ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსამდე” “ბორუსიამ” სამიდან სამივე მატჩი მოიგო

ტურინის “იუვენტუსის” მეტოქე ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, დორტმუნდის “ბორუსია” ბიანკონერებთან შეხვედრას მშვენიერ განწყობაზე ხვდება.იურგენ კლოპის შეგირდებმა ბუნდესლიგაში გამართული ბოლო სამი შეხვედრიდან სამივე მოიგეს და უკანასკნელი პოზიციიდან მეთორმეტე ადგილამდე დაწინაურდნენ.ყველაზე დამაჯერებლად ამ სამი მატჩიდან ყვითლებმა “ფრაიბურგი” დაამარცხეს სტუმრად 0-3, პიერ-ემერიკ ობამეიანგისა დუბლისა და მარკო როისის გოლის წყალობით, შემდეგ იყო უხვგოლიანი მატჩი “მაინცთან”, 4-2 და “შტუდგარტთან” მოპოვებული გამარჯვება 2-3.ბოლო ორმა დაპირისპირებამ აშკარად აჩვენა, რომ დორტმუნდელთა დაცვის ხაზი მოწოდების სიმაღლეზე ვერაა და დიდი ალბათობით, ბიანკონერებმა სწორედ ეს კოზირი უნდა გამოიყენონ.შეგახსენებთ, რომ მატჩი ბებერ ქალბატონსა და გერმანელებს შორის 24 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 სთ – ზე დაიწყება.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
forza bianconeri
9 years ago

დიდი ანგარიშით გამარჯვება არამგონია მაგრამ 1-0 2-0 არ უნდა გაგვიჭირდეს

toko juventus
9 years ago

რაღაც სტატია ვნახე გერმამულ გამოცემაში ძლივს ვთარგმნე და ძაან მომეწონა სტატიის აზრი ის იყო რომ იტალიასა და სხვა ტოპ ჩემპიონატების შედარება იქნება იუვენტუსი ბორუსია ანუ იტალიის ჩემპიონი და მოქმედი პირველადგილოსანი ეთამაშება გერმანიის ყოფილ ბოლოადგილოსანს და გამოჩნდენბა რა დონეზე ვართ ძალიან მომეწონა და ამიტომ გადავწყვიტე აქ დამეწერა

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x