ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკო მოტას ინტერვიუ

იტალიელი მარჯვენა მცველი, რომელიც “იუვენტუსში” გამოდიოდა კარიერას უცხოეთში გააგრძელებს. 28 წლის ფეხბურთელს ტურინულმა გრანდმა ორმხრივი შეთანხმების თანახმად ზამთარში მას კონტრაქტი გაუწყვიტა. მოთამაშე ინგლისის გუნდ “ვოტფორდში” ჩაირიცხა. “როცა “იუვენტუსთან” კონტრაქტი გავწყვიტე შემეძლო იტალიაში დარჩენა, მაგრამ ვამჯობინე ინგლისში გადმოსვლა. აქ ფეხბურთი უფრო მაღალ დონეზეა, ხალხსაც მეტად უყვარს, შესაბამისად კი ნაკლები კრიტიკაა. ამჟამად “სერია A” უკვე წარსულია. 2010 წელს ძალიან ახლოს ვიყავი “მანჩესტერ სიტიში” გადასვლასთან. მაშინ “რომაში” ვთამაშობდი, მზად ვიყავი ინგლისში გასაფრენად. მანჩინი პირადად დამიკავშირდა, მაგრამ მაშინ “ჯალოროსის” ხელმძღვანელობამ წასვლის ნება არ დამრთო, რადგან იმ დროისთვის “სკუდეტოსთვის” ვიბრძოდით. “რომაში” ძალიან ბევრი მოგონება დამრჩა და რომაული პერიოდი ძალიან კარგად მახსენდება. “იუვენტუსში” ძალიან რთული პერიოდი გვედგა, მაშინ ჩვენი მწვრთნელი დელ ნერი იყო. “იუვენტუსში” შემდეგ კონკურენცია გაიზარდა და ადგილი დავკარგე, შემდეგ მსურდა “ჯენოაში” დარჩენა, მაგრამ ეს ჩემზე არ იყო დამოკიდებული. მე ვითამაშე მხოლოდ U15 და U21 ნაკრებში? მხოლოდ 28 წლის ვარ, კიდევ შემიძლია ვაჩვენო მაქსიმუმი, ასე, რომ ინგლისში არაფერს დავიშურებ.”-აცხადებს იტალიელი მცველი.

წყარო : Italian Football Daily

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x