ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსამდე” “ბორუსიამ” სამიდან სამივე მატჩი მოიგო

ტურინის “იუვენტუსის” მეტოქე ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, დორტმუნდის “ბორუსია” ბიანკონერებთან შეხვედრას მშვენიერ განწყობაზე ხვდება.იურგენ კლოპის შეგირდებმა ბუნდესლიგაში გამართული ბოლო სამი შეხვედრიდან სამივე მოიგეს და უკანასკნელი პოზიციიდან მეთორმეტე ადგილამდე დაწინაურდნენ.ყველაზე დამაჯერებლად ამ სამი მატჩიდან ყვითლებმა “ფრაიბურგი” დაამარცხეს სტუმრად 0-3, პიერ-ემერიკ ობამეიანგისა დუბლისა და მარკო როისის გოლის წყალობით, შემდეგ იყო უხვგოლიანი მატჩი “მაინცთან”, 4-2 და “შტუდგარტთან” მოპოვებული გამარჯვება 2-3.ბოლო ორმა დაპირისპირებამ აშკარად აჩვენა, რომ დორტმუნდელთა დაცვის ხაზი მოწოდების სიმაღლეზე ვერაა და დიდი ალბათობით, ბიანკონერებმა სწორედ ეს კოზირი უნდა გამოიყენონ.შეგახსენებთ, რომ მატჩი ბებერ ქალბატონსა და გერმანელებს შორის 24 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 სთ – ზე დაიწყება.

2 thoughts on ““იუვენტუსამდე” “ბორუსიამ” სამიდან სამივე მატჩი მოიგო

  1. რაღაც სტატია ვნახე გერმამულ გამოცემაში ძლივს ვთარგმნე და ძაან მომეწონა სტატიის აზრი ის იყო რომ იტალიასა და სხვა ტოპ ჩემპიონატების შედარება იქნება იუვენტუსი ბორუსია ანუ იტალიის ჩემპიონი და მოქმედი პირველადგილოსანი ეთამაშება გერმანიის ყოფილ ბოლოადგილოსანს და გამოჩნდენბა რა დონეზე ვართ ძალიან მომეწონა და ამიტომ გადავწყვიტე აქ დამეწერა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.