ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი :”მოთმინება უნდა ვიქონიოთ”

“თამაშის სცენარიდან გამომდინარე სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. უფრო მეტი ბურთის გატანაც შეგვძელო და გვმართებდა კიდევაც. დაცვაში არ გამოვიყურებოდით ურიგოდ რამდენიმე კონტრ იერიშს თუ არ ჩავთვლით, რომელმაც საბოლოო ჯამში ჩვენი კარის აღება გამოიწვია. მეორე ტაიმი კი ფანტასტიურ ნოტაზე ჩავატარეთ, არც სისწრაფეში და არც ორთაბრძოლებში მეტოქეს არ ჩამოვრჩებოდით და პირიქით ვჯაბნიდით კიდევაც. კმაყოფილი ვარ თუ რა ამაღლებულ სულისკვეთებაზე ვასპარეზობთ გერმანელების წინააღმდეგ. წინ დიდი ბრძოლა გველის. პირლო? მას მარჯვენა ფეხის კუნთზე აქვს პრობლემა და ტრავმის შედეგები უკვე ხვალ გახდება ცნობილი. დალაგებულად და ერთსულოვნად ვმოქმედებდით მინდორზე. პირველ 45 წუთში მეტოქე კარგად კეტავდა ზონებს და აქტიურ პრესინგს მიმართავდა, მაგრამ შესვენების შემდეგ მნიშვნელოვნად დათმო პოზიციები. როდესაც ლიგაზე 16 საუკეთესო გუნდს შორის ხვდები, უნდა გამოიჩინო მოთმინება და ელოდო თუ როდის დაუცდება მეტოქეს ფეხი. ბუფონი? მას დღეს არ გადავურჩენილვართ”– განაცხადა მატჩის შემდეგ მასიმილიანო ალეგრიმ.

წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x