ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პოგბას ანელკა “ჩელსიში” წასვლას ურჩევს

“ჩელსის” ყოფილი ფეხბურთელი ნიკოლას ანელკა თანამემამულე პოლ პოგბას მოუწოდებს, რომ უარი განაცხადოს “მანჩესტერში” თამაშზე და ლურჯებს შეუერთდეს. მოგეხსენებათ მოთამაშე ტურინული გრანდის ღირსებასაც იცავდა 6 თვით. ანელკას სჯერა, რომ პოლს შეუძლია ნებისმიერ კლუბში თამაში და თავის წარმოჩენა, მან ამის შესახებ Daily Express-თან ისაუბრა. “პოლს ნებისმიერ კლუბში თამაში შეუძლია, მას აქვს უნარი თეორია წარმოადგინოს პრაქტიკაში. ჩემი რჩევა “ჩელსი” იქნება, თუ ის კლუბს დატოვებს, მათ ახლა ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი და მოთამაშეები ჰყავთ, ასევე ძლიერები არიან ფინანსურად, რაც რომან აბრამოვიჩის დამსახურებაა. ანალოგიური შემიძლია ვთქვა “რეალ მადრიდზეც”, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბი. ანჩელოტისთან ერთად ის ბევრად მეტს ისწავლის.”-აცხადებს ფრანგი ფორვარდი. თუ ჭორებს დავუჯერებთ ფრანგი ახალგაზრდა ბოლო წლის ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია, “პსჟ”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ჩელსი”, “ბაიერნი”, “ბარსელონა” და “რეალ მადრიდი” არა ერთხელ დააკავშირეს მის სახელთან. პოგბას აგენტის თქმით მის სანაცვლოდ “იუვემ” მინიმუმ 85 მილიონი ევრო უნდა მიიღოს. “საჭირო დრო თუ იქნა, ზაფხულში პოლი კლუბიდან წავა, თუ არა და ის კლუბში დარჩება. ის სატრანსფერო რეკორდს მოხსნის, ვფიქრობ, ეს არავის გაუკვირდება. პოგბა ფეხბურთის “მონა ლიზაა”.”-აცხადებს მინო რაიოლა [პოგბას აგენტი].

წყარო : Daily Express

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

11 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
irakli28
9 years ago

1)100მ-ზე მეტადაც რო გაყიდონ ესენი მაგით ვერავის ვერ მოიყვანენ, მაქსიმუმ 30მ-ს დახარჯავენ ვიტსელდა ეგეთ გოიმებში და იტყვიან საუკუნის ტრანსფერი გავაძრეთო.
2)კავანი 60მილიონად იყიდეს და მიუხედავად იმის რო მაგის მერე ასაკიც მოემატა და ცოტა ფორმიდანაც ამოვარდა, მაქსიმუმ 15მ დააკლოს პსჟ-მ.
3) ვერატი კიდე რაც არი იმედია ლიგაზე მაინც ნახეთ, პოგბამდე შეილება ცოტა უკლია, მაგრამ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდაა და 30-40 ლიმონი ღირს

mamuka tsagareishvili
9 years ago

პოგბას შენარჩუნება როგორც ვატყობ იუვეს გაუჭირდება მისი წასვლიდ გუნდი დასუსტდება მითუმეტეს პირლო ასაკშია ასე რომ გულსაწყვეტია ვერატი კარგი ფეხბურტელია მაგრამ პოგბა მსოპლიოს ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდაა. :forza: :forza: ეხ იუვე ჯერ კიდევ ბევრია საჭირო ძველი სახელის დასაბრუნებლად ლიგაზე დამაჯერებელი თამაშია საჭირო :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

Giorgi kasrashvili
9 years ago

veratti gunds pogbas aryofnas ar daatyobs da cavanit kidev seriozulad gavdzlierdebit!!!

ase rom kargi iqneba eg gacvla…

juve-1995
9 years ago

პლის 2017 მდე აქვს კონტრაქტი თუ 2019 მდე?

juve-1995
9 years ago

კავანის 50 მილიონზე ნაკლებ ვინ მოგვცემს ძმა, და ასევე ვერატის, ვერატი უფრო მეტი ღირს

svani
9 years ago

აი პროსტა ამიხსენით კავანი+ვერატიში რატომ უნდა გაიცვალოს, როდესაც შეიძლება 100 მილიონზე მეტად ამის გაყიდვა ? ბეილი შეფუთეს და 100 მილიონად გაასაღეს და პოგბას (მითუმეტეს შენძრეული აგენტი ყავს) ვერ გაუბერავენ ღირებულებას ?

კავანი+ვერატის მაქსიმუმ 70 მილიონად იყიდი, მითუმეტეს კავანი აღარაა ის რაც იყო და მისი ფასი საგრძნობლად შემცირდა.

juve-1995
9 years ago

ანეკლა უეჭველი დაგრუზულია იუვეზე რომ არ დაიტოვეს და რაგაცით უნდა რომ აინაზგაუროს. ისე კავანი ვერატიში შეიძლება დაფიქრება, თან ვერატიმ რამდენჯერმე ახსენა სამშობლოში დაბრუნება მაგრამ ჯერ არაო და ალბათ 2 წელში გაიჩარხება ეს ტრანსფერი მარა იმ დროს კავანი როგორ ფორმაში იქნება კაციშვილმა არ იცის

giorgi nefaridz
9 years ago

შენღა გვაკლდი რა :lool: :lool:

irakli28
9 years ago

კავანი და ვერატიში გავცვლიდი, ფული ერთ ადგილას გაიკეთონ

Di Francesco # 1
9 years ago
Di Francesco # 1
9 years ago

მიდით ახლა და საკისაც შეეწინააღმდეგეთ, მეც რო იგივეს ვამბობდი 60 კაცი მეკამათებოდით :lool:

| Newsphere by AF themes.
11
0
Would love your thoughts, please comment.x