ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პირლო : “როცა ვიგრძნობ, რომ დროა – ფეხბურთიდან წავალ”

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა, ანდრეა პირლომ იტალიურ პრესას საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ მისცა და რამდენიმე საინტერესო შეკითხვას გასცა პასუხი.უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ ლეგენდარული მაესტრო კიდევ რამდენიმე არ აპირებს ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას : “კიდევ რამდენიმე წელი მინდა, ფეხბურთი ვითამაშო, ეს სპორტი სიგიჟემდე მიყვარს და 15 წლიდან, ამ საქმეს ვაკეთებ.როცა ერთ დღესაც გავიღვიძებ და მივხვდები, რომ დროა, კარიერას დავასრულებ.კონტე ? – ანტონიომ ნაკრებში დანიშვნის შემდეგ აძურიში გამომიძახა და მოწვევაც სიამოვნებით მივიღე, თუ შევძლებ, ევრო 2016 მინდა ვითამაშო.2006 წელი ? – იმ წელს, იტალიას საოცარი თაობა ჰყავდა, საბედნიეროდ, ტიტული ჩვენ დაგვრჩა.გერმანიასთან ჩატარებული დამატებითი 30 წუთი იტალიური ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო დროა, ნამდვილად, ჩვენ დავამარცხეთ მასპინძელი, დორტმუნდში, 70 000 გულშემატკივრის თვალწინ.უკანასკნელ წუთებში გერმანელთა კარს ორჯერ რომ ავიღებდით, ვერავინ წარმოიდგენდა.”

“2012 წლის ევროპის ჩემპიონატი ? – სიმართლე გითხრათ, ფინალი ნამდვილად არ მახსოვს” – ხუმრობს ანდრეა ესპანეთთან 4-0 წაგებულ მატჩთან დაკავშირებით : “ესპანელებმა საოცარი შეხვედრა ჩაატარეს, ჩვენ კი ენერგია არ გვეყო, ტიტული დელ ბოსკეს გუნდს დამსახურებულად დარჩა.მიჰაილოვიჩის რეკორდი ? – სამპდორიას ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს საჯარიმოდან 28 გოლი აქვს გატანილი, მე 25, იმედი მაქვს, მის რეკორდს დავამხობ.ჯარიმის გატანა საოცარი რამაა, უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, მე ეს ხელოვნება ჟუნინიოსგან ვისწავლე, საუკეთესო შემსრულებლად სწორედ პერნამბუკანო მიმაჩნია.საუკეთესო ჯარიმა ჩემს კარიერაში ? – ალბათ, მექსიკასთან გატანილი საჯარიმო კონფედერაციის თასზე, ბრაზილიაში.”

ანჩელოტიზე : “ანჩელოტიმდე, დაცვის წინ საყრდენი ნახევარმცველები თამაშობდნენ, უფრო ჩამშლელები, ვიდრე შემქმნელები.ამ პოზიციაზე გამთამაშებლის დაყენებამ კი, თამაში მეტად სანახაობრივი გახადა.მიხარია, რომ იტალიაში ჯოგო ბონიტოს ( ლამაზი თამაში ) ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი ვარ, მოგებას გაცილებით დიდი ფასი ფასი აქვს, თუ იგი ლამაზი ფეხბურთითაა მოპოვებული.კარლომ ჩემს კარიერაში გარდამტეხი როლი ითამაშა, სწორედ ორ ნაწილად იყოფა ჩემი საფეხბურთო ისტორია, ანჩელოტიმდე და მის შემდეგ.რეალურად, ფეხბურთის თამაში მაშინ დავიწყე, როცა მეორე ფორვარდის პოზიციიდან უკან დავიხიე და გამთამაშებელი გავხდი, ანჩელოტი კი “მამაჩემია”, საფეხბურთო თვალსაზრისით.ცხოვრებაში იგი ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია, ვისაც შევხვედრივარ, მწვრთნელებს შორის კი – საუკეთესო იტალიელი.მილანში მასთან ერთად არაერთი ტიტული მოვიგე, ახალგაზრდა გუნდი გვყავდა, მონდომებული, ბრძოლისუნარიანი, იმ პერიოდმა ცხოვრების საუკეთესო მეგობრებიც მაჩუქა, ალესანდრო ნესტასა და ჯენარო გატუზოს ვგულისხმობ, უმაღლესი დონის პროფესიონალებს.”

 “იდეალი ? – რაღა თქმა უნდა, რობერტო ბაჯო.მისნაირად ფეხბურთს ვერცერთი იტალიელი ვერ თამაშობდა.ინტერში 18 წლის ასაკში მივედი, ნერიაძურის რთული პერიოდი ჰქონდა, მწვრთნელები იცვლებოდნენ, ჩემს პოზიციაზე კი ბაჯოსა და იური ჯორკაეფის დონის მოთამაშეები თამაშობდნენ.მათ გვერდით გატარებულმა წლებმა გამოცდილება მომიმატეს, მქონდა შესაძლებლობა მათ გვერდით მეთამაშა, ვინც ბავშვობის კუმირები იყვნენ.ათიანები ? – მიშელ პლატინი, ჯანფრანკო ძოლა და რობერტო მანჩინი.”

სტამბულის ფინალზე : “იმ ღამეს მივხვდი, რომ ფეხბურთს უდიდესი ტკივილის მოყენებაც შეუძლია.პირველ შვიდ წუთში სამი გოლის გატანის შემდეგ, ლივერპულელებმა გაგვითანაბრეს, დუდეკმა კი შევჩენკოს საოცარი ბურთი აუღო, იერჟის თვალები დახუჭული ჰქონდა, თუმცა სეივი მაინც განახორციელა.ის გრძნობა ვერაფრით დავამარცხე, თამაშის შემდეგ მსურდა, ფეხბურთიდან წავსულიყავი.საბედნიეროდ, დარდი ორი წლის შემდეგ მოგებულმა ტიტულმა შემიმსუბუქა, ათენში, ის ჩემი მეორე ჩემპიონთა ლიგა იყო.2007 წლის ოქროს ბურთი ? – არა, მას სწორედ კაკა იმსახურებდა და არა მე.ეს ჯილდო იმ ფეხბურთელებისთვისაა შექმნილი, ვისაც გოლები გააქვს, სწორედ ამიტომ, კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის დღეს კონკურენტი არ ჰყავთ.თუ ხავისა და ანდრეს ინიესტას ოქროს ბურთი მოგებული არ აქვთ, არა მგონია, მის მოგებას ვიმსახურებდე.”

პოლ პოგბაზე : “მას შეუძლია, იუვენტუსის მომავალი გახდეს.ფრანგს ყველაფერი აქვს, ფიზიკურად ძლიერია, ტექნიკურია, მოედანს კარგად ხედავს და უძლიერესად ურტყამს.მსოფლიო ფეხბურთში პოლმა საკუთარი სიტყვა უნდა თქვას, დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება.ჩემპიონთა ლიგა ? – იუვენტუსის ევროპაში წარუმატებლობა ასე მარტივად არ აიხსნება, აქ რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი, ფეხბურთელთა მდგომარეობა, ტრავმები, შანსების გამოყენება.24 თებერვალს მოუთმენლად ველით, დორტმუნდის ბორუსიასთან განსაკუთრებული მატჩი უნდა იყოს.თუ შემდეგ ეტაპზე გავალთ, ყველაზე მეტად მადრიდის რეალს არ ვისურვებდი მეტოქედ, თუ შევხვდებით, მხოლოდ ფინალში.”

“მილანზე” : “როსონერიში გატარებული ათი წლის შემდეგ დრო იყო, ცხოვრებაში რაღაც შემეცვალა.ჩემს კარიერას ახალი გამოწვევები სჭირდებოდა, ჩემში რაღაც არ მუშაობდა, საშინლად ვგრძნობდი თავს.შინაგანად მსურდა, გამარჯვების გზაზე დავბრუნებულიყავი, იუვენტუსში გადმოსვლა იყო საუკეთესო მათ შორის, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო.ჩვენ ზედიზედ სამი სკუდეტო მოვიგეთ და ყველაფერს ვიზამთ, რომ წელს მეოთხეც შევმატოთ მონაგარს.ალეგრისთან კონფლიქტი მილანში ? – ტყუილია, ჩემი წამოსვლა მაქსის გადაწყვეტილება არ ყოფილა, ეს იყო ჩემი არჩევანი, წამოვედი და საკუთარ თავს დავუმტკიცე, რომ ფეხბურთის უმაღლეს დონეზე თამაში ისევ შემიძლია.”

წყარო : football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
DeL_PieRoOo
9 years ago

:forza: მადლობა ამ სტატიისათვის კარგი იყოო :*:*::* იმედია დადგება ჩევნი დრო ევრო ტურნირებზე:* :forza:

juve-1995
9 years ago

მოგესალმებით ბიჭებო, მოგვიანებით გიერთდებით კიდევ ერთ ერთი იუვეს გულშემატკივარი. ხშირად შემოვდივარ აქ და ვკითხულობ სტატიებს და თქვენს კომენტარებს. კველაფერი კარგად იქნება მჯერა იუვე ნელ ნელა იბრუნებს ძველ სახეს და დაველოდოთ ჩვენც მოთმინებით უბრალოდ ჩვენ მალე გვინდა ის იუვე ვიხილოთ წლების წინ რომ გვახსოვდა მაგრამ ესე უცებ ვერ ხერხდება და რა ვქნათ. წარმატებები ჩვენს იუვეს და თქვენ ყველას პირად ცხოვრებაში, ყველგან და ყოველთვის იუვეეე :forza: :forza: :forza:

nino gvimradze
9 years ago

მაესტრო…გენიოსია…

Di Francesco # 1
9 years ago

ისე წელს ლიგა რო მოვიგოთ ოქროს ბურს ვინ მოიგებს? ალბათ მთავარი კანდიდატი პირლო იქნება იუვედან

Samtrediel90
9 years ago

პირლო,ბუფონი.. მარა მეკარეები მაინც უშანსოდ არიან ყოველთვის
ამათ მერე ალბათ პოგბა

Di Francesco # 1
9 years ago
Reply to  Samtrediel90

პოგბას გოლები ვერ გააქვს და საგოლე პასებს ვერ აკეთებს და რატო? პირლო მაინც სახელის გამო ვთქვი თუარა არც მაგი არ თამაშობს იმ თამაშს რო ბურთი მოიგოს

Samtrediel90
9 years ago

რატო და ყველაზე მეტი პოტენციალი მაგას აქვს ერთერთი საუკეთესოა გუნდში ამ წუთას
თორე მასე შეიძლება ლორენტემ მოგვაგებინოს ლიგა რა ვიცი მე

arseni
9 years ago

წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგე 2016 ში კი ევროპა და მერე …………

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x