ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჭორები – “მანჩესტერ იუნაიტედმა” პოგბა, ან კავანი უნდა აირჩიოს!

Daily Express-ის თანახმად ლუი ვან გაალის გუნდმა არჩევანი პოლ პოგბასა და ედინსონ კავანის შორის უნდა გააკეთოს. ვან გაალმა უკვე აღიარა, რომ კრეატიული ნახევარმცველები სჭირდება, ყოვეილვე ეს მან ESPN-სთან ინტერვიუში განაცხადა. კავანი თავის მხრივ ინგლისელებისთვის ნაკლებად საჭიროა, რადგან მათ შეტევას 3 უმაღლესი კლასის ფორვარდი და 1 ახალგაზრდა აკომპლექტებს, რობინ ვან პერსი, უეინ რუნი, რადამელ ფალკაო და ჯეიმს უილსონი. ედინსონ კავანის ფასი 60 მილიონ ფუნტად ითვლება, მან ამ სეზონში 16 გოლი გაიტანა ყველა ჩემპიონატზე, მაგრამ მისით ფრანგული მხარე აშკარად უკმაყოფილოა. “პსჟ” თავისმხრივ მზადაა კავანი “იუვენტუსს” პოგბაში გაუცვალოს, რაზეც იტალიელები უარზე არიან. “მანჩესტერ იუნაიტედი” ახლა მესამე ადგილზე იმყოფება ინგლისის ჩემპიონატში და ნახევარდაცვის პრობლემების გამო ჰოლანდიელმა მწვრთნელმა უეინ რუნი ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე განამწესა, ფაქტია, რომ პოგბა უფრო საჭიროა ინგლისელებისთვის, მაგრამ ყველაფერი ზაფხულში გაირკვევა.

წყარო: Bleacher Report

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
jek17
9 years ago

ეგ მაგრად იციან,აირჩიოს,იუვენტუსს არ ეკითხებიან და პოგბას?შუა თითზე თუ სმენიათ რამე მანჩესტერში :lool:

DeL_PieRoOo
9 years ago

:forza: აირჩიოს :D:D კარგია არავინ არ უშვებ ს

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x