ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ოსკარით ტურინი დაინტერესდა

“ჩელსის” 23 წლის ნახევარმცველს “იუვენტუსმა” თვალი დაადგა. ბრაზილიელი ნახევარმცველი შეიძლება პოგბას შემცვლელადაც განიხილებოდეს. მასიმილიანო ალეგრის გუნდი 4-3-1-2 ტაქტიკაზეა გადასული, სადაც კრეატიული შემტევი, როგორიც ოსკარია ნამდვილად უკეთესს გახდის სიტუაციას. ოსკარის სანაცვლოდ ლონდონური მხარე 30 მილიონ ევროს ითხოვს. ზუსტად იმდენი, რამდენის გადახდაზეც ზაფხულში “იუვენტუსმა” მხითარიანის სანაცვლოდ უარი თქვა. კუადრადოს შეძენის შემდეგ ოსკარის და ვილიანის ძირითად შემადგენლობაში თამაში ეჭვის ქვეშ დადგა, ბოლო მატჩებში ჟოზე მოურინიომ უპირატესობა ვილიანს მიანიჭა, ამიტომ ოსკარი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მერე დროის დეფიციტს განიცდის. 6 გოლი და 7 ასისტი 21 მატჩში, 4 ყვითელი და 1 მატჩის საუკეთესო მოთამაშე, 83,3%-იანი პასების სიზუსტის მაჩვენებელი, სწორედ ესაა სამხრეთ ამერიკელის მონაგარი. ოსკარი ფიზიკურად სუსტი, ტექნიკური და საშუალო სისწრაფის ფეხბურთელია, ინგლისში ფიზიკურ მომზადებას მეტი ყურადღება ენიჭება, რასაც მასზე დადებითად ნამდვილად არ უმოქმედია.

წყარო : Bleacher Report

26 thoughts on “ოსკარით ტურინი დაინტერესდა

  1. pirlos wasvlamde mivagwiot jer rames da pirlo rom wava manamde skiavone bertoluchi marone sturaro modis … verattizec vibrzolebt da shevavsebt mag adgils… gunds ashkarad schirdeba gamtamashebeli sneijderis stilis da ager batono oskari 30ml da moiyvanon an jovetic dadzabuliaq tan klubshi urtiertoba… an de bruini… ver xedavt rom shetevashi gvichiiiirs

  2. ამ წუთას წოლბურგის თავდასხმელი მაგრა მომწონს ტიპს შეგრძნება აქ გოლის გატანის იმენა გამტანია და არა გავრდნა ვუყურე რამდენიმე თამაშს მე მაგრად მომწონს და დროა ხელი მოვკიდოთ,,,

  3. გუნდში დავტოვებდი მარტო ამ ხალხს დანარჩენს გავუშვებდი
    მეკარეები: ბუფონი, ვოლპე, აუდერო
    მცველები: ბონუჩი, ბარძალი, კიელინი, კასერესი, ასამოა, ოგბონა
    ნახევარ მცველები: პირლო, ვიდალი, სტურარო, მარკიზიო, პოგბა, კომანი, ტელიო, მატიელო
    თავდამსხმელები: ტევესი, მორატა
    + ძაძა, რუგანი, ბერარდი, ლეალი
    შემდეგ ამ ხალხზე ვიჩალიჩებდი
    მცველები: დარმიანი, ვერტონგენი, რომანიოლი
    ნახევარ მცველები: დე ბრუენი, დეპაი, ფლორენცი
    თავდამსხმელები: მიტროვიჩი, მილიკი ან ლაკაზეტე.

  4. სიამოვნებით დავიმატებდი ოსკარს მაგარი კაი ფეხბურთელია კრეატიულია და მომწონს ძალიან ღიირს დათრევა მაგრამ სენი 30 მილიონს კი არა 20 მილიონს არ იმეტებენ ვარსკლავებში და

  5. 1juve says:
    პოგბას რომ მარონე ვერ შეცვლის თუნდაც 3 კარიერა შენ თვითონაც ხომ ხვდები? რაც შეეხება ვიდალს რომ არა ლევერკუზენის ჯიგრობა ეხლა ბაიერნის წამყვანი ფიგურა იქნებოდა

    1. ან იქნებოდა ან არა, კარგი ფეხბურთელი რო იქნებოდა მჯერა მარა ვიდალს იუვემ ბევრი მიცა, თუმცა მე სხვა რამეს ვამბობ იუვეს ვიდალი გრანდიდან არ წამოუყვანია და ლევერკუზენში ბევრი არც იცნობდა მაგას, არც მე
      მარონემ კიდე მარკიზიოსავით რო გაიხსნას 26-27 წლის ასაკში ხო შეიძლება? ხოდა მე მჯერა რო გაიხსნება

  6. სკიავონეს თამაშები ნახეთ მოდენაში, მთლად ვერატის დონეზე ვერ თამაშობს მარა მაგასაც დიდი მომავალი აქ, ჯერ 21 წლისაა თან ტურინელია

  7. ნახევარმცველების მეტი რა გვყავს, ვერატი თუ არ დაბრუნდა, სტურარო მარონე როსი ბერტოლაჩი სკავონე და კიდე ბევრი გვყავს, ახლა იტყვით ესენი არ არიან მზად იუვესთვისო, ვიდალი და პოგბა ხო იყო მზად რო მოვიდნენ, ორივე იუვემ შექმნა და ისე შექმნიან კიდე კარგ ნახევარმცველებს, სხვა გუნდის ვარსკვლავი არც აქამდე უყიდია იუვეს და არც აწი იყიდის, იუვე ყოველთვის თვითონ ქმნიდა ვარსკვლავებს და მე ვინც ჩამოვთვალე ის ხალხი კარგი მასალაა მაგისთვის

  8. mgel piero
    თუარა ჯერ არ უთამაშა მარონეს პირლოს ადგილზე, მარონეს ასაკში მარკიზიოსაც ბევრი ლანძღავდა მარა მერე კი გაიხსნა ბოლოდე, კაცმა არ იცის მარონე აწი რას იზამს, ნიჭი რო აქ ყველამ იცს

  9. პოგბამ ჯერ მარკიზიო ჩაანაცვლა და ახლა ვიდალის ადგილზე დგას, რა საჭიროა მაგის შემცვლელის მოყვანა? სასტავში პოგბას ადგილზე ვიდალი დადგება, ვიდალის შემცვლელია მოსაყვანი გამთამაშებლად

  10. 30ml dzaan oiafia… marota sadac meloshi gadaixade 25ml martinesshi 15 da islashi 18 da ra mere? chaikukunes 3vem…. xoda 30ml oskari win zaza dzeko da egaa!!! pogbas shemcvleli kiara gamtamashebelia mosayvani tore pogbas gareshe markizio vidal pigba aris da sturaro kide!!! ase rom pogba out da araferi ar dagvakldeba pirikit tavdasxma da gamtamashebeli anu sheteva gagvidzlierdeba

  11. პოგბა ჯერ არ უნდა გაიყიდოს,პირიქით 2 მაღალი დონის ფეხბურთელი ნახევრდახვაში და თავდასხმაში უნდა დაემატოს და ერთი პერსპექტიული მცველი,თუ ამას ვერ შეძლებენ მაშIნ უნდა გაიყიდოს და იმ ფასად რო 3 ტოპ ფეხბურთელი მოვიდეს,ყველა ხაზში თითო

        1. ბოლო ერთ კვირაში 8 გოლი შეაგდო.. ლევერკუზენთან პოკერი. ევროპაზე დუბლი და გუშინაც დუბლი… თან ვუყურე თამაშებს და იმენა კლასნად გრძნობს ალღოს გოლის გატანის სერიოზული ბიჭია

  12. 30 მილიონი ოსკარის ტრანსფერისთვის ბევრი არაა თუმცა მაგხელა თანხა ბოლოს როდის გადავიხადეთარც მახსოვს ალბათ ფილიპე მელოში :lool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.