ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინი “ბორუსიასთან” მატჩისთვის მზადებაშია

ტურინის “იუვენტუსი” დორტმუნდის “ბორუსიასთან” მატჩისთვის განსაკუთრებული მონდომებით ემზადება.მასიმილიანო ალეგრის გუნდს არცერთი სერიოზული დანაკლისი არ აქვს, პირიქით, ტრავმა მოიშუშა და სრული დატვირთვით ივარჯიშა არტურო ვიდალმა, ნახევარმცველი გერმანელებთან სათამაშოდ ასი პროცენტით იქნება მზად.ამ დრომდე ბებერი ქალბატონის ლაზარეთში რომულო და კვადვო ასამოა რჩებიან, მათი გამოჯანმრთელება უახლოეს პერიოდში ფაქტობრივად, გამორიცხულია.”იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, მატჩამდე ბოლო ვარჯიშს გუნდი ორშაბათს ადგილობრივი დროით 15:00 სთ-ზე დაიწყებს და 15 წუთი ბაზა ღია ჟურნალისტებისთვისაც იქნება, 18:00 სთ-ზე ვინოვოს პრეს-ცენტრში ყვითელი პრესის წარმომადგენლებს მასიმილიანო ალეგრი და ჯანლუიჯი ბუფონი შეხვდებიან, 19:00 სთ-ზე კი “იუვენტუს სტედიუმზე” იურგენ კლოპის შეგირდები ივარჯიშებენ.

რაც შეეხება ძირითად შემადგენლობას, ასე თუ ისე საწყისი თერთმეტეული გულშემატკივრებისთვის ცნობილია.მაქს ალეგრი 4-3-1-2 ტაქტიკით ასპარეზობას აპირებს, კარს ჯიჯი ბუფონი დაიცავს, მარჯვნიდან მარცხნივ დაცვაში შტეფან ლიხტშტაინერი, ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი და პატრის ევრა ითამაშებენ, დაცვის წინ ანდრეა პირლო, ოდნავ მარჯვნივ კლაუდიო მარკიზიო, ოდნავ მარცხნივ კი პოლ პოგბა, ტრეკუარტისტა ბიანკონერებისთვის არტურო ვიდალი იქნება, წინახაზში არგენტინულ-ესპანური დუეტი, კარლოს ტევესისა და ალვარო მორატას სახით.ამ უკანასკნელს ფერნანდო ლიორენტესთან ბრძოლაში ფავორიტად ასახელებენ და ვნახოთ, რას გადაწყვეტს უშუალოდ მატჩის დაწყებამდე ტურინელთა დამრიგებელი.

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
9 years ago

Juve warmatebeb

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x