ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პირლო : “ბორუსიას შესანიშნავი გუნდი ჰყავს, თუმცა ჩვენ მზად ვართ”

ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ანდრეა პირლომ დორტმუნდის “ბორუსიასთან” მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე იტალიელ ჟურნალისტებს საინტერესო ინტერვიუ მისცა : “ტურინში გამარჯვებისთვის მოვედი და საბედნიეროდ, ბოლო სამი წელია ტიტულები ნამდვილად არ გვაკლია, ახლა დროა, დასახული მიზნების შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ.კარიერის დასრულებამდე მსურს, კიდევ ერთხელ მოვიგო ჩემპიონთა ლიგა, ამისთვის დორტმუნდის ბარიერი უნდა გადავლახოთ, “ბორუსიას” შესანიშნავი გუნდი ჰყავს.როცა კარიერის დასრულების დრო მოვა, ვარჯიშზე მივალ და თანაგუნდელებს ვამცნობ, რომ ფეხბურთიდან მივდივარ, მაგრამ ვიცი, ეს დრო ახლა არ არის.მოედანზე როცა გავდივარ, მეტად მონდომებული და ამავდროულად გაბრაზებული ვხდები, რაც შეეხება ზედმეტსახელ მაესტროს, არ ვთვლი, რომ ჯარიმების შესრულებაში პირველი ვარ, ჩემი სტატუსი სტუდენტია, რადგან ცხოვრებაში სასწავლი კიდევ ბევრი მაქვს.გოლი ატალანტასთან ? – ჩეზენასთან დაკარგული ორი ქულის შემდეგ კიდევ ერთი შეცდომის დაშვების უფლება არ გვქონდა, ახლა რომაელებს ცხრა ქულით ვუსწრებთ, თუმცა ბრძოლა ჩემპიონობისთვის კალჩოში ბოლო ტურამდე გრძელდება.”

წყარო : football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x