ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანჩელოტი :”ვფიქრობ, მორატა ტურინში დარჩება”

მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის მოსაზრებით ალვარო მორატა კარიერის ტურინულ გრანდში განაგრძობს მიუხედავად იმისა, რომ ესპანელებს აქვთ მისი გამოსყიდვის უფლება. ახალგაზრდა ესპანელი ფორვარდი საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს აპენინებზე და ამიტომაც გახდა ჟურნალისტების მხრიდან დაინტერესების სფერო :“მისთვის აუცილებელი იყო სათამაშო პრაქტიკის ქონა. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ ალვაროს არა ერთი მიმზიდველი წინადადებით მიმართეს, მაგრამ ის იყო იმ მოთამაშეთა შორის, რომლებმაც არჩევანი ტურინზე შეაჩერეს. თანამედროვე თავდამსხმელია – მაღალი სისწრაფე, კარგი ტექნიკური არსენალი და დაუღალავი შრომა წარმატების მოსაპოვებლად. დიახ, მის კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის თანახმადაც შეგვიძლია ესპანელის გამოსყიდვა, მაგრამ ვფიქრობ იგი ბებერ ქალბატონში განაგრძობს კარიერას”.

წყარო: Football Italia

7 thoughts on “ანჩელოტი :”ვფიქრობ, მორატა ტურინში დარჩება”

  1. ისე პაპა კარლოს რომ ვთხოვოთ ისკოს არ დაგვითმობს
    რეალიდან ყველაზე მეტად ეს მოთამაშე მინდა
    ყველაზე მეტად ეს 5 კაცი მინდა იუვეში
    ჰაზარი, ალაბა, სუარესი, ვერტონგენი, როისი.

  2. მაგარი ფეხბურთელი გაუშვა რეალმა.იგუანისა არ იყოს ძროხა ბენზემანი რო ამჯობინეს დაღეჭილ ბურთებს რო აძლევენ რეალში თავის გამოსაჩენად.

  3. რეალმა რადგან მორატას გაშვება გადაწყვიტა, მისი დაბრუნება პრაქტიკულად გამორიცხულია )) კიდე დიდი ხანი ძირითადის ფორვარდი ბენზემა იქნება, სკამზე კი ჩიჩარიტოსნაირი ფეხბურთელი ურჩევნია გუნდს ბუნებრივია რომელსაც პრეტენზია არ ექნება დიდ სათამაშო დროზე, მორატა ნაკრებს უმიზნებს, 22 წლისაა, მისთვის იუვეში თამაში უკეთესია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.