ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი: ” ბავშვობაში “მილანს” ვქომაგობდი, მაგრამ შემდეგ გემოვნება დამეხვეწა ”

ჯიორჯიო კიელინი გუშინ ერთ-ერთი იტალიური ტელეგადაცემის სტუმარი იყო და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. იტალიის ნაკრებისა და “იუვენტუსის” მცველმა “ბორუსიასთან” შეხვედრაში დაშვებული შეცდომაც გაიხსენა…

” ტურინში კაროლინა კოსტნერი ძალიან გვიყვარს, ამიტომაც ვეცადე მისი ფიგურული სრიალის ილეთი გამემეორებინა, თუმცა მინდორზე ამის გაკეთება ძალიან ძნელია – ხუმრობს კიელინი – ბავშვობაში მილანის ფანი ვიყავი, მაგრამ ადამიანი როცა იზრდები, გემოვნებაც გეხვეწება.. იმედი მაქვს კარიერას აქ დავასრულებ, თანაც, ხომ გესმით, ნელნელა წლები მემატება. ”

კიელინის ფეხბურთელების ქცევაზე ჰკითხეს სტადიონსა და მის მიღმა: ” მხოლოდ დრო გადის, ჩვენი სტილი კი იგივე რჩება. ვიდალს ან პოგბას თავიანთი მოჰიკანების მოჭრას ვერ თხოვ, მაგრამ რასაც ნამდვილად აქვს მნიშვნელობა, ეს ურთიერთობებია და ეს ჩვენს კლუბში ყოველთვის მონიტორინგის ქვეშაა. თუმცა ეს ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ ისეთი მოსაწყენები ვართ, როგორც შეიძლება ზოგი ფიქრობდეს. ”

” “სკუდეტო”? ახლა 32 “სკუდეტოს” მფლობელები ვართ, მაგრამ ჩვენი ტიტულების დარბაზი კიდევ გაიზრდება. ”

საუბრის ბოლოს კიელინის “სუპერ თასზე” “ნაპოლის” წინააღმდეგ აცილებული პენალტის გახსენებამაც მოუწია: “პენალტი იმიტომ დავარტყი, რომ ჩემი წინა მაჩვენებელი ორიდან ორი იყო. იმედი მქონდა ჩემს შეცდომას ჩემი თანაგუნდელები გამოასწორებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. იმ მომენტში მინდოდა მიწას ჩავეყლაპე. ”

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
simoni chigladze
9 years ago

Imedia iqac movugebt dortmunds,mgonia isev 2 it erts movugebt

simoni chigladze
9 years ago

eh jorjo sheidzleba shenma shecdomam dagvgupos

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x