომდინარე

  2. სადაა ის ხალხი ტევესს რო ლანძღავენ ) ერთადერთი ფეხბურთელი დღეს იუვეში რომელიც ჩემპიონია ) თავდასხმის ხაზსს ვგულისხმობ ) მის გარეშე ბევრს კარგავს იუვეს შეტევა ) გუნდში სადაც შემტევი ნახევარმცველი არაა ))) კარლიტოსს რო ყავდეს 1 მაღალი დონის კრაინი ნახევარმცველი გვერდით უფრო ეფექტური იქნებოდა ) არის თამაშები როცა მეტოქე იკეტება, ტევესი ცენტრში ჩადის ბურთის მისაღებად ) ბონუჩის კიდე ვინც მცველობა დააბრალა )) არ ვიცი რა ) ვაბშე 0 იაა )) მცველი მოქნილი უნდა იყოს და არა ეგეთი ლობიო რომელიც პოზიციურად ძაან სუსტია ) კომენტარებს ვნახახულობ ყველა ზაზაზე წერს )) :D ზაზა ძაან უდონო იგროკია ) რა დაინახეთ მაგ ზაზაში გამაგებინა ერთი ) იუვეში თუ მოვიდა ნახავთ მკვდარივით იქნება )) :D ) იმობილე იმობილეო ყველა რო გაიძახოდა ) სხვათაშორის იმობილე იტალიაში ზაზაზე 10 ჯერ მაგრად თამაშობდა ) წავიდა გერმანიაში და რას შვება ) საზიზღარად თამაშობს რასაც ქვიაა ) არის ფეხბურთელები რომლებიც დიდი გუნდისთვის არ არიან დაბადებული ) ეგეთია ზუსტად ზაზა ) რამდენი მაგალითი იყო ეგეთი ) ბორიელო რომელიც ვერაფერს აკეთებდა იუვეში , ჯენოაში ზაზაზე მაგრად თამაშობდა ) იგივე მატრი კალიარიში ) ჯოვინკო პარმაში ) ჯილარდინო რომელიც დიდ გუნდში დაიკარგა ) ზაზა მოვა ეხლა და იუვეში გახდება ტრეზეგე თუ რა გგონიათ )) :D ან თუ რომელიმეს გონია რო ეგ მორატაზე უკეთ ითამაშებს ძაან ცდება ) ერთადერთი მგონია რო რუგანია დასაბრუნებელი და ბერარდისაც შეილება შამსი მისცენ ) აქ რო წერენ სანსონე ზაზა ბერარდიო შეტევაში სქემებს ხაზავენ :D:D: )) ძაან მიკვირს ) ტევესი წავა ბოკაში და ვინ უნდა შეცვალოს არ ვიცი )) გაიხსენეთ არგენტინელი სანამ მოვიდოდა რა დღეში იყო იუვეს შეტევა ) კონტეს ვინ დაეყენებია არ იცოდა ) რამდენი უგულო ფრე ითამაშა გუნდმა ) დიდი გუნდი თუ გინდა იყო ) გუნდი რომელიც ლიგაზე წამატებას მიაღწევს დიდი ფეხბურთელებიც უნდა გყავდეს ) გუნდში ნახევარმცველი არაა კრაინი ) რომელიც გარდატეხას შეიტანს თამაშში ) დაცვა კიდე სუსტი ) დორტმუნდი ტურინში გაიტანს და ეგ იქნება ) იძახეთ მერე ვარდება ბუნდესლიგაშიო ) დორტმუნდს უფრო ყავს ნახევარმცველები გუნდში ) კაგავას დონი ნახევარმცველიც რო არ გეყოლება გუნდს რაზეა საუბარი ) მაღალი პრესინგი ისეთი როგორიც დორტმუნდს უყვარს ) და დაიკარგა იუვეე გამოთიშა პირლო და ცენტრი თამაშიდან ) წინ კიდე მარტო ტევესი სირბილის მეტს ვერაფერს იზავს ) ფეხბურთელი არაა გუნდში რომელიც თავის თავზე აიღებს თამაშსს )

    1. გეთახმები 100%, ტევესი თამაშობს ფლეიმეიქერსაც და ფორვარდასაც. ამ 4 ნახევარმცველიდან არცერთი არაა შემტევი, მართალია სხვა პლიუსები აქვთ მაგარმ მათი ძლიერი მხარე შეტევა ნაღდად არაა, ბონუჩი კიდევ რავ ვიცი ძალიან არასტაბილურია მცველისთვის ეგ ძალიან ცუდია, მოკლედ მორატა უნდა დავიტოვოთ და დიბალა ან კავანი თუ დავიტრიეთ კარგი იქნება, იმობილეს მაღალი კლასი არასდროს მჯეროდა და კიდევაც ეტყობა ბორუსიაში რისი მაქნისიცაა

  3. ალეგრის ჯერ კიდე აქ ნდობა და მემგონი შეინარჩუნებს
    დი კარლომ ბევრი გუნდი მოიარა ბოლო პერიოდში მარა ბოლომდე არსად არ დააცადეს, შეუძლია მაგას მინიმუმ ევროპა ლიგისთვის მებრძოლი კლუბის გაწვრთვნა

  4. გუშინ ჩვენმა ვირმა ითამაშა ნახევარი საათი, მარჯვენა ფლანგის ნახევარმცველი იყო, დაცვასაც აკონტროლებდა და წინაც მიდიოდა

  5. დი კარლოა კარგი მწვრთვნელი და ტრინერის ხელი ეტყობოდა გუნდს, სამპდორია რო გავიდა ლიგაზე იმ დროიდან მახსოვს დი კარლო, ძან კარგად ითამაშა პლეიოფი უბრალოდ ცოტა დააკლდათ, პაცინი – კასანოს დუეტით

  6. glapi komani mirchevnia brat im shenelebuli kadris yurebas,araferi dashavdeboda 20 wutit adre ro shemoeshva
    da padoini tuar tovebdes lixshtainerze uketes shtabechdilebas am sezonshi
    sudiam dagvindo tore yvitlis mere ramdenjer dajarimda gasagdebic iyo
    didis ambit eteneba shetevebshi da moaqvs mere burti ukan bufontan
    fuu ras gavda wuxandeli amati tamashi
    am vidals kide rato artymevineben penalts
    vax gadamreven eseni

  7. კომანს ისევ ჯობია მორატა – ლორენტე დააყენოს და კიდე გამოცადოს რომელი აჯობებს ბორუსიასთვის, მორატა ფავორიტია ამ წუთას მარა მაინც მგონია რო ლორენტე უფრო გამოგვადგება დორტმუნდთან

    ___________________________________ბუფონი_________________________

    კასერესი_____________ბონუჩი______________ოგბონა_________დე ჩელიე

    _________________სტურარო_________მარკიზიო_______პოგბა___________

    __________________________________პერეირა_________________________

    ___________________________ლორენტე______მორატა___________________

    ეს იქნება კაი, თუმცა სეიძლება კიელინი დააყენოს ფორმაში რო შევიდეს

  8. აი პარასკევს უნდა ველოდოთ როტაციას ბორუსიასთან მატჩამდე… სავარაუდოდ დე ჩელიე, სტურაროც და კომანიც იქ გამოჩნდებია. თუმცა, ატალანტა კერკეტი კაკალია და რამდენად ღირს გარისკვა ეგეც საქმეა

  9. რა ზამენა უნდა ისწავლოს, ერთადერთი ვინც რეალურ ძალას წარმოადგენდა სკამზე სება იყო და გაყიდეს, ვინ უნდა შემოიყვანოს სკამიდან? პერეირა? მაგას ფეხბურთელად რატო ვთვლით საერთოდ? :lool: პადოინი? ღლაპი კომანი? მაგი მოიგებს თამაშს? კომანი უნდა ათამაშო მაშინ 5-0ს რო იგებ, თუ 100 კილოიანი პეპე? :lool:

  10. 3-5-2 მაინც დაეყენებია, 2 მცველში ოგბონას საუკუნეა არ უთამაშია, ამიტო ჯობა ცენტრში ბონუჩი დამდგარიყო მარჯვნივ კასერესი და მარცხნივ ოგბონა, აქვთ კიდევაც ამ სამეულს ნათამაშები და არ გაუჭირდებოდათ

  11. ტევესი რა შუაშია? :lool: ბონუჩი ოგბონა უფრო კარგად ითამაშებდა ხო ტევესი რო ყოფილიყო :lool: ტევესის საქმე მორატამაც კარგად გააკეთა, ტევესზე უკეთესადაც, ისე თამაშობს ოლო ტურებია ტევესი

    1. იმ შუაშია რომ გავუშვით 2 და გავიტანდით 4, შენ არ გევასება ტევესი და არ გინდა ამის აღიარება, ტევესი ნახევარდაცვას ეხმარება კარგად და ფლეიმეიქერის ფუნქციასაც ითავსებს რაც ნაკლებად იწვევს ბურთის დაკარგვას და მეტოქის კონტრშეტევები უფრო ნაკლებადაა მოსალოდნელი, აი ამიტომაა ტევესი შეუცვლელი იუვესთვის

  12. bijo zamena iswavle shen drouli !!!!!!!!!!!!!
    ro xedav ar mizdis tamashi lorentes shecvale ra amis dedavatire marto chven vamchnevt? sad gaqvs tvalebi!!!!!!!!
    anarada vis unaxav sturaros,komans,pepes,de chelies,nu evra kai iyo gushin mara, atamashe ra axalgazrdebi samwniled inaxav ????
    lixshtainerze ukve guli mereva gaatriet ra
    pirlos lamisaa suli gasdzvres
    wadi ra alegri wadi ! :blin:

  13. კიელინი კი არა გუშინ ბარძალის ვნატრულობდი ბონუჩის მაგივრად )) ეგეთი კატასტროფა ტიპი არ ყოფილა ამ სეზონში.

  14. კიელინის მლანძღავები კიდე სადახართ? ნახეთ თურმე რამდენ ხარვეზს მალავს კიელინი? კიელინის შეცდომით როდის გაუშვა იუვემ გოლი? მაქსიმუმ წელიწადში ორჯერ სტანდარტის დროს ვიღაცამ დაჩაგროს თუარა თამაშის პროცესში კიელინი იდეალურად თამასობს ყოველთვის, ახლა იტყვით რეალთან მაგან წაგვაგებიოა, ჯერ ერთი რონალდო საჯარიმოს გარეთ წააქცია და პენალტი არ იყო და მერე მეორე იმ უხეშობაზე ყვითელ ბარათს უფრო ხშირად აძლევენ ვიდრე წითელს

  15. მარკიზიო ბოლოს როდის ნახეთ რო უკნიდან მიზდევდეს მის კაცს? პირლოს და მარკიზიოს თუ დააკვირდებით ყოველთვის პირისპირ უდგანან შემტევებს და ისე ართმევენ ბურთს, პოზიციურად სწორი თამაშის დამსახურებაა მაგი და იტალიაში ყველაზე კარგად იციან, განსაკუთრებით პირლოს და მარკიზიოსნაირმა იტალიელებმა

  16. მარკიზიოს ხშირად აქებენ კიარა ერთადერთი კაცია რომელიც ორთაბრძოლების 90%ს იგებს და მოწინააღმდეგეს პირისპირ უდგება და ბურთს ართმევს, მარკიზიოს ნაირი ჩამშლელი არ თამაშობს სერი ა_ში, დე როსი დეროსია მარა მაგიც ვერ ახერხებს იმდენჯერ ბურთის ართმევას მოწინააღმდეგისთვის რამდენჯერაც მარკიზიო აკეთებს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.