ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინი ვასკესით დაინტერესდა…

მიმდინარე სეზონის აღმოჩენები უდაოდ არიან სიცილიური პალერმოს ორი არგენტინელი ფეხბურთელი – დიბალა და ვასკესი. სხვათაშორის ორივეს ბედს ტურინულ გრანდს უკავშირებენ, მაგრამ დიბალას შემთხვევაში ეს ფაქტიურად შეუძლებელია რადგან არსენალმა უკვე გააკეთა 40 მილიონიანი შეთავაზება. ძამპარინი ამ ეტაპზე აქტიურად მართავს მოლაპარაკებებს არსენალთან. აი რაც შეეხება მეორე არგენტინელს, რომელიც ამპლუით არის ნახევარმცველი გაცილებით მეტი შანსი აქვს ბიანკონერიში ჩარიცხვასთან. აპენინური პრესის ინფორმაციით ძამპარინი მაროტას სწორედ ფრანკო ვასკესის ტრანსფერს დაპირდა. არც მისი აგენტია წინააღმდეგი და აცხადებს, რომ მისი კლიენტი ბედნიერი იქნება თუ ასეთ დიდ კლუბში განაგრძობს საფეხბურთო კარიერას.

იუვეს ექს ფეხბურთელი ალესანდრო ბირინდელი ასევე დადებითად უყურებს სამხრეთ ამერიკელი ტრეკუარტისტას ჩარიცხვას ალეგრის გუნდში. მისი თქმით იგი ბევრად პროდუქტიული იქნება ვიდრე უესლი სნეიდერი:

“ვფიქრობ, რომ არგენტინელს დიდი მომავალი აქვს. პალერმოს რიგებში ვასკესი ფანტასტიურ თამაშს აჩვენებს. მისი ტრანსფერი იუვეში იქნებოდა სწორი ინვესტიცია. ფრანკო პრესპექტიულია და სწორედ ასეთ კლუბში ავიდოდა იგი უფრო მაღალ სიმაღლეზე. სნეიდერი? პირადად ჩემზე, რომ ყოფილიყო მას არც იანვარში დავიმატებდი არადა ზამთარში იგი ლამის მთავარი გმირი იყო სატრანსფერო ბაზარზე. დიახ, იგი შესაძლოა მეტად გამოცდილია, თუმცა უპირატესობას მაინც ვასკეს მივანიჭებდი”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
jek17
9 years ago

ვერ გაიგეს ამ უტვინო ფეხბურთელებმა რო არსენალი არაფრის მომგები გუნდი არ არის,მაქსიმუმ ინგლისის ფა თასი მოიგოს,ფულზეა გადასული ფეხბურთი დიდი ხანია და ბიზნესია თორე არსენალსა და იუვეს შორის არჩევანს რა დაფიქრება უნდა :loool:

Giorgi kasrashvili
9 years ago

zamparini sityvis kaci xar?

kargi iqneba tu moiyvanen da bolo bolo moixsneba gamtamasheblis problema tore vidali mis poziciaze agar tamashobs ukve kai xania da arcaa produqtiuli…

pogbas gayidian da zaza-vaskesi-darmiani da top forvardi cavan-dzeko-jekson martinesibamatgan ert ertiii…. aseve lorente gaushvan totenhamshi da roca teves wava 10iani berardis chaacvan!!!

Gio Darja
9 years ago

აუ მაგრად მევასება ვასკესი, თან იტალიაში უნდა მთელი გულით თამაში, კონტეც გამოიძახებს მგონი ნაკრებში

d a v i d
9 years ago

:up: დიბალა მინდოდა მარა მაგის ფასი ნამეტარი გაიწელა, :boli:

კონტეს თუ ვენდობით ცუდი იგროკი არ უნდა იყოს და მოვიდეს რა :boli:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x