ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “მნიშვნელოვანი სამი ქულა უნდა მოვიპოვოთ”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი “ატალანტასთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე ჟურნალისტებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა : “ვიცით, სამი ქულის მოპოვება ხვალინდელ მატჩში უმნიშვნელოვანესია.ჩემი აზრით, ახლა გუნდს მოტივაციის პრობლემა აქვს, ბევრი ამბობს, რომ ჩემპიონის ტიტული უკვე მოგებულია, სინამდვილეში ასე არ არის.არა მგონია, რომასთან ახლა არსებულმა შვიდქულიანმა ჰანდიკაპმა რამე გადაწყვიტოს, წინ ბევრი თამაშია და ჩვენი მოწინააღმდეგეები დანებებას არ აპირებენ.ბერგამოელებთან მატჩის დასრულებისთანავე ფიქრს “ბორუსიასთან” შეხვედრაზე ვიწყებთ, მანამ ეს გამორიცხულია.ჩეზენასთან თითქოს კარგად ვითამაშეთ, თუმცა ორი ქულა გავატანეთ ქარს, ჩემპიონატის ერთ-ერთმა აუთსაიდერმა იდეალური თამაში აჩვენა და დამსახურებული ქულა აიღო, არადა რომ მოგვეგო, ცხრა ქულით გავდიოდით წინ.დედამიწაზე დავეშვათ, უახლოეს დაპირისპირებებზე ვიფიქროთ და საჭირო ქულები მოვიპოვოთ.როტაცია ? – ეს სიტყვა ჩემთვის არ არსებობს, მოედანზე ხვალ ის თერთმეტი მოთამაშე გამოვა, ვინც ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მზად იქნება ბრძოლისთვის.”

“ტევესზე ბევრის თქმა არ შემიძლია, კარლიტო შესანიშნავ ფორმაშია, მონდომებულად ვარჯიშობს და შესანიშნავ სეზონსაც ატარებს, კარგად დაისვენა და ახლა ყველაფრისთვის მზადაა.ახალი კონტრაქტი ? – არ ვიცი, დღევანდელი დღით ვცხოვრობ, რა საჭიროა ამაზე ახლა საუბარი, სეზონის ბოლოს დავილაპარაკებთ და ყველაფერს გადავწყვეტთ.ტევესი უდიდესი პროფესიონალი და კარგი ადამიანია, იუვენტუსი არგენტინელს დიდ პატივს სცემს.რაც შეეხება ანდრეა ბარძალის, იგი ჯანმრთელია და ვფიქრობ, მოედანზე გასვლა შეუძლია.ბორუსიასთან მატჩის შემდეგ მეგობრული მატჩი გვაქვს დაგეგმილი და იქ შეფასდება ახლახან გამოჯანმრთელებული ფეხბურთელების მდგომარეობა.”

“დორტმუნდის ბორუსიასთან მატჩზე ფიქრები ? – მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობ, მაგრამ უძლიერესი მეტოქე გვყავს.დაუმარცხებელი არავინაა, შესაბამისად, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ.მნიშვნელოვანია, საკუთარ მოედანზე მშრალად შევინახოთ კარი.თუ ფრე, მხოლოდ ნულოვანი, ჩემი გუნდი მზადაა შემდეგ ეტაპზე სათამაშოდ და ამისთვის ყველაფერს გავიღებთ.წინა წლებში იურგენ კლოპის შეგირდებმა არაერთ წარმატებას მიაღწიეს, მათ გამოცდილი, მაღალი დონის გუნდი ჰყავთ.წინ გველის მატჩი, რომელიც 180 წუთი გაგრძელდება, ყველაფერი სტუმრად შეხვედრაში გადაწყდება.ვინ არის ჩემთვის ტევესი ? – იგივე, რაც ბარსასთვის მესი, რეალისთვის რონალდუ და პარიზელებისთვის იბრაჰიმოვიჩი, იგი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტევესის გარეშე ჩეზენასთან ფრე მისაღებია.”

“პირლო ? – უშეცდომო არავინაა, თუმცა იგი მშვიდადაა, მონდომებული.თუ შენი შეცდომის შემდეგ გოლი გავა, კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვევი, პირლო ჩვენი ტაქტიკის უმთავრესი ბირთვია, არც მიკვირს, რომ მოედანზე ხშირად იყენებს იმას, რისი ნიჭიც აქვს, ფინტებს ვგულისხმობ.”

წყარო : football italia

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x