ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიო “ჩემპიონთა ლიგის” ფინალს უმიზნებს

“იუვენტუსის” “ბორუსიასთან” დაპისიპირება სულ უფრო და უფრო ახლოვდება და მატჩის მოლოდინიც მხოლოდ მატულობს. კლაუდიო მარკიზიოს თქმით, “იუვენტუსს” ყველაფერი აქვს, რაც შემდეგ ეტაპზე გასვლისთვისაა საჭირო და მეტიც, “ჩემპიონთა ლიგის” ფინალსაც კი უმიზნებს…

ჩვენ ყოველთვის გამარჯვებისთვის ვიბრძვით, ამიტომ მიზანი ფინალში თამაშია. “ბორუსიასთან” თამაშში კარგად გამოჩნდება, რა შეგვიძლია. მერვედფინალის საგზურის ადვილად არ მოგვიპოვებია, ეხლა უნდა ვაჩვენოთ, რომ ყველაზე მაღალი მიზნები გვაქვს. მეოთხედფინალში გასვლა ძალიან მნიშვნელოვანია, გუნდთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ, რომ ასეც მოხდეს. პირველ თამაშს სახლში ვთამაშობთ, სრული კონცენტრაცია გვმართებს, გულშემატკივრების მხარდაჭერა უნდა გამოვიყენოთ.

ვართ თუ არა ერთ დონეზე ევროპულ კლუბებთან? “ბორუსიასთან” ნამდვილად, ცოტა გამართლებით ალბათ “რეალსა”, “პსჟ”-სა და “ჩელსისთანაც”. გერმანელებთან ტოლსწორად ვითამაშებთ და ვნახოთ რა მოხდება. ადრინდელი მატჩები? “ბორუსიასთან” წინა დაპირისპირებებიც ნანახი მაქვს, “იუვენტუსის” თამაშებს ყოველთვის ვადევნები თვალყურს, განსაკუთრებით 90-იან წლებში. 1993 წელს უეფას თასი მოვიგეთ, “ჩემპიონთა ლიგის” ფინალში კარგად მახსოვს დელ პიეროს ქუსლით დარტყმა, თუმცა მაშინ დორტმუნდელებმა იმარჯვეს. იმ წლებში ეს ორი გუნდი საკუთარ ქვეყანაში დომინირებდა. ” -აცხადებს მარკიზიო.

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
juve-1995
9 years ago

დორტმუნდთთან ძველი ანგარიშები გვაქვს გასასწორებელი და უეჭველი ვიგებთ ამ დუელს :juvee:

A.DP
9 years ago

მთავარია სახლში გოლი არ გაუშვათ ჩემო კლაუდიო :juvee:

d a v i d
9 years ago

:up:

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x