ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მორატა: ” ტურინში ბედნიერი ვარ ”

ალვარო მორატას თქმით, მან “იუვენტუსსა” და “რეალს ” შორის გაფორმებული კონტრაქტის დეტალებზე არაფერი იცის და ამ საქმეს მთლიანად ხელმძღვანელობასა და საკუთარ აგენტს მიანდობს. როგორც ჩანს, ესპანელი ტურინში თამაშით ბედნიერია: “ ნამდვილად არ ვიცი, რას ითვალისწინებს კონტრაქტი. აქ ყოფნით ბედნიერი ვარ, ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. “ჩეზენა”? პირველი გოლი მე გავიტანე, მაგრამ ხელოვნურ მინდორზე თამაში ძალიან ძნელია. საწყენია, რომ ვერ შევძელით გამარჯვების მოპოვება, “რომასთან” სხვაობის გაზრდის კარგი შანსი გვქონდა, თუმცა სეზონი ჯერ კიდევ შორსაა ფინიშისგან. რაც შეეხება “ჩემპიონთა ლიგას”, იქ მარტივი თამაშები არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ “ბორუსიას” შიდა ჩემპიონატში არც ისე კარგად მისდის საქმე, დარწმუნებული ვარ ბოლო ამოსუნთქვამდე იბრძოლებენ ჩვენთან. პოგბა? ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე მსოფლიოში საუკეთესოთა რიცხვშია. ასეა თუ ისე, პოლი აქ, ჩვენს შორის ყოფნით ბედნიერია. ” -აცხადებს მორატა.

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giorgi khatelashvili
9 years ago

moumate da upro bednieri iqnebi !!!

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x